გველისენისნაირნი (ლათ. Ophioglossales) — ეუსპორანგიუმიანი გვიმრების რიგი. უმრავლესობა მრავალწლოვანი ფესურიანი მცირე ზომის ბალახია, ზოგი — ეპიფიტი. ფესურიდან ამოდის ერთი ან რამდენიმე ფოთოლი, რომლებიც გაყოფილია ორად - მწვანე უნაყოფო ფირფიტად და სასპორე ნაწილად. მიწისქვეშა წინაზრდილი უფეროა, მიკორიზიანი.

გველისენისნაირნი
გველისენისნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Ophioglossales

ცნობილია გველისენისნაირთა სამი გვარი. გველისენა და მარგალიტა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება ერთეულ ეგზემპლარებად ან მეჩხერ ჯგუფებად. ჰელმინთოსტაქისი მხოლოდ აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში იზრდება.

ლიტერატურა რედაქტირება