გინკგო (ლათ. Ginkgo) — შიშველთესლოვანი ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი გინკგოსნაირთა განყოფილებისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — ორნაკვთიანი გინკგო (ginkgo biloba) გაშლილვარჯიანი 30-40 მ სიმაღლის და 1 მ-მდე დიამეტრის ორსახლიანი ხეა.

გინკგო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ginkgo

ველურად იზრდება მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში. როგორც დეკორატიული მცენარე, მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტანიკურ ბაღსა და პარკში; საქართველოში შემოტანილია XIX საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთში, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს.

იზრდება აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ბაღში. ყინვაგამძლეა.

ლიტერატურა რედაქტირება