განაჩენისასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, პირის ქმედების ბრალეულად ცნობის ან გამართლების და შემდგომში მის მიმართ გასატარებელი ღონისძიების შესახებ (სასჯელის შეფარდება ან განთავისუფლება). განაჩენი ორი სახისაა: გამამტყუნებელი და გამამართლებელი.

ძველ ქართულ სამართალში ტერმინი განაჩენი დამკვიდრდა ტერმინ განჩინებასთან ერთად და XIX საუკუნემდე იხმარებოდა ყოველგვარი საკანონმდებლო აქტის მნიშვნელობით. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტერმინებმა შეიძინეს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

ლიტერატურა რედაქტირება