გეოგრაფიის ისტორია

გეოგრაფიის ისტორია მოიცავს მრავალ თემას, რომელიც გეოგრაფიას უკავშირდება. განსაკუთრებით ახლანდელ დროში. გეოგრაფიის ისტორიის ძიებით ბევრი დაწესებულებაა დაკავებული. ”გეოგრაფია” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - γεωγραφία, [1] რომელიც ითარგმნება, როგორც ”დედამიწის შესახებ აღწერა ან წერა”. პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა სიტყვა „გეოგრაფია“, იყო ერატოსთენე (ძვ. წ. 276–194წლები). ამასთან, არსებობს მტკიცებულებები გეოგრაფიის ცნობადი დარგის, კარტოგრაფიის (რუკის დამზადების) შესახებ.

მსოფლიო რუკა


ეგვიპტე რედაქტირება

ძველი ეგვიპტე ნილოსს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა. სამყაროს კი მდინარეზე დაფუძნებულად თვლიდა. ცნობილი იყო აღმოსავლეთი და დასავლეთი სხვადასხვა ოაზისებით, რომლებიც მიიჩნეოდა სხვადასხვა ღმერთების ადგილსამყოფელად. სამხრეთისაკენ მდებარეობს კუშიტური რეგიონი. რეგიონი პანტი წითელი ზღვის სანაპიროების გასწვრივ, სამხრეთით მდებარეობს. აზიის განსხვავებულ ხალხებს უწოდეს რეტენუ, ქანაანი, ქუინი, ჰარანუ, ხეთები და ა.შ. განსაკუთრებით გვიან ბრინჯაოს ხანაში ეგვიპტელებს ჰქონდათ დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები ბაბილონსა და ელამთან. ისინი თვლიდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვა ოკეანეში შემოვლითი სამყაროა. ევროპა მათთვის უცნობი იყო, თუმცა შემდგომში იგი ეგვიპტური მსოფლმხედველობის ნაწილი გახდა. აზიის დასავლეთით მდებარეობდა კეფტიუ, კრეტა და მიკენი. ფიქრობდნენ, რომ ისინი კუნძულების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც კვიპროსსა და სიცილიას, მოგვიანებით კი, შესაძლოა სარდინიას, კორსიკასა და ბალარიკებს აფრიკაში შეუერთდა. [2]

 
ეგვიპტის რუკა

ბაბილონი რედაქტირება

უძველესი ცნობილი მსოფლიო რუკებია აღმოჩენილი ძველ ბაბილონში, ძვ.წ IX საუკუნეში. [3] ამასთან, ყველაზე ცნობილი ბაბილონის მსოფლიო რუკა არის Imago Mundi (ძვ. წ. 600). [4]როგორც რეკონსტრუქციამ აჩვენა, ბაბილონი ევფრატზე მდებარეობს, რომელიც გარშემორტყმულია მიწის ნაკვეთით. ეს მიწის ნაკვეთი ასურეთს, ურარტუს [5] და კიდევ რამდენიმე ქალაქს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ, გარშემორტყმულია ოკეანით, რომლის გარშემოც განლაგებულია შვიდი კუნძული.

Imago Mundi- სგან განსხვავებით, ადრე ბაბილონის მსოფლიო რუკაში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნით თარიღდება, ბაბილონი იყო გამოსახული მსოფლიოს ცენტრიდან ჩრდილოეთით. [6]

ბერძნულ-რომაული სამყარო რედაქტირება

 

ძველი ბერძნები პოეტ ჰომეროსს გეოგრაფიის ფუძემდებლად თვლიდნენ. მისი ნამუშევრები ,,ილიადა" და ,,ოდისეა" ლიტერატურული ნაწარმოებებია, მაგრამ ორივე შეიცავს გეოგრაფიულ ინფორმაციას. ჰომეროსი აღწერს ცირკულარულ სამყაროს. ნამუშევრებიდან ჩანს, რომ ბერძნებს ძვ.წ. VIII საუკუნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდათ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გეოგრაფიის შესახებ.

მილეტუსის თალესი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ფილოსოფოსია, რომელიც გააოცა სამყაროს ფორმამ. იგი თვლიდა, რომ სამყაროს უმეტესი ნაწილი წყლისგან შედგებოდა. მან ასევე შემოიღო მრავალი ასტრონომიული და მათემატიკური წესი, რომელთა საშუალებითაც გეოგრაფია მეცნიერულად შეისწავლეს. თალესის მემკვიდრე, ჰეკატეიუსი, პირველი ადამიანი იყო, რომელიც შეეცადა მსოფლიო რუკის შექმნას.

ჰეკატეიუსმა საფუძველი ჩაუყარა გეოგრაფიის განსხვავებულ ფორმას. გვერდი აუარა თალესისა და ანაქსიმანდრის მათემატიკურ გამოთვლებს. მანამდე შეგროვებული ინფორმაციებიდან მან დაწერა დეტალური პროზაული აღწერები იმის შესახებ, თუ რა იყო მსოფლიოში ცნობილი. ანალოგიური ნაწარმოები, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, არის ჰეროდოტეს ისტორიები. მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, წიგნი ისტორიულია, შეიცავს უამრავ გეოგრაფიულ ცნობას, რომელშიც აღწერილია სამყაროს დიდ ნაწილი. აღწერილია ეგვიპტე, სპარსეთი და მცირე აზია.[7] ასევე ნახსენებია ინდოეთიც. მოგვიანებით, ითვლებოდა, რომ ინდოეთის ოკეანე, შიდა ზღვაში, აკავშირებდა აფრიკის სამხრეთ ნაწილს აზიის აღმოსავლეთ ნაწილთან. ყველაფრისდა მიუხედავად, ჰეროდოტემ მნიშვნელოვანი დაკვირვებები განახორციელა გეოგრაფიასთან დაკავშირებით.

პითაგორა ალბათ პირველი იყო, რომელმაც სფერული სამყაროს ვარიანტი განიხილა და შემოგვთავაზა. იგი ამტკიცებდა, რომ სფერო ყველაზე სრულყოფილი ფორმა იყო. ამ იდეას მხარი დაუჭირეს პლატონმა და არისტოტელემ, რომლებმაც წარმოადგინეს მტკიცებულებები დედამიწის სფერულობის დასამოწმებლად. მათ აღნიშნეს, რომ მთვარის დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი მრუდეა ნებისმიერი კუთხიდან. კნიდუსის ევდოქსი სფეროს იდეაზე დაყრდნობით წარადგენდა თავის მოსაზრებებს.

კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე, ბერძნებმა მიიჩნიეს, რომ მსოფლიო ხუთ რეგიონად იყოფა.

ელინისტური ხანა რედაქტირება

როდესაც ჰეროდოტე და კიდევ რამდენიმე მეზღვაური აფრიკის სამხრეთ დასავლეთით მიცურავდნენ, აკვირდებოდნენ, რომ მზე მათ მარჯვნივ იყო (ჩრდილოეთით). ისინი ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს მოვლენა იყო დედამიწის სფერულობის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება.

ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ბერძენმა მკვლევარმა პითეასმა იმოგზაურა ჩრდილო–აღმოსავლეთ ევროპაში და აღნიშნა ბრიტანეთის კუნძულები. მან დაადგინა, რომ რეგიონი საცხოვრებლად ვარგისი იყო.

ძველმა ბერძნებმა სამყარო სამ კონტინენტად დაყვეს, ევროპა, აზია და ლიბია (აფრიკა). ჰელესპონტმა (დარდანელის სრუტემ) ჩამოაყალიბა საზღვარი ევროპასა და აზიას შორის. ზოგადად, აზიასა და ლიბიას შორის საზღვრად მიჩნეული იყო მდინარე ნილოსი, მაგრამ ზოგიერთი გეოგრაფი, მაგალითად ჰეროდოტე, ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას.

დედამიწის ზომა ძველი ბერძნებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ერატოსთენემ დედამიწის გარშემოწერილობა დიდი სიზუსტით გამოთვალა. [8]ამან წამოწია მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა აზიის დიდ ნაწილში აღმოსავლეთით და ევროპის დასავლეთით.

მომდევნო ხანებში გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აზიის აღმოსავლეთი ნაწილი არ იყო ევროპას დაშორებული.

რომაული ხანა რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ადრინდელი გეოგრაფის ნამუშევარი დაიკარგა, ბევრი მათგანი ნაწილობრივ ცნობილია სტრაბონში ნაპოვნი ციტატებით (ძვ. წ. 64/63 - ახ.წ. 24 წ.). სტრაბონის ჩვიდმეტტომიანი გეოგრაფია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. სტრაბონის არცერთი რუკა დღემდე არ შემორჩენილა, მაგრამ მისი დეტალური აღწერილობა ნათელ სურათს იძლევა იმდროინდელი გეოგრაფიული ცოდნის შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში გამოკვლეული იქნა, იქამდე ისეთი უცნობი ტერიტორიები, როგორიცაა ბრიტანეთის კუნძულები. პტოლემეოსის გეოგრაფია იხსნება თეორიული მსჯელობებით.

რომაელებმა დაიწყეს გეოგრაფიისა და რუკების ბევრად უფრო პრაქტიკული და ხშირი გამოყენება. რომაული სატრანსპორტო სისტემა, რომელიც 55 000 მილისგან შედგებოდა, არ შეიძლებოდა შემუშავებულიყო გაზომვის და სამკუთხედის გეოგრაფიული სისტემის გამოყენების გარეშე. რომაელთა ამოცანა იყო ტოპოგრაფიული ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ მარშრუტის დადგენა, სადაც შესაძლო იქნებოდა გზის აშენება.[9] ბერძნულ-რომაული პერიოდის განმავლობაში ბევრი გეოგრაფიული სამუშაო ჩატარდა. [10]

დაახლოებით 400 წელს დამზადდა რუკა, სადაც წარმოდგენილია რომაული საგზაო ქსელი. გარდა რომის იმპერიისა, რუკაზე წარმოდგენილია ინდოეთი, შრი ლანკა და ჩინეთი. ქალაქების დემარკაცია ხდება ასობით სიმბოლოს გამოყენებით. რომაელთა მიერ გამოყენებული გეოგრაფიული ხელსაწყოები და პრინციპები აქტუალური იყო მომდევნო 700 წლის განმავლობაში მცირე პრაქტიკული გაუმჯობესებებით.


ჩინეთი რედაქტირება

იხ.მთავარი წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_geography

ადრინდელ დროში ცნობილი ჩინური გეოგრაფიული მწერლობა თარიღდება ძვ.წ. V საუკუნით. უძველეს ნაშრომებში აღწერილია ძველი ჩინეთის ტრადიციული ცხრა პროვინცია, მათი ნიადაგი, პროდუქტები და საქონელი, შენაკადები, ვაჭრობა და პროფესიები, სახელმწიფო შემოსავლები, სოფლის მეურნეობის სისტემები, სხვადასხვა მდინარეები და ტბები. ჰეროდოტესა და სტრაბონის დროინდელ ჩინურ გეოგრაფიულ მწერლობას ნაკლები ხარისხი და ნაკლებად სისტემატური დატვირთვა ჰქონდა.

ჩინეთი (china)
დედაქალაქიპეკინი
უდიდესი ქალაქი შანხაი
ოფიციალური ენა ჩინური
ფართობი
 -  სულ 9 597 000 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება 1,339,724,852
 -  სიმჭიდროვე 139.6 კაცი/კმ2 
სასაათო სარტყელი (UTC +8სთ.)

უძველესი რუკები, რომლებიც ნაპოვნი იქნა ჩინეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით თარიღდება. ყველაზე ადრეული ცნობარი გეომეტრიული ქსელის გამოყენებისა იყო მითითებული კარტოგრაფი პეი Xiu– ს (224–271წწ) ჩანაწერებში. ახ.წ. I საუკუნიდან მოყოლებული, ჩინეთის ისტორიული ტექსტები შეიცავს გეოგრაფიულ ჩანაწერებს. აღწერილია მთის მწვერვალები, მდინარის სისტემები, დასაბეგრი პროდუქტები და ა.შ. იმდროინდელ ადგილობრივ გაზეთებში წარმოდგენილია გეოგრაფიული ინფორმაციები, თუმცა მისი კარტოგრაფიული მონაკვეთები არ იყო ისე წარმოდგენილი, როგორც პროფესიონალი კარტოგრაფების მიერ შექმნილი რუკები.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფან ჩენგდამ (1126–1193წწ) დაწერა გეოგრაფიული ტრაქტატი. იგი, ძირითადად, მიწის ტოპოგრაფიაზე იყო ორიენტირებული. ასევე ყურადღება ექცეოდა ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში თითოეული რეგიონის სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურ და კომერციულ პროდუქტებს. მე -14 საუკუნის იუანის დინასტიის გეოგრაფმა ნა-ხინმა დაწერა დოკუმენტი არქეოლოგიური ტოპოგრაფიის შესახებ ყველა რეგიონისათვის.

ჩინელმა დიპლომატმა ვანგ ქსუანმა მე-7 საუკუნეში იმოგზაურა მაგადაში (თანამედროვე ჩრდილო – აღმოსავლეთ ინდოეთი). ამის შემდეგ მან დაწერა წიგნი, რომელიც მოიცავდა უამრავ გეოგრაფიულ ინფორმაციას. ჩინელი გეოგრაფები, როგორიცაა ჯია დანი (730–805წწ), წერდნენ საზღვარგარეთ მდებარე ადგილების ზუსტ აღწერებს. 785 და 805 წლებს შორის დაწერილ თავის ნაშრომში მან აღწერა ზღვისპირეთის გზა, რომელიც სპარსეთის ყურეში ხვდება. ასევე - სვეტები ზღვაში, რომლებიც შუქურის მოვალეობას ასრულებდა. [11]



ადრეული თანამედროვე პერიოდი რედაქტირება

ასევე ნახეთ: https://en.wikipedia.org/wiki/Age_of_Discovery

მარკო პოლოს მოგზაურობის შემდეგ, გეოგრაფიის მიმართ ინტერესი გავრცელდა მთელ ევროპაში. დაახლოებით 1400 წელს პტოლემეოსისა და მისი მემკვიდრეების მწერლობამ უზრუნველყო გეოგრაფიული ინფორმაციის ერთგვარი ჩარჩო. მათ მიერ გადმოცემულ ინფომაციებს იყენებდნენ აკადემიკოსები საუკუნეების განმავლობაში. თანდათანობით გამოიკვეთა გეოგრაფიული განმანათლებლობის უპირატესობა, თუმცა ქალები და ძირძველი მწერლობის წარმომადგენლები დიდწილად არ იყვნენ ჩართულნი ამ სფეროში. ევროპული გლობალური დაპყრობები მე -15 საუკუნის დასაწყისში დაიწყო პორტუგალიის პირველი ექსპედიციებით აფრიკასა და ინდოეთში, ისევე როგორც 1492 წელს ესპანეთის მიერ ამერიკის დაპყრობით და გაგრძელდა მთელი რიგი ექსპედიციებით მე -18 საუკუნემდე. დაიწყო მცენარეების, ცხოველების, საკვების, ადამიანის (მათ შორის მონების), ინფექციური დაავადებებისა და კულტურის კონტინენტებს შორის ფართო მასშტაბური გადაცემა.

გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდსემულერმა 1507 წლის აპრილში შექმნა ამერიკის პირველი რუკა, რომელშიც ნახსენებია სახელი "ამერიკა"[12]. იქამდე, ადგილობრივმა ამერიკელებმა მოიხსენიეს თავიანთი მიწა მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სადაც ერთ – ერთი უფრო ხშირად გამოყენებული ტერმინია ”აბია იალა”, რაც ნიშნავს ”სასიცოცხლო სისხლის მიწას”.


ლიტერატურა რედაქტირება

  • Montet, Pierre (2000), "Eternal Egypt"(Phoenix Press)
  • Kurt A. Raaflaub & Richard J. A. Talbert (2009). Geography and Ethnography: Perceptions of the World in Pre-Modern Societies. John Wiley & Sons. p. 147. ISBN 978-1-4051-9146-3
  • Catherine Delano Smith (1996). "Imago Mundi's Logo the Babylonian Map of the World". Imago Mundi. 8: 209–211. doi:10.1080/03085699608592846. JSTOR 1151277. pp.209
  • James Rennell. The geographical system of Herodotus, examined and explained, by a comparison with those of other ancient authors and with modern geography. Bulmer, 1800. p672
  • Russo, Lucio (2004). The Forgotten Revolution. Berlin: Springer. p. 273–277.
  • Jacques Gernet (31 May 1996). A History of Chinese Civilization. Cambridge University Press. pp. 339–. ISBN 978-0-521-49781-7

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.etymonline.com/word/geography
  2. Montet, Pierre (2000), "Eternal Egypt"(Phoenix Press)
  3. Kurt A. Raaflaub & Richard J. A. Talbert (2009). Geography and Ethnography: Perceptions of the World in Pre-Modern Societies. John Wiley & Sons. p. 147. ISBN 978-1-4051-9146-3
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-29. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
  5. Catherine Delano Smith (1996). "Imago Mundi's Logo the Babylonian Map of the World". Imago Mundi. 8: 209–211. doi:10.1080/03085699608592846. JSTOR 1151277. pp.209
  6. Kurt A. Raaflaub & Richard J. A. Talbert (2009). Geography and Ethnography: Perceptions of the World in Pre-Modern Societies. John Wiley & Sons. p. 147. ISBN 978-1-4051-9146-3
  7. James Rennell. The geographical system of Herodotus, examined and explained, by a comparison with those of other ancient authors and with modern geography. Bulmer, 1800. p672
  8. Russo, Lucio (2004). The Forgotten Revolution. Berlin: Springer. p. 273–277.
  9. https://www.historytoday.com/archive/roman-roads
  10. https://books.google.ge/books?id=1Izau5_ihmsC&printsec=frontcover&dq=roman+surveying&hl=en&sa=X&ei=33EFUp7lAYmA2gX2qIHQDQ&redir_esc=y#v=onepage&q=roman%20surveying&f=false
  11. Jacques Gernet (31 May 1996). A History of Chinese Civilization. Cambridge University Press. pp. 339–. ISBN 978-0-521-49781-7
  12. https://www.loc.gov/loc/lcib/0309/maps.html