გვირგვინოსანი წერო (ლათ. Balearica pavonina) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. სხეული რუხი ფერისა აქვს, ფრთები — შავი, თეთრგარეული, თავზე მარაოს მსგავსად აქოჩრილი მოჩალისფრო-თეთრი გვირგვინი ადგას. ფეხები და ნისკარტი შავი აქვს. გვირგვინოსანი წერო მობინადრე ან ნახევრად მობინადრე ფრინველია. ბუდობის დროს წყვილებად ცხოვრობს. დებს 2 კვერცხს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ლოკოკონებით, მწერებით, ჭიებით, აგრეთვე მცენარეთა თესლით და მწვანე ნაწილებით. კარგად იტანს ტყვეობას.