სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვატემალა (მრავალმნიშვნელოვანი).

გვატემალა (ესპ. Guatemala) — გვატემალის დედაქალაქი. ცენტრალური ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით.[2] ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, მთის ხეობაში, რომელსაც უწოდებენ „ვალე-დე-ლა-ერმიტას“. დადგენილია, რომ მისი მოსახლეობა ერთი მილიონია. ქალაქი გვატემალა აგრეთვე არის გვატემალას მუნიციპალიტეტისა და გვატემალას დეპარტამენტის დედაქალაქი.

დედაქალაქი
გვატემალა
Guatemala
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
დაქვემდებარება დედაქალაქი
დეპარტამენტი გვატემალა
კოორდინატები 14°37′22″ ჩ. გ. 90°31′53″ დ. გ. / 14.62278° ჩ. გ. 90.53139° დ. გ. / 14.62278; -90.53139
ქალაქის მერი ალვარო არსუ
დაარსდა 25 ივლისი, 1524[1]
პირველი ხსენება 1773
ფართობი 692 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1602
მოსახლეობა 1 010 253 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-6
საფოსტო ინდექსი 1001–1073
ოფიციალური საიტი muniguate.com
გვატემალა (ქალაქი) — გვატემალა
გვატემალა (ქალაქი)

ესპანელების მიერ გვატემალას დაპყრობის შემდეგ დაარსდა ახალი ქალაქი და აღნიშნული დასახლება 1776 წელს გვატემალას სამეფოს დედაქალაქი გახდა. 1847 წელს გვატემალამ დამოუკიდებლობა თავადვე გამოაცხადა, ხოლო მის დედაქალაქი გვატემალა გახდა. 1917-1918 წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა.

დღეს, ქალაქი გვატემალა არის გვატემალას პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქს ემსახურება „ლა-აურორას“ საერთაშორისო აეროპორტი.

ისტორია რედაქტირება

აადრეული ისტორია რედაქტირება

ადამიანთა დასახლებები ქალაქ გვატემალას ტერიტორიაზე პირველად ძვ. წ. 1500 წელს გაჩნდა, როცა მაიას ტომებმა აქ ქალაქი კილიმანჯარო დააარსეს. შემგდომში ამ ადგილზე ესპანელმა კოლონისტებმა პატარა დასახლება შექმნეს, რომელიც 1775 წელს დედაქალაქად იქცა. ამ პერიოდში აშენდა ცენტრალური მოედანი ტაძართან და სამეფო სასახლესთან ერთად. მაშ შემდეგ, რაც ცენტრალურმა ამერიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1821 წელს გვატემალა ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დედაქალაქი გახდა.

1917-1918 წლებში მიწისძვრამ ქალაქში მრავალი ისტორიული შენობა გაანადგურა. ჟორჟ უბიკოს ხელმძღვანელობით 1930-იან წლებში იპოდრომი და სხვა სახალხო შენობები აღადგინეს, თუმცა იმ პერიფერიულ ღარიბ უბნებს, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ შეიქმნა, კვლავ ვერ დაუბრუნეს ძველი იერსახე. გვატემალას სამოქალაქო ომის დროს, ესპანეთის საელჩოს დაწვით დაიწყო ტერორისტების შემოტევები, რამაც ქალაქში მრავალი შენობა გაანადგურა და ბევრი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. 2010 წლის მაისში ორი კატასტროფა დაატყდა თავს ქალაქს: პაკაიას ვულკანის ამოფრქვევა და ორი დღის შემდეგ, ტროპიკული შტორმი აგატა.

თანამედროვე ისტორია რედაქტირება

 
La Aurora-ს საერთაშორისო აეროპორტი

ქალაქი გვატემალა არის გვატემალას ეკონომიკური, სამთავრობო და კულტურული ეპიცენტრი. ქალაქი აგრეთვე ასრულებს ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციასაც „ლა-აურორას“ საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით. აგრეთვე, ქალაქი გვატემალას ქვეყნის მაგისტრალების დიდ ნაწილთან აქვს კავშირი. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქალაქი დიდად იზიდავს ქვეყნის შიდა მიგრანტებს; იგი აგრეთვე მთავარ შესასვლელ წერტილს წარმოადგენს გვატემალაში დასახლების მსურველი უცხოელი ემიგრანტების უმეტესი ნაწილისთვის. რესტორნების, სასტუმროების, მაღაზიების და თანამედროვე სწრაფი სატრანსპორტო სისტემის (ტრანსმეტრო) ფართო სპექტრის გარდა, ქალაქში განთავსებულია მრავალი სამხატვრო გალერეა, თეატრი, სპორტული დაწესებულება და მუზეუმი (მოიცავს კოლუმბამდელი ხელოვნების ღირებულ კოლექციას).

სტრუქტურა და ზრდა რედაქტირება

ქალაქი გვატემალა მდებარეობს ქვეყნის მთიანეთში, სამხრეთით მდებარე წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ახლოს მდებარე დაბლობსა და პეტენის რეგიონის ჩრდილოეთ დაბლობებს შორის. ქალაქის მეტროპოლიტენის არეალი ცოტა ხნის წინ ძალიან სწრაფად გაიზარდა და მოიცვა მეპობელი მუნიციპალიტეტების უმეტესობა: ვილა ნუევა, სან-მიგელ პეტაპა, მიქსო, სან-ხუან საქტრეპეზი, სან-ხოსე პინულა, სანტა-კატარინა პინულა, ფრაიანსე, სან-პედრო აიამპუჩი, ამატილენი, ვილა კანალესი, პალენსია და ჩინაუთლა; ყველა ეს რეგიონი ერთად აყალიბებს ქალაქ გვატემალას მეტროპოლიტენს.

ქალაქი დაყოფილია 22 ზონად, რომელიც დაყო თანამედროვე ინჟინერმა რაულ აგულარ ბარტსმა; თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ქუჩა („Calles“). ავენიუები და ზოგჯერ დიაგონალური ქუჩები მისამართით ადგილის პოვნას აიოლებს. ზონები დანომრილია 1-25 ნომრებით, თუმცა 20, 22 და 23 ნომრები არ არსებობს.[3] მისამართები ენიჭება ქუჩის ან გამზირის ნომრის მიხედვით, რასაც მოჰყვება ზონის და დაშორების გამომხატველი რიცხვები.[4] გვატემალაში მდებარე ყველა ქალაქის ცენტრის მისამართია: ქუჩა 1, გამზირი 1, ზონა 1.

ზონა პირველი არის ისტორიული ცენტრი (Centro Histórico), რომელიც ქალაქის გულში, ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს; აღნიშნულ ზონაში მდებარეობს მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობა; მათ შორისაა: Palacio Nacional de la Cultura (კულტურის ეროვნული სასახლე), მეტროპოლიტის ტაძარი, ეროვნული კონგრესი, Casa Presidencial (პრეზიდენტის სახლი), ეროვნული ბიბლიოთეკა და Plaza de la Constitución.

ფინანსურ უბანში ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობებია: კლუბ პრემიერი, ტინტორენტო, ატლანტისის შენობა, ატრიუმი, ტიკალ ფუტურა, ფინანსების შენობა, ტორესი ბოტიჩელი, ტადეუსი, INTECAP-ის შენობა, სამეფო კოშკები, გემინისის კოშკები, ინდუსტრიული ბანკის კოშკები და მრავალი სხვა.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მერი იყო ინჟინერი მარტინ პრადო ველეზი, რომელმაც მერის პოსტი 1949 წელს დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში იგი მმართველი პარტიის წევრი არ იყო, მაინც მოახერხა და სყველასთვის კარგად ცნობილი ინდივიდუალური შესაძლებლობების წყალობით, ქალაქის მერი გახდა. წარმოშობით კაბანეროელ ველეზს, რომელიც სან-კარლოს უნივერსიტეტში სწავლობდა, ჰყავდა მეუღლე, სახელად მარტა კობოსი; მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც იყო: ელ ინსიენსოს ხიდის მშენებლობა, რუზველტის გამზირის მშენებლობა, მერიის შენობის მშენებლობა; მისი მეთვალყურეობით აგრეთვე ჩატარდა მრავალი საგზაო სამუშაო.[5]

კლიმატი რედაქტირება

ტროპიკებში მდებარეობის მიუხედავად, გვატემალაში შედარებით ზომიერი ტემპერატურაა. ქალაქი გვატემალა ძირითადად თბილი ადგილია, თითქმის მთელი წელი გაზაფხულისთვის შესაფერისი ამინდით. ზოგჯერ მშრალი სეზონის განმავლობაში ცხელა, მაგრამ ქალაქი არაა ისეთი ცხელი და ნესტიანი, როგორიც მსგავს სიმაღლეზე მდებარე სხვა ქალაქების შემთხვევაშია. ყველაზე ცხელი თვე აპრილია. წვიმის სეზონი იწყება მაისში და ოქტომბრამდე გრძელდება; წვიმის სეზონი დასავლეთ ატლანტის ოკეანესა და კარიბის ზღვაში ტროპიკული ქარიშხლის სეზონს ემთხვევა. მშრალი სეზონი იწყება ნოემბერში და მთავრდება აპრილში. დროდადრო ქალაქში ქრის ქარი, რაც ასევე იწვევს ტემპერატურის დაცემას.

ქალაქში დღის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 22-28 °C არის, ხოლო ღამით 12-17 °C.

დილით საშუალო ტენიანობაა 82%, ხოლო საღამოს 58%.[6]

ვულკანური აქტივობები რედაქტირება

ოთხი სტრატოვულკანიქალაქიდანაც იხედება; ორი მათგანი აქტიურია. მათ შორის უახლოესი და ყველაზე აქტიური პაკაია, რომელიც ხშირად აფრქვევს ფერფლს.[7] ეს ვულკანები ვალე-დე-ლა-ერმიტას სამხრეთ ნაწილში მდებარეობენ და ქალაქსა და წყნარ ოკეანეს შორის ქმნიან ერთგვარ ბუნებრივ ბარიერს. ვულკანები: აგუა, ფუეგო, პაკაია და აკატენენგო მოიცავს 33 სტროტოვულკანურ ხაზს, რომელიც გადაჭიმულია გვატემალის სიგანეზე, სალვადორის საზღვრიდან მექსიკის საზღვრამდე.

მიწისძვრები რედაქტირება

ცეცხლოვან სარტყელში მდებარეობის გამო, გვატემალას მაღალმთიანეთსა და ვალე-დე-ლა-ერმიტაში ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები. უკანასკნელი დიდი მიწისძვრა ქალაქს 1976 წელს დაატყდა თავს; მისი სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. მცირე, ნაკლებად ძლიერი რყევები ხშირად გვხვდება გვატემალის ქალაქსა და მის მიდამოებში.

ღვარცოფები რედაქტირება

გვატემალაში ხშირად ვხვდებით ღვარცოფებს; განსაკუთრებით ხშირია მისი შემთხვევები ვალე-დე-ლა-ერმიტაში, სადაც ღვარცოფს ძირითადად წყალდიდობა იწვევს. 2005 წელს ძლიერი წვიმების შედეგად ვალე-დე-ლა-ერმიტას ხეობას მიყრუებული, დაუსახლებელი ადგილი მოწყდა; იგი ღვარცოფმა გაანადგურა.[8] ტროპიკული წვიმები და შტორმები ზოგჯერ თავს ატყდება ქალაქის მაღალმთიან ადგილებს, რაც აგრეთვე წარმოქმნის ღვარცოფებს.

დემოგრაფია რედაქტირება

დადგენილია, რომ მარტო ქალაქ გვატემალას მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია,[9][10] ხოლო გარეუბნებთან ერთად - 3 მილიონი.[11] პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად გაღატაკებული სოფლის რაიონებიდან მასობრივი მიგრაციის გამო, გვატემალის ქალაქის მოსახლეობამ მკვეთრი ზრდა 1970-იანი წლებიდან დაიწყო, რაც ქალაქს ძალიან ტვირთავდა. შედეგად, წარმოიქმა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ქალაქის გზების მუდმივი გადატვირთულობა, ზოგიერთ რაიონში სასმელი წყლის უკმარისობა.

ეკონომიკა და ფინანსები რედაქტირება

ქალაქი გვატემალაში მდებარეობს სახელმწიფოს ფენტრალური ბანკი (გვატემალას ცენტრალური ბანკი); აქ ფორმულირდება გვატემალას ფინანსური პოლიტიკა და აქედანვე ქვეყნდება სიახლეები მის შესახებ. გვატემალაში მდებარეობს მრავალი კერძო ბანკის ოფისებიც; მათ შორისაა: CitiBank, Banco Agromercantil, Banco Promerica, Banco Industrial, Banco GyT Continental, Banco de Antigua, Banco Reformador, Banrural, Grupo Financiero de Occidente, BAC Credomatic და Banco Internacional. იმის გათვალისწინებით, რომ გვატემალა ყველაზე მდიდარი და ეკონომუკურად ძლიერი ქალაქია მთელს ქვეყანაში, სწორედ იგი უზრუნველყოფს და იზიდავს ქვეყნის უდიდეს ინვესტიციებს. ამ ინვესტიციების დაფინანსებას უზრუნველყოფენ როგორც რეგიონალური კერძო ბანკები, ასევე უცხოური პირდაპირი და კაპიტალური ინვესტიციები, რომელთა ძირითადი წყარო აშშ-ია.

უნივერსიტეტები და სკოლები რედაქტირება

გვატემალაში მდებარეობს 10 უნივერსიტეტი; მათ შორისაა: ცენტრალური ამერიკის უძველესი ინსტიტუტი, გვატემალას სან-კარლოს უნივერსიტეტი. 1676 წელს დაარსებული აღნიშნული სასწავლო დაწესებულება, სან-კაროლოსის უნივერსიტეტი, უფრო ძველია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტები, გარდა ჰარვარდის უნივერსიტეტისა.

გვატემალაში მდებარე სხვა ცხრა უნივერსიტეტში შედიან: მარიანო გალვესის, პანამერიკანას, მესოამერიული, რაფაელ ლანდივარის, ფრანცისკო მაროკინის, დელ-ვალეს, დელ-ისტმოს, გალილეოს, და ვინჩის და რურალის უნივერსიტეტები. ვინაიდან ჩამოთვლილი ცხრა უნივერსიტეტი კერძოა, სან-კარლოს უნივერსიტეტი ქალაქში რჩება უმაღლესი განათლების ერთადერთ საჯარო დაწესებულებად.

სპორტი რედაქტირება

გვატემალა ფლობს რამდენიმე სპორტულ მოედანს და არის მრავალი სპორტული კლუბის ძირითადი ქალაქი. დედაქალაქში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია; ამ სახეობაში გვატემალას ძირითადი კლუბებია: CSD მუნიციპალი, ავრორა F.C. და კომუნიკაციონები. „Estadio Mateo Flores“-ად წოდებული სტადიონი, რომელიც ქალაქის მეხუთე ზონაში მდებარეობს, ქვეყნის ყველაზე დიდი სპორტული დაწესებულებაა.

ქალაქში გაიმართა რამდენიმე სარეკლამო დანიშნულების და რამდენიმე საერთაშორისო სპორტული ღონისძიება: 1950 წელს ჩატარდა ცენტრალური ამერიკისა და კარიბის რიგით VI თამაშები, ხოლო 2000 წელს ქალაქმა ფიფას ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Morán Mérida, Amanda (1994). „Movimientos de pobladores en la Ciudad de Guatemala (1944-1954)“ (PDF). Boletín del CEUR-USAC (Spanish). Guatemala: Centro de estudios urbanos y regionales-USAC (23). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 18 October 2014. ციტირების თარიღი: 27 September 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Municipalidad de Guatemala. (August 2008) Paso a desnivel de Tecún Umán Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2011. ციტირების თარიღი: 27 September 2014.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Se conmemora primera fundación de la ciudad de Guatemala
  2. Carlos Enrique Valladares Cerezo, "The case of Guatemala City, Guatemala".
  3. Municipalidad de Guatemala 2008.
  4. City Layout in Guatemala City.
  5. Morán Mérida 1994, p. 9.
  6. Guatemala City, Guatemala Travel Weather Averages (Weatherbase). Weatherbase.
  7. MTU-VP Pacaya Volcano, Guatemala. Geo.mtu.edu (1995-06-01). ციტირების თარიღი: 2009-07-08.
  8. Carlos, Juan. (2005-10-07) Mudslide in Guatemala kills dozens | The San Diego Union-Tribune. Signonsandiego.com. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
  9. Guatemala: Estimaciones de la Población total por municipio. Período 2008-2020.. ციტირების თარიღი: 14 September 2018
  10. Productividad y eficiencia: La Municipalidad incorpora tecnología para atender al vecino (21 Oct 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 21 ივლისი 2020.
  11. CIA World Factbook, Guatemala (July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 22 December 2011.