გერმანიის ისტორია

რაიხსტაგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

გერმანიის ისტორია

ანტიკური დრო
ძველი გერმანელები
მიგრაციის პერიოდი
ფრანკთა სახელმწიფო
შუა საუკუნეები
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
საღვთო რომის იმპერია
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
რაინის კავშირი
გერმანიის კავშირი
გერმანიის რევოლუცია 1848/49
ჩრდილო გერმანიის კავშირი
გერმანიის გაერთიანება (1871)
გერმანიის რაიხი
გერმანიის იმპერია
პირველი მსოფლიო ომი
ვაიმარის რესპუბლიკა
მესამე რაიხი
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ოკუპაცია
დას. გერმანია + აღმ. გერმანია
გერმანიის გაერთიანება (1990)
თანამედროვეობა
გერმანია
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

გერმანია — სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. დროთა განმავლობაში ქვეყანამ არაერთი ცვლილება განიცადა, რაც უპირველეს ყოვლისა მის საზღვრებთან იყო დაკავშირებული; ამიტომ გერმანიის ისტორიის განხილვა მისი უახლოესი მეზობლების — ავსტრიის, შვეიცარიის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, იტალიის, საფრანგეთისა და შვედეთის (ზღვის გაღმიდან) მატიანესთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ანტიკური ხანა რედაქტირება

 
გერმანული ტომების განსახლების არეალი ჩვ. წ. 1–ელ საუკუნეში (სკანდინავიელების გარეშე)

ძვ. წ. მე–5 საუკუნეში გერმანიის სამხრეთი ნაწილი იყო კელტური, ხოლო ჩრდილოეთი ძველგერმანული. საუკუნეების განმავლობაში ძველგერმანელები სახლდებოდნენ დუნაის პირას, რითიც აიხსნება კელტური სახელების დამკვიდრება გერმანულ ენაში. ძვ. წ. 58 წლიდან 455 წლამდე მდ. რაინის დასავლეთი და დუნაის მიდამოები რომის იმპერიას ეკუთვნოდა, რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ჰესენი და ბადენ-ვიურტემბერგი.

რომაელების მიერაა დაარსებული ქალაქები ტრიერი, კელნი, ბონი, ვორმსი და აუგსბურგი, რომლებიც გერმანიის ყველაზე ძველი ქალაქებია. თავდაცვის მიზნით რომაელები დამეგობრებულ გერმანულ ტომებს საზღვრებზე ასახლებდნენ.

ადრეული შუა საუკუნეები (დაახლოებით 395 წლიდან 919–წლამდე) რედაქტირება

 
ფრანკთა სამეფოს ტერიტორიების გადანაწილება ვერდუნის 843 წლის ხელშეკრულების შემდეგ

გერმანული ტომების დასახლებამ ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში პირველი საუკუნიდან მოყოლებული მასობრივი სახე მიიღო, რასაც 476 წელს რომის იმპერიის დანგრევა მოჰყვა. მე–7 საუკუნეში სლავები სახლდებიან მიწებზე, განსაკუთრებით მდ. ელბას გასწვრივ, სადაც ადრე გერმანული ტომები სახლობდნენ, რის გამოც ამ ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში სლავურად მიმდინარეობდა საუბარი. ენათმეცნიერების შეფასებებით, დღევანდელი გერმანული გვარების 1/3 სლავური წარმოშობისაა. მე–6 საუკუნეში დღევანდელი ჩრდილოეთ გერმანია საქსონების მიერ კონტროლდებოდა.

ფრანკთა იმპერიის მეფის, კარლოს დიდის, გარდაცვალების შემდეგ, 843 წელს, ვერდუნის ხელშეკრულებით ქვეყანა მისმა სამმა შვილიშვილმა გაიყო. დასავლეთ ფრანკების სამეფომ საძირკვეული ჩაუყარა დღევანდელ საფრანგეთს, აღმოსავლეთ ფრანკების სამეფო დაკავშირებულია გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიასთან. 880 წელს დადგინდა დასავლეთ ფრანკეთის სამეფოს საზღვრები, რომელიც თითქმის მთელი შუა საუკუნის განმავლობაში გერმანიის იმპერიასა და საფრანგეთის საზღვრებს წარმოადგენდა. 911 წელს დასრულდა კაროლინგების დინასტიის ჰეგემონია ფრანკთა სახელმწიფოში.

შუა საუკუნეები რედაქტირება

 
საღვთო რომის იმპერია X საუკუნეში

919 - 936 წლებში, გერმანული ხალხები (ფრანკები, საქსონები, შვაბები და ბავარიელები) გააერთიანა ჰაინრიხ I ფრინველმჭერმა, რომელმაც მეფის ტიტული მიიღო.[1] ტერმინი „გერმანელთა სამეფო (იმპერია)“ გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მიმართ, რომელიც თავის თავში გულისხმობდა გერმანელი ხალხების სამეფოების გაერთიანებას (დღეისთვის ის მოიხსენიება როგორც „პირველი რაიხი“, „მეორე რაიხი“ იყო ბისმარკის იმპერია, ხოლო „მესამე რაიხს“ ნაცისტურ გერმანიას უწოდებენ)

ოტო დიდი რედაქტირება

936 წელს ოტო I დიდმა აახენში დაიდგა გვირგვინი. ხოლო 962 წელს მისი რომში პაპის მიერ კორონაცია, საღვთო რომის იმპერიის დასაწყისია, რომელიც ასევე წარმოადგენდა გერმანული ხალხების სამეფოს.[2] ოტომ განამტკიცა სამეფო ხელისუფლება როგორც საერო ასევე სასულიერო წრეებზე.[3] ოტო ასევე წარმატებული იყო საგარეო ფრონტზეც, მან 955 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა უნგრელებთან მდინარე ლეხზე გამართულ ბრძოლაში და დაიპყრო ელბასა და ოდრას შორის მცხოვრები სლავები.

XIX საუკუნე რედაქტირება

რაინის კავშირი რედაქტირება

 
რაინის კავშირის შემადგენელი ქვეყნები 1812 წელს

რაინის კავშირი (გერმ. Rheinbund, ფრანგ. Confédération du Rhin) - 1806 წელს პარიზში ნაპოლეონის მიერ ჩამოყალიბებული რაინის გერმანული სამთავროების (საღვთო რომის იმპერიიდან გამოსული) კავშირი.

რაინის კავშირი 1813 წელს, ლეიპციგის ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ დაიშალა. დღეს რაინის კავშირის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო რომელმაც სახელი არ შეიცვალა არის ლიხტენშტაინი.

გერმანიის კავშირი რედაქტირება

გერმანიის კავშირი (გერმ. Deutscher Bund) — გერმანულენოვანი სახელმწიფოების კონფედერაცია 1815 წლიდან 1866 წლამდე. დაარსდა 1815 წლის 8 ივნისს ვენის კონგრესზე. გერმანიის კავშირი, როგორც ცალკეული ფედერაციული ერთეულების გაერთიანება, იყო 1806 წელს დაშლილი საღვთო რომის იმპერიისა და ნაპოლეონის მიერ დაარსებული რაინის კავშირის მემკვიდრე.

გერმანიის იმპერია რედაქტირება

 
გერმანიის იმპერია

გერმანიის იმპერია (გერმ. Deutsches Reich)[4][5]გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება 1871-1918 წლებში (1943-1945 წლებში ერქვა დიდი გერმანული იმპერიაგერმ. Das Großdeutsche Reich). იმპერიის დამაარსებლები იყვნენ ოტო ფონ ბისმარკი და ვილჰელმ I.

ზოგადად დასახელება "გერმანიის იმპერია" გამოიყენება, როგორც 1871-1918 წლების პერიოდისთვის, შესაბამისად გერმანული ტერმინისა Deutsches Kaiserreich, როდესაც იმპერიას მართავდა ჰოენცოლერნთა საგვარეულო დინასტია,[6] ასევე ამ პერიოდს უწოდებენ "მეორე რაიხს".

პირველი მსოფლიო ომი რედაქტირება

 
ევროპის პოლიტიკური რუკა 1914 წელს

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), აგრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

ვაიმარის რესპუბლიკა რედაქტირება

ვაიმარის რესპუბლიკა (გერმ. Weimarer Republik) გერმანიის სახელმწიფოს ისტორიულიო დასახელება 1919 - 1933 წლებში, კონსტიტუციური კრების პატივსაცემად, რომელიც გაიმართა ქალაქ ვაიმარში. ოფიციალურად სახელმწიფოს ისევ ერქვა "გერმანიის იმპერია" (გერმ. Deutsches Reich).

მესამე რაიხი რედაქტირება

 
მესამე რაიხის საზღვრები 1941 წელს

მესამე რაიხი რედაქტირება

მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich - მესამე იმპერია) — გერმანიის არაოფიციალური სახელწოდება 1933 წლის 24 მარტიდან 1945 წლის 23 მაისამდე. ასევე გამოიყენება სახელწოდებები „ნაცისტური გერმანია“, „ათასწლეულის რაიხი“. მესამე რაიხის სათავეში იყო ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია. მისი ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი. ნაცისტური რეჟიმი სათავეში მოვიდა 1933 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, რითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. გერმანიის მთავარი მოკავშირეები ამ ომში იყვნენ იტალია და იაპონია, რომლებსაც ასევე ფაშისტი ლიდერები ედგნენ სათავეში. ომის დასაწყისში გერმანიამ მოახდინა პოლონეთის, ჰოლანდიის, ბელგიის და ნორვეგიის ოკუპაცია. 1940 წლის 22 ივნისს კაპიტულაცია გამოაცხადა საფრანგეთმა. გერმანიამ იერიში მიიტანა ბრიტანეთზეც, თუმცა უშედეგოდ. 1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დიდი ხნის განმავლობაში ვერმახტი წარმატებით მიიწევდა წინ, თუმცა გარდამტეხი აღმოჩნდა სტალინგრადის და კურსკის ბრძოლებში წითელი არმიის გამარჯვება. 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის ინციდენტის შემდეგ იაპონიას ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ომში მოკავშირეების მხარეს ჩაერთო. 1943 წლის სექტემბერში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა იტალიაში, რის შედეგადაც სადავეებს ჩამოაცილეს და დააპატიმრეს ბენიტო მუსოლინი. იტალია მსოფლიო ომს გამოეთიშა, თუმცა მის ტერიტორიაზე შეიჭრა ვერმახტი, მოახდინა ქვეყნის ჩრდილოეთის ოკუპაცია, გაათავისუფლა მუსოლინი და სათავეში ჩაუყენა მარიონეტულ იტალიის სოციალურ რესპუბლიკას. 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეებმა გერმანიას დასავლეთ ფრონტი გაუხსნეს. მესამე რაიხის უკანასკნელი თანამებრძოლი უნგრეთი აღმოჩნდა. 1945 წლის 9 მაისს წითელი არმია შევიდა ბერლინში, რითაც დასრულდა საომარი მოქმედებები ევროპის ფარგლებში. გერმანია მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოკუპაციის ქვეშ. საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (აღმოსავლეთ გერმანია), ხოლო ამერიკამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააერთიანეს თავიანთი საოკუპაციო ზონები და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას (დასავლეთ გერმანია) დაუქვემდებარეს.

ცივი ომის პერიოდი რედაქტირება

 
გერმანიის მიერ 1919 – 1945 წლებში გაკარგული ტერიტორიები

1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხებისა და ცივი ომის დასაწყისის გამო, 1947 წელს გერმანია გაიყო ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბლოკებს შორის. დასავლეთი გერმანია იყო ნატოს წევრი, ევროპის კავშირის დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. აღმოსავლეთ გერმანია წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სატელიტ სოციალისტურ ქვეყანას. 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციების ტალღას მოჰყვა სოციალისტური ბლოკის რღვევა და გერმანიის გაერთიანება.

ხელახალი გაერთიანება რედაქტირება

გერმანიის ხელახალი გაერთიანება (გერმ. Deutsche Wiedervereinigung) მოხდა 1990 წელს როდესაც აღმოსავლეთ (GDR) გერმანია შეუერთდა დასავლეთ (FRG) გერმანიას და ბერლინი ისევ გახდა ერთიანი ქალაქი, როგორც ეს მისი კონსტიტუციის 23 პარაგრაფში იყო. ამის დასაწყისად ზოგადად მიჩნეულია die Wende (მობრუნების წერტილი). გაერთიანების პროცესს ოფიციალურად უწოდებენ: (გერმ. Deutsche Einheit), გერმანიის ერთიანობა და აღინიშნება 3 ოქტომბერს (გერმანიის ერთიანობის დღე).[7]

2005 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი მანდატი ერგოთ ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსა და სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც შემდგომში კოალიცია შეკრეს. გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა ანგელა მერკელმა. 2015 წელს გერმანია აღმოჩნდა ევროპის საიმიგრაციო კრიზისის ეპიცენტრში. გაიზარდა მემარჯვენე-კონსერვატორული პარტიების რეიტინგი, რაც აისახა 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Berghahn, Volker R., and Simone Lassig, eds. Biography between Structure and Agency: Central European Lives in International Historiography (2008)
  • Evans, Richard J. Rereading German History: From Unification to Reunification, 1800-1996 (1997) online edition
  • Hagemann, Karen, and Jean H. Quataert, eds. Gendering Modern German History: Rewriting Historiography (2008)
  • Hagemann, Karen. "From the Margins to the Mainstream? Women's and Gender History in Germany," Journal of Women's History, Spring 2007, Vol. 19 Issue 1, pp 193–199
  • Jarausch, Konrad H., and Michael Geyer, eds. Shattered Past: Reconstructing German Histories (2003)
  • Klessmann, Christoph. The Divided Past: Rewriting Post-War German History (2001) online edition
  • Lehmann, Hartmut, and James Van Horn Melton, eds. Paths of Continuity: Central European Historiography from the 1930s to the 1950s (2003)
  • Perkins, J. A. "Dualism in German Agrarian Historiography, Comparative Studies in Society and History, Apr 1986, Vol. 28 Issue 2, pp 287–330,
  • Stuchtey, Benedikt, and Peter Wende, eds. British and German Historiography, 1750-1950: Traditions, Perceptions, and Transfers (2000)

სქოლიო რედაქტირება

  1. Jana K. Schulman, The Rise of the Medieval World, 500-1300: A Biographical Dictionary, (Greenwood Press, 2002) p. 208.
  2. Schulman, The Rise of the Medieval World, 500-1300: A Biographical Dictionary, (2002) pp. 325-7
  3. Geoffrey Barraclough, The origins of modern Germany? (1984) p. 59
  4. Constitution of the German Reich: ბისმარკის კონსტიტუცია German (1871-04-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
  5. Constitution of the German Reich: ვაიმარის კონსტიტუცია German (1919-08-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
  6. Convention for the Unification of Certain Rules of Law with respect to Collisions between Vessels (1910-09-23).—an example of a legal document where Germany is officially referred to as "the German Empire".
  7. Vertrag zwischen der Bundesrepublik Deutschland und der Deutschen Demokratischen Republik über die Herstellung der Einheit Deutschlands (Einigungsvertrag) გაერთიანების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ორივე მთავრობის მიერ 1990 წლის 31 აგვისტოს (ოფიციალური ტექსტი, გერმანულად).