გერმანიის მართლმსაჯულება

მართლმსაჯულება აღნიშნავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ერთი მხრივ სახელმწიფო სასამართლოების ერთობლიობას, ხოლო მეორე მხრივ კი მართლწესრიგის განხორციელებას პირველის მეშვეობით. სახელმწიფო სასამართლოები, თავის მხრივ, სასამართლო პრაქტიკას, ან სხვა სახის იურისდიქციებს განახორციელებენ.

გფრ-ის მართლმსაჯულების სახეები რედაქტირება

  • საკონსტიტუციო მართლმსაჯულება.
    • სახელმწიფო ძალაუფლებათა კონტროლი.
    • საკონსტიციო სამართლის კონკრეტიზება და კვლავგანვითარება.
  • საერთო მართლმსაჯულება, ანუ საერთო სასამართლო განსჯადობა.
    • ყველა სამოქალაქო დავა და სისხლის სამართლის საქმე.
    • საერთო სასამართლოები: საქალაქო სასამართლო, სამხარეო სასამართლო, უმაღლესი სამხარეო სასამართლო და უზენაესი ფედერალური სასამართლო.
    • სამოქალაქო სასამართლოები (მოქალაქეთა შორის სამართლებრივი დავის დროს).
    • სისხლის მართლმსაჯულება (სისხლის სამართლებრივი დევნის დროს).
  • საგანგებო მართლმსაჯულება.
  • შრომითი მართლმსაჯულება.
    • შრომითი დავების განმხილველი სასამართლოების, შრომითი დავების განმხილველი სამხარეო სასამართლოებისა და შრომის სამართლის საქმეების განმხილველი ფედერალური სასამართლოების კომპეტენციაში შედის დასაქმებულთა და დამსაქმებელთა, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მხარეთა დავები.
  • ფინანსური სასამართლოების მართლმსაჯულება (სარჩელი საფინანსო უწყების წინააღმდეგ მოსაკრებელთან დაკავშირებულ საქმეებზე).
  • სოციალური მართლმსაჯულება (სოციალური სამართლის საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. საზოგადო - სამართლებრივი).
  • ადმინისტრაციული მართლმსაჯულება (სახელმწიფო ადმინისტრაციული ქმედებების შემოწმება).

სუპრანაციონალური (ზეეროვნული) მართლმსაჯულება რედაქტირება

გარდა ეროვნული მართლმსაჯულებისა, არსებობს აგრეთვე ზეეროვნული სასამართლოების იურისდიქცია. თანამონაწილე სახელმწიფოები დელეგირებენ თავიანთი სასამართლო ძალაუფლების გარკვეულ ნაწილს ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციაზე, რითაც ნებაყოფლობით თმობენ გარკვეულწილად თავიანთ სუვერენიტეტს.

ზეეროვნული სასამართლოების მაგალითია ევროკავშირის ევროპის უზენაესი სასამართლო, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული საერთაშორისო უზენაესი სასამართლო.

საარბიტრაჟო მართლმსაჯულება რედაქტირება

სამართლებრივი დავის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფლობენ ისინი დავის საგანს (მაგალითად არა სისხლის სამართლის შემთხვევაში), დარეკონ საარბიტრაჟო სასამართლოში. სამართლებრივი დავის მონაწილე ორივე მხარეები ემორჩილებიან საარბიტრაჟო სასამართლოს, საარბირაჟო სასამართლოს შეუძლია დამავალდებულებელი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილების მომდევნო აღსრულება სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის.

საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციის შეთანხმება ხშირად ვაჭრებს შორის დიდი და ზღვარგარდამავალი საქმეების დროს ხდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება