გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგიწმინდა.

გიორგიწმინდასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი[3]).

სოფელი
გიორგიწმინდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გიორგიწმინდა
კოორდინატები 41°44′20″ ჩ. გ. 45°21′06″ ა. გ. / 41.73889° ჩ. გ. 45.35167° ა. გ. / 41.73889; 45.35167
ცენტრის სიმაღლე 750 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2 307 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3803[2]
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მ. საგარეჯოდან 5 კმ.

ისტორია რედაქტირება

წერილობით წყაროებში სოფელი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება. იგი დავითგარეჯს ეკუთვნოდა. თემურლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის გიორგიწმინდაც, საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა დიდმა 1424 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1589 წელს გიორგიწმინდა კვლავ დავითგარეჯს დაუბრუნდა. მოგვიანებით აქ მამულები თოხლიაურელმა თავადებმა ჩერქეზიშვილებმა შეიძინეს. XVIII საუკუნეში სოფელში თავისი ყმა-ხელოსნები ჰყავდა სამეფო კარს. ერეკლე II-ის ბრძანებით გიორგიწმინდაში სამშენებლო სამუშაოები უწარმოებიათ. ამას მოწმობს სოფელში მდგარი ერთ-ერთი კოშკის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.

ამჟამინდელი გიორგიწმინდა უბნებად არის დაყოფილი. უბნების სახელწოდება აქ მცხოვრები ძირითადი გვარებიდან მიმდინარეობს: გულისაანი, დიღმელაანი, კევლიაანი, მარიდაანი, მეკოკიაანი, ჭიაბერიაანი.

გიორგიწმინდის მეურნეობაში წამყვანია მიწათმოქმედება, ჭარბობს მემინდვრეობა. უმთავრესად ითესება ხორბალი, სიმინდი. მისდევენ მევენახეობასაც. მეცხოველეობაში ჭარბობს მსხვილფეხა, რქოსანი საქონელი. ცხვარი ადრე შეძლებულ კომლებს ჰყავდათ.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2307 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 2562 1228 1334
2014[5]   2307 1164 1143

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII საუკუნის II ნახევრის რიყის ქვით ნაგები ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი — სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს (ეკლესია რესტავრირებულია 2010 წელს).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება


ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება