გერმანული რკინის საუკუნე

გერმანული რკინის საუკუნე — ჩრდილოეთ ევროპის განვითარების პერიოდი (400-800 წწ. ახ. წ.), როდესაც დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შედეგად ძველგერმანული ტომები მოექცნენ ხალხთა დიდი გადასახლების პროცესში. გერმანული რკინის საუკუნე არის რომაული რკინის საუკუნის გაგრძელება და ხასიათდება დიდი რაოდენობით გერმანული სამეფოების შექმნით. სკანდინავიის ტერიტორიაზე გერმანულ რკინის საუკუნეს მოყვება ვიკინგების ეპოქა.

იყოფა ადრეულ და გვიან პერიოდებად. შვედეთის ტერიტორიაზე გვიანი გერმანული რკინის საუკუნე (550-800) ცნობილია როგორც ვენდელური პერიოდი, ნორვეგიაში კი — როგორც მეროვინგების ეპოქა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება