გაქცეულები (ფრანგ. Les Fugitifs) - 1986 წელს გადაღებული ფრანგული კინოკომედია, რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში ჟერარ დეპარდიე და პიერ რიშარი.

„გაქცეულები“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრანსის ვებერი
სცენარის ავტორი ფრანსის ვებერი
როლებში ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი
კომპოზიტორი ვლადიმერ კოსმა
სტუდია Gaumont
დისტრიბუტორი Gaumont
პრემიერა 17 დეკემბერი, 1986 (1986-12-17)
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა
ენა ფრანგული
საიტი IMDb ID 0091093

სიუჟეტი რედაქტირება

ბანკების ცნობილი მძარცველი ჟან ლუკა (ჟერარ დეპარდიე) ციხიდან გამოდის. მას გადაწყვეტილი აქვს შეეშვას ძველ საქმიანობას და პატიოსანი ცხოვრება დაიწყოს. მისი ნაკლებად სჯერა პოლიციის კომისარ დიუროს, კაცს რომელსაც იარაღით 14 ბანკი აქვს გაძარცვული მისი გამოსწორება შეუძლებელიაო და ციხიდან გამოსულს აედევნება. ჟან ლუკა ოქროს სამჯურს დაალომბარდებს და ბანკში წავა, რათა ანგარიში გახსნას. ამ დროს ბანკში მძარცველი ფრანსუა პინიონი (პიერ რიშარი) შემოვარდება. უმუშევრად დარჩენილ პინიონს პატარა გოგო ჟანა ჰყავს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ ლაპარაკობს და თანხაც მისთვის ჭირდება. გამოუცდელი მძარცველი ფული აიღებს, მაგრამ ამსობაში ბანკს პოლიცია შემოარტყავს ალყას. პინიონი მძევლად ჟან ლუკას აიყვანს და გარეთ გამოიყვანს. დიურო რომ დაინხავს მათ, პირიქით, ლუკა ეგონება მძარცველი და პინიონი მძევალი. შეიარაღებული ხალხის დანახვაზე მძარცველს გული წაუვა და წაიქცევა, ატყდება სროლა და ორივენი იქვე მდგარ ავტომანქანას ამოეფარებიან. ლუკა მიხვდება რომ დიდ შარში გაეხვა და სიტუაციას თვითონ აიყვანს კონტროლზე, მძარცველს იარაღს წაართმევს და გაიქცევიან. გაქცევისას პინიონი ფეხში დაჭრის ჟანს.

ჟანი ძალიან გაბრაზდება პინიონზე და პოლიციაში მიიყვანს, რომ აღიაროს ყველაფერი. მაგრამ მძარცველს არ სურს ციხეში ჩაჯდომა, სახლში პატარა გოგო ელოდება და ლუკას დაემუქრება, თუ ჩამსვავ შენ დაგასახელებ თანამონაწილედო და თავის მდგომარებასაც აუხსნის. ჟანს შეეცოდება პინიონი, პოლიციის შენობიდანაც გააქცევს და დაჭრილს გული წაუვა. ფრანსუა ნაცნობ ვეტერინან მატრენთან მიიყვანს და ექიმიც შეუხვევს ჭრილობას.

ამასობაში პოლიცია გაარკვევს პინიონის ვინაობას, გაიგებენ რომ შვილი გონებადაქვეითებულ სკოლაში სწავლობს და მის წასაწყვანად გაიქცევიან. პინიონი დაასწრებს, ჟანს გამოიყვანს და ვეტერინართან წაიყვანს. გონზე მოსულ ჟანს დაემუქრება, რომ უცხოეთში გაყვანაში დაეხმაროს თორემ თუ დაიჭირეს, მას თანამოაზრედ დაასახელებს. ლუკა ერთ-ერთი ბარის მეპატრონე ლაბიბის დაუკავშირდება და გარკვეულ თანხად პინიონისთვის პასპორტის გაკეთებას დაავალებს. ადგილზე მისულ ფრანსუას ლაბიბი ჩაკეტავს და ლუკას ბანკიდან წაღებულ მთლიან თანხას მოსთხოვს. ვეტერინართან ძველი ნაცნონი, პოლიციელი მივა, რომელიც ლუკას იცნობს და ისიც იძულებული გახდება გაიქცეს. მას უკან პინიონის გოგოს ჟანა გაეკიდება. დაჭრილი ლუკა ერთ მიტოვებულ შენობაში წაიქცევა და გონს დაკარგავს. მას პატარა ჟანა ჩაეხუტება და დაიძინებს. გონს მოსულ ლუკას შეეცოდება ბავშვი. ამ დროს მათ თავზე ორი ხულიგანი წაადგებათ და ფულს მოთხოს, ლუკა ორივეს მოიშორებს და ტანცსაცმელსაც წაართმევს, შემდეგ ბავშვს ხელს მოკიდებს და მამამისის გადასარჩენად წავლენ. მიკროავტობუსით ლაბიბის ბარში შევარდება, იარაღით დაემუქრება იქ მყოფებს და პინიონს გაათავისუბელებს. ფრანსუა ხელწერილს დაუწერს, რომ მძარცველი თვითონაა, ჟან ლუკა კი უდანაშაულოა და დაემშვიდობება. დაშორებისას პატარა ჟანა ლუკას დარჩენას თხოვს. ბავშვის ხმის გაგონებაზე პინიონს გაუხარდება, ცრემლები წამოუვა და ლუკას დარჩენას თხოვს. ლუკას კი თავისი გასაჭირი აქვს, მალე სურს რეაბილიტაცია და წავა. პატარა ჟანა გაეკიდება და გზა აებნევა. კაცები დაედევნებიან და კუდში პოლიციაც დაადგება. გაქცეულები იძულებულნი გახდებიან რომ დაიმალონ, ამასობაში კი ჟანას პოლიცია წაიყვანს და ბავშვთა სახლში მიიყვანს. ლუკა პოლიციაში მივა ხელწერილით, რებილიტაციას შეძლებს და საკეტების მკეთებლად დაიწყებს მუშაობას. პინიონი კი პოლიციას ემალება, ბაზარში ძინავს და თავი გადაყრილი საკვებით გააქვს. ლუკა პატარა ჟანას ბავშვთა სახლში მიაკითხავს, გოგონა კვლავ აღარ საუბრობს და საჭმელსაც არ ჭამს. დაღონებული გარეთ გამოვა და ავტომობილში ჩაჯდება. მეორე ღამეს ბავშვთა სახლის ჭიშკარს პინიონი მიადგება და გატეხვას დაუპირებს, ამ დროს უკნიდან ლუკა მიეპარება და დახმარებას შესთავაზებს. ორივენი გაიტაცებენ ბავშვს და ლუკა ერთ-ერთი წასული კლიენტის სახლში მიიყვანს. ბავშვი სუსტადაა და ლუკა ექიმს მოუყვანს, რომელიც კვებას დაუნიშნავს. კარგი კვება ჟანას მოაძლიერებს და მამა გადაწყვეტს იტალიაში გაიქცნენ.

ლუკა სამ პასპორტს იშოვნის, დედის, მამის და ბიჭის. ლუკა მამად გადაიცვავს, პიონოს დედად გადააქცევენ, ჟანას კი თმებს შეკრეჭენ და ბიჭივით ჩააცმევენ. გზაში პოლიცია გააჩერებთ, პიონის პანიკა დაეწყება, ჟან ლუკა მათ მოატყუებს რომ ცოლი (პინიონი) ორსულადაა და მდევრებს მოიშორებენ. ლუკა საზღვრამდე მიიყვარს და მინდორში აჩვენებს, თუ რომელი ბილიკით უნდა გადავიდნენ იტალიაში, დაემშვიდობება მათ და წავა, მაგრამ უკან რომ მოიხედავს მიხვდება რომ მამა-შვილს მის გარეშე გაუჭიდებათ და გაყვება.

მსახიობები რედაქტირება

მსახიობი როლი
ჟერარ დეპარდიე ჟან ლუკა
პიერ რიშარი ფრანსუა პინიონი
ჟან კარმე ვეტერინარი
როლან ბლანში ლაბიბის ერთი კაცი
მორის ბორიე პოლიციის კომისარი დიური
ჟან ბენგიგი ლაბიბი
ფილიზ ლერივერი დიურის თანაშემწე
მიშელ ბლანი ექიმი ჟილბერი
ანაის ბრე ჟანა პინიონი

ჯილდოები რედაქტირება

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
სეზარი 1987 საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ჟან კარმე ნომინაცია
სეზარი 1987 საუკეთესო სცენარი და ადაპტაცია ფრანსის ვებერი ნომინაცია

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1989 წელს გადაიღეს ფილმის ამერიკული რემეიკი "სამი გაქცეული"

რეჟისორმა ფრანსის ვებევრმა, ჟერარ დეპარდიესა და პიერ რიშარის კომიკური წყვილი, კიდევ ორ კინოკომედიებში გადაიღო: "მამიკოები" და "უიღბლონი".

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება