გიორგი ილურიძე (დ. 20 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2023 წლიდან იცავს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას.

გიორგი ილურიძე
„ზესტაფონში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ილურიძე
დაბადების
თარიღი
20 თებერვალი, 1992 (1992-02-20) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თელავი
ნომერი 21
ახალგაზრდული კარიერა
2001–2010 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2011 ანჟი მაჰაჩყალა 5 (0)
2012–2013 დილა გორი 31 (5)
2013–2014 ჰაიდუკი სპლიტი 15 (1)
2014 ერმისი 0 (0)
2014–2015 ზესტაფონი 18 (6)
2015–2016 დილა გორი 9 (1)
2016 სკა-ხაბაროვსკი 9 (0)
2016–2018 ეთნიკოს ახნა 31 (0)
2018–2019 დინამო ბათუმი 31 (6)
2020–2023 სამტრედია 48 (5)
2023– თელავი 8 (1)
ეროვნული ნაკრები
2008–2009 საქართველო 19-წლ. 3 (5)
2009–2011 საქართველო 21-წლ. 3 (3)
2013– საქართველო 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 აპრილი, 2023

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

 
სპლიტის „ჰაიდუკში“

დედაქალაქურ კლუბ „დინამოსა“ და ახალგაზრდული ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შემჩნეული იქნა მაჰაჩყალის „ანჟის“ სკაუტების მიერ, რომელთანაც 2010 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი, პირველი რუსული დებიუტი ჩაატარა 2010 წლის 6 მაისს, 18 წლის ასაკში მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ, სადაც 3:0 დამარცხდნენ, ილურიძე მატჩში 75-ე წუთზე ჩაერთო მიხაილ ბაკაევის ნაცვლად.[1] ამას გარდა მან კიდევ 4 მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში, 2011 წლის დასრულებამდე ტრავმების გამო მას „ანჟის“ ახალგაზრდულ გუნდში მოუწია თამაშის გაგრძელება.[2][3] 2012 წლის დასაწყისში მან გორის „დილასთან“ გააფორმა კონტრაქტი და უკან სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა, სადაც წელიწად ნახევარი გაატარა. 2013 წლის აგვისტოს ბოლოს ხორვატიულ კლუბში სპლიტის „ჰაიდუკში“ გადაინაცვლა,[4] ილურიძით ეს კლუბი მას შემდეგ დაინტერესდა რაც ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე გორის „დილამ“ ზუსტად ილურიძის სოლო რეიდის შემდეგ გატანილი გოლით დაამარცხა ჰაიდუკი.[5][6] მას დებიუტი „ჰაიდუკში“ იმავე წლის 14 სექტემბერს ჰქონდა, სადაც „ჰაიდუკმა“ დედაქალაქელები, ზაგრების დინამო 2:0 დაამარცხეს.

16 აპრილს ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გიორგი ილურიძემ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.[7]

სანაკრებო რედაქტირება

საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ, ილურიძე გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის I ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 2013 წლის აგვისტოში, საფრანგეთისა და ფინეთის წინააღმდეგ,[8] მაგრამ ტრავმების გამო მან ვერ შეძლო შეერთებოდა გუნდს.

მიღწევები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე
  2. [1] Махачкалинцы едут в Санкт-Петербург с тремя потерями
  3. [2] დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. Илуридзе не поможет «Анжи» во встрече с «Рубином»
  4. გიორგი ილურიძე: “ჩემი აზრით, ამ სეზონში „ჰაიდუკი“ ჩემპიონი გახდება” ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 2 აგვისტო, 2013.
  5. გორის დილამ ჰაიდუკი დაამარცხა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა ,საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა“, 9 აგვისტო, 2013.
  6. [3] "Giorgi Iluridze je novi igrač Hajduka!" at Hajduk.hr
  7. სპლიტის „ჰაიდუკმა“ გიორგი ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა // sportall.ge
  8. უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... „ჰაიდუკში“ // sportall.ge