გვარი

ადამიანის სრული სახელის შემადგენელი ნაწილი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

გვარი — მემკვიდრეობითი საგვარეულო სახელი, რომელიც ძირითადად მამიდან შვილზე გადადის. ზოგ სახელმწიფოებში გვარი დედიდან გადადის.

ისტორია რედაქტირება

გვარების ისტორია შუა საუკუნეების იტალიიდან მოდის. სავარაუდოდ X—XI საუკუნეებში იტალიის განვითარებულ, სავაჭრო ოლქებში პირველი გვარები წარმოიშვა[1]. შემდეგ სამხრეთ საფრანგეთში. ინგლისში სავარაუდოდ 1066 წელს, ნორმანებთან ომის შემდეგ გაჩნდა

ქართველთა გვარები რედაქტირება

ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისაგან, მეტსახელებისაგან ან წარმომავლობისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად დავითაშვილი: დავითი → დავითის შვილი → დავითშვილი, გიორგაძე: გიორგი → გიორგის ძე → გიორგაძე ან ცხვადიანი: ცხვედი → ცხვედიანი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადამიანის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით.ადამიანს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ადამიანს გააჩნია სახელისა და გვარის შეცვლის უფლება.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dauzat A. Les noms de famille de France. 1949. P. 40.
  2. საქართველოს კანონისაქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ 15/07/2020-ის მდგომარეობით; საქართველოს საკანონმდებლო მაცნე