გვიდო ვესტერველე (გერმ. Guido Westerwelle, დ. 27 დეკემბერი, 1961, ბად-ჰონეფი — გ. 18 მარტი, 2016, კელნი) — გერმანელი პოლიტიკოსი. 1983-1988 წლებში იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიბერალების“ (Jungen Liberalen) თავმჯდომარე. 1994-2001 წლებში იყო თავისუფალი დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო 2001-2011 წლებში — ამავე პარტიის ფედერალური თავმჯდომარე. გარდა ამისა, 2006-2009 წლებში ვესტერველე თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ფრაქციას თავმჯდომარეობდა ბუნდესტაგში და ხელმძღვანელობდა ბუნდესტაგის ოპოზიციას. 2009-2013 წლებში ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მერკელის II კაბინეტში. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან 2011 წლამდე იგი იყო ვიცე-კანცლერი.

გვიდო ვესტერველე

ლიტერატურა რედაქტირება

  • Majid Sattar: „… und das bin ich!“ – Guido Westerwelle. Eine politische Biografie. Olzog, München 2009, ISBN 978-3-7892-8303-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება