გენადი სელეზნიოვი

გენადი სელეზნიოვი (რუს. Генна́дий Никола́евич Селезнёв; დ. 6 ნოემბერი, 1947, სეროვი, სვერდლოვსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ — გ. 19 ივლისი, 2015, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 1990-1991 წლებში, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეორე და მესამე მოწვევის თავმჯდომარე 1996-2003 წლებში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას პირველი ოთხი მოწვევის დეპუტატი 1993-2007 წლებში. მემარცხენე პოლიტიკური პარტიის, „რუსეთის აღორძინების“ დამფუძნებელი, მოსკოვის ოლქის ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2009-2014 წლებში, საერთაშირისო ტელეკინოფორუმის „Вместе“ თავმჯდომარე. რუსეთის საცხენო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი.[1]. Президент Федерации конного спорта России (2005—2010)[2][3]

გენადი სელეზნიოვი

1980-1993 წლებში იყო გაზეთების „Правда“, „Комсомольская правда“ და „Учительская газета“ მთავარი რედაქტორი.

პოსტკომუნისტურ რუსეთში გენადი სელეზნიოვი იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის კომუნისტი, თითქმის 8 წლის განმავლობაში იკავებდა მნიშვნელობით მეოთხე პოსტს სახელმწიფო იერარქიაში, ამასთან ერთად იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი 1996-2002 წლებში. გავრცელებული შეფასებების თანახმად, შეიტანა არსებითი წვლილი რუსული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებაში.[4][5][6]

ბიოგრაფია რედაქტირება

პოლიტიკაში რედაქტირება

1993 წლის დეკემბერში აირჩიეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას პირველ მოწვევაში, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ფედერალური სიიდან (იყო მეცრე ნომერი), როგორც დეპუტატი, შედიოდა კომუნისტური პარტიის ფრაქციაში,[7] 1993 წლიდან 1995 წლის დეკემბრამდე იყო სახელმწიფო დუმას საინფორმაციო პოლიტიკის და კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.[7]

1994 წლის თებერვალში შევიდა საზოგადოებრივი მოძრაობის „თანხმობა რუსეთისთვის“ საინიციატივო ჯგუში, მაგრამ, იმავე წლის შემოდგომაზე მოძრობა დაიშალა.[8]

1995 წლის 25 იანვარს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის მოადგილედ ვალენტინ კოვალიოვის მაგივრად (კოვალიოვი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა).[7] ამ პოსტზე, კურირებდა სახელმწიფო დუმას ურთიერთობას მას-მედიასთან. ამასთან ერთად იყო შავი ზღვის ეკონომიკური პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.[9]

1995 წლის 22 იანვარს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, ხოლო შემდეგ ჩატარებულ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის მდივნად და ცენტრალური კომიტეტის საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარედ (დატოვა ეს თანამდებობები 1996 წელს, სახემწიფო დუმას თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ).[7]

1995 წლის მარტიდან 1996 წლის იანვრამდე იყო კომუნისტური პარტიის გაზეთის, „Правда России“-ის მთავარი რედაქტორი.[7][8]

1995 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს სახელმწიფო დუმას მეორე მოწვევის დეპუტატად კომუნისტური პარტიის შორი აღმოსავეთის რეგიონალური სიიდან.[7]

1996 წლის 17 იანვრიდან იკავებდა მეორე მოწვევის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის (სპიკერის) პოსტს, შედიოდა კომუნისტური პარტიის ფრაქციის შემადგენლობაში. იყო რუსეთის ფედერაციის პარლამენტშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარე, დსთ-ს მონაწილე ქვვეყნების პარლამენტშორისი საბჭოს ასამბლეის წევრი, დსთ-ს მონაწილე ქვვეყნების პარლამენტშორისი საბჭოს ასამბლეის რუსული დელეგაციის თანათავმჯდომარე.[7]

1996 წლის 18 მაისს, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის VI პლენუმზე, სახელმწიფო დუმას თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით, სელეზნიოვი გაათავისუფლეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოვალეობებისგან და ამასთან ერთად, შეიყვანეს ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში.[8]

1996 წლის 25 ივნისში აირჩიეს რუსეთის და ბელორურის საპარლამენტო კრების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 1997 წლის მარტიდან იკავებდა საპარლამენტო კრების თავმჯდომარის პოსტს.[7][8]

1997 წლის აპრილში კვლავ აირჩიეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.[7][8]

1999 წლის აპრილიდან 2004 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი.[10]

1999 წლის დეკემბერში სელეზნიოვი კენჭს იყრიდა მოსკოვის ოლქის გუბერნატორობაზე, მოიგო პირველი ტური, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა ბორის გრომოვის წინააღმდეგ.

1999 წლის 19 დეკემბერში კვლავ აირჩიეს მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმას დეპუტატად, კვლავ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სიიდან (სელეზნიოვი კვლავ იყო კომპარტიის ფრაქციის წევრი). 2000 წლის 19 იანვარს გენადი სელეზნიოვი აირჩიეს ფედერალური კრების მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარედ.[7]

2000 წლის ივლისში დააარსა და სათავეში ჩაუდგა მემარცხენე-დემოკრატიულ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობას „რუსეთს“.

2002 წელს გარიცხეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან.[11]

2003 წელს დატოვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის პოსტი, გააგრძელა საპარლამენტო მოღვაწეობა რიგითი დეპუტატის რანგში.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Утверждён состав Совета по общественному телевидению. Kremlin.ru (18 июля 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-15. ციტირების თარიღი: 2013-02-12.
  2. Ушёл из жизни Геннадий Селезнёв
  3. Умер Геннадий Селезнёв. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-06. ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  4. НТВ. Геннадий Селезнёв (1947—2015)
  5. Вести. Ru Политик над схваткой: в Москве скончался Геннадий Селезнёв
  6. «Единая Россия»: экс-спикер Госдумы Селезнёв был мастером компромисса
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 Lobbying.ru | Селезнев Геннадий Николаевич. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-11-28. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "lobbying.ru" defined multiple times with different content; $2
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Russian Governement
  9. Селезнев Геннадий Николаевич — Энциклопедия интересных статей портала «Excelion.ru»!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-23. ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  10. Совет Безопасности Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-19. ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  11. Биографическая энциклопедия «Биография.ру»