გევორგ ღარიბიანი (სომხ. Գևորգ Ղարիբյան; დ. 11 დეკემბერი, 1994) — სომეხი მოჭიდავე. ჭიდაობს ბერძნულ-რომაულ სახეობაში. 2020 წელს რომში, იტალიაში მოიგო ევროპის ჩემპიონატი 60 კგ წონით კატეგორიაში. [2][3][4] ფინალში დაამარცხა თურქი მეტოქე, მოჭიდავე ქერემ ქამალი.

გევორგ ღარიბიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1994(1994-12-11) (29 წლის)
სიმაღლე 164[1]
წონა 58[1]
ქვეყანა სომხეთი

კარიერა რედაქტირება

2017 წელს ღარიბიანი მონაწილეობას იღებდა ნოვი-სადში, სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 59 კგ წონით კატეგორიაში.[5] შემდეგ წელს მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში, უნგრეთში გამართულ 2017 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე.[6]

2019 წელს ღარიბიანმა მონაწილეობა მიიღო რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 60 კგ წონით კატეგორიაში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ნურ-სულთანში, ყაზახეთში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2020 წელს 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა 2020 წლის ინდივიდუალურ ჭიდაობის თასს, რომელიც ბელგრადში, სერბეთში გაიმართა.[7] 2021 წლის მარტში მონაწილეობა ევროპაში გამართულ ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე რომელიც გაიმართა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ღარიბიანმა ვერ მოახერხა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება, რადგან[8] გამოეთიშა ტურნირს მეორე რაუნდში.[8] 2021 წლის ოქტომბერში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა (60 კგ წონითი კატეგორია). 1/16 ფინალში დაამარცხა ამერიკელი დალტონ რობერტსი, ანგარიშით 8-4. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იყო ირანელი მოჭიდავე მეჰრდრად მარდანი, რომელთანაც დამაჯერებლად, ანგარიშით 7-0 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ანგარიშით 6-9 დამარცხდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონ მოლდოველ ვიქტორ ჩობანუსთან. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ სტეპან მარიანიანთან, ანგარიშით 1-3.

2020 წელს ღარიბიანმა მოიგო იტალიის დედაქალაქ რომში გამართული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, 60 კგ წონით კატეგორიაში. 1/8 ფინალში დაამარცხა ბულგარეთის წარმომადგენელი ავგუსტინ სპასოვი, ანგარიშით 9-1. მეოთხედფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი მოჭიდავე მურად ბაზაროვი, ანგარიშით 8-0. ნახევარფინალში დაამარცხა ესტონელი მოჭიდავე ჰელარი მეგისალუ, ანგარიშით 8-0. ფინალში ღარიბიანის მეტოქე იყო თურქი მოჭიდავე ქერემ ქამალი. შეხვედრა ანგარიშით 5-5 დასრულდა. იმის საფუძველზე რომ შეხვედრაში ბოლო ქულა ღარიბიანმა მოიპოვა, ჩემპიონიც ის გახდა. [9] 2020 წელს ღარიბიანი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://www.iat.uni-leipzig.de/datenbanken/dbwrestling/daten.php?spid=AF227E31DF154FA6B42EE75B90368444
  2. Etchells, Daniel (12 February 2020). „Armenia claim two Greco-Roman titles on day three of European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 13 February 2020.
  3. „Wrestler Gevorg Gharibyan Wins Gold at European Championships“. Asbarez.com. 12 February 2020. ციტირების თარიღი: 13 February 2020.
  4. 2020 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  5. 2017 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 15 April 2020
  6. 2018 World Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 14 April 2020
  7. 2020 Individual Wrestling World Cup Results Book. ციტირების თარიღი: 18 December 2020
  8. 8.0 8.1 2021 European Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 24 March 2021
  9. Results