გეღამ ბაღდასარის ძე სარიანი (დ. 12 (25) დეკემბერი, 1902, თავრაზი, ირანი — გ. 14 ნოემბერი, 1976, ერევანი) — სომეხი საბჭოთა პოეტი, სომხეთის სსრ და უკრაინის სსრ დამსახურებული მოღვაწე. 1922 წლიდან ცხოვრობდა სსრკ-ში. ლექსებს აქვეყნებდა 1919 წლიდან. ავტორია კრებულებისა „საბჭოთა ქვეყანა“ (1930), „ქრიზანთემა“ (1968), პოემებისა აღმოსავლურ თემაზე და სხვ. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ემსახურებოდა სომხეთის სსრ-ში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. გეღამ სარიანი იყო სსრკ-ის II, VI, VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

გეღამ სარიანი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1902(1902-12-25)
დაბადების ადგილი თავრიზი[1]
გარდაცვალების თარიღი 14 ნოემბერი, 1976(1976-11-14) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, პროზაიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  ირანი
 სსრკ
ალმა-მატერი Aramiyan
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, Armenian SSR State Prize, Honored Worker of Culture of the Armenian SSR და შრომის წითელი დროშის ორდენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება