გენტი, განი (ნიდერლ. Gent, ფრანგ. Gand) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბელგიაში, ფლანდრიის რეგიონში. აღმოსავლეთი ფლანდრიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. თავდაპირველად დაარსდა, როგორც ახალშენი, მდინარეების - შელდისა და ლისის შერწყმის ადგილზე. შუა საუკუნეებში გადაიქცა ჩრდილოეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქად. 1300 წელს მოსახლეობა 60 000 ადამიანს შეადგენდა, 1400 წელს 70 000 ადამიანს, ხოლო 1500 წლის შემდეგ მალევე ქალაქის მოსახლეობამ 175 000 ადამიანს გადააჭარბა. დღესდღეობით მშვიდი ქალაქია პორტითა და უნივერსიტეტით. ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი გენტი.

ქალაქი და მუნიციპალიტეტი
გენტი
ნიდერლ. Gent
ფრანგ. Gand
დროშა გერბი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
რეგიონი ფლანდრია
პროვინცია აღმოსავლეთი ფლანდრია
კოორდინატები 51°03′00″ ჩ. გ. 3°43′00″ ა. გ. / 51.05000° ჩ. გ. 3.71667° ა. გ. / 51.05000; 3.71667
მმართველი Mathias De Clercq
ფართობი 156,18 კმ²
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 262 219 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 1600 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 09
საფოსტო ინდექსი 9000–9052
ოფიციალური საიტი stad.gent
გენტი — ბელგია
გენტი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება