ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.

გიორგი (გიგი) წერეთელი (დ. 23 თებერვალი 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1999, 2003, 2008, 2012, 2016) წევრი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2017 წლიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე[1].

გიორგი (გიგი) წერეთელი
გიორგი (გიგი) წერეთელი
გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე, ჟენევაში, 2014 წელს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 14 დეკემბერი, 2020
წინამორბედიკრისტინე მუტონენი
მემკვიდრეპიტერ ბაუნესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 4 მაისი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
მემკვიდრევლადიმერ ჭიპაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი, 2003 – იანვარი, 2004
პრეზიდენტინინო ბურჯანაძე (მ/შ)

დაბადებული23 თებერვალი, 1964 (1964-02-23) (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიმთაწმინდის რაიონი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2001-2017)
ევროპული საქართველო (2017-დღემდე)
შვილები2
პროფესიაექიმი-ნევროლოგი
საქმიანობასაქართველოს პარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია რედაქტირება

1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის N 55 საშუალო სკოლა და N 8 მუსიკალური სასწავლებელი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986-1987 მუშაობდა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ექიმ-ინტერნად. 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1989-1993 მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ნევროლოგიურ დაავადებათა იმუნოლოგიურ ასპექტებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო შრომა ამ სფეროში. 1993-1995 წლებში იყო საზღვარგარეთ.

1995 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ. იმავე წელს გადაიყვანეს ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 1996-1998 წლებში იყო თბილისის ვიცე-პრემიერი. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბურჯანაძე — დემოკრატები “.

2004 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ამავდროულად მთავრობის ვიცე-პრემიერი. იმავე წლის მაისიდან დაუბრუნდა საპარლამენტო საქმიანობას და დაიკავა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2017 წლიდან ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჯერ როგორც მოვალეობის შემსრულებელი, 2018 წლიდან კი როგორც არჩეული პრეზიდენტი[2]. 2017 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარი პარტიული კრიზისის შედეგად პარტიიდან ერთი ნაწილი, რომელთა შორის იყო წერეთელი, წავიდა და დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის".

პირადი და ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის საჭადრაკო კლუბის „NTN“ საპატიო პრეზიდენტი, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; ბავშვთა ბეისბოლის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს დიაბეტის ფედერაციის წევრი. აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სერტიფიკატი საერთაშორისო ჯანდაცვის ეკონომიკასა და ფინანსებში (2005).

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება