გამოუსწორებელი თაღლითები (ფილმი)

გამოუსწორებელი თაღლითები (ინგლ. Dirty Rotten Scoundrels), 1988 წელს გადაღებული კინოკომედია, რეჟისორ ფრენკ ოზის მიერ. მთავარ როლში სტივ მარტინი და მაიკლ კეინი. „გამოუსწორებელი თაღლითები“ რიმეიკია 1964 წელს გამოსული კინოფილმისა „ზღაპრები ღამისთვის“, სადაც მთავარ როლს მარლონ ბრანდო და დევიდ ნივენომი ასრულებენ.

„გამოუსწორებელი თაღლითები“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრენკ ოზი
პროდიუსერი ბერნარდ უილიამსი
სცენარის ავტორი დეილ ლონერი, სტენლი შაპირო, პოლ ჰენინგი
როლებში სტივ მარტინი, მაიკლ კეინი, გლენ ჰიდლი
კომპოზიტორი მაილზ გუდმანი
ოპერატორი მიხაილ ბალჰაუსი
სტუდია Orion Pictures
დისტრიბუტორი Orion Pictures
პრემიერა 14 დეკემბერი, 1988 (1988-12-14)
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი 42 მილიონი $
საიტი ID 0095031

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ლოურენს ჯეიმსონი (მაიკლ კეინი) გამოცდილი, ინტელიგენტური გარეგნობის აფერისტია, რომელიც მდიდარ ქალაქ ბოლიე-სიუ-მერში, (ლაჟვარდოვან ნაპირებზე) ფრანგულ რივიერაზე მუშაობს. იგი მდიდრულ საღამოებს ესწრება და ფულიან ქალებს თავს როგორც დევნილობაში მყოფ რომელიმე ქვეყნის პრინცად, ან სენატორად აცნობს. მათში ჯეიმსონის ამაღელვებელი ისტორია თანაგრძნობას იწვევს და ფულით ეხმარებიან.

ერთხელ მატარებელში ამერიკელ ფრედი ბენსონს (სტივ მარტინი) გაიცნობს, რომელიც თვითკმაყოფილი აფერისტი აღმოჩნდება და უფრო მცირე მაშტაბებზე მუშაობს. მისთვის მთავარია სხვას უფასო სადილი ან მცირე თანხა გამოსტყუოს. ჯეიმსონს კონკურენტის გამოჩენა არ მოეწონება, მისი აზრით ერთ ქალაქში ორი აფერისტი მეტისმეტია, რადგანაც შეიძლება დიდი ნადავლი დაუფრთხოს. გაეცნობა ფრედის, „სატყუარას“ შეუგდებს და სხვა ქალაქში გაიტყუებს.

მეორე დღეს რივიერაზე მეგობარ ქალაქის ინსპექტორ ანდრესთან ერთად ზის და ახალ „ნადავლს“ იტალიელი მილიონრის ქვრივს ელოდება. მალე მისი ავტომობილიც გამოჩნდება, სადაც მათდა გასაკკვირად ქალს გვერდით ფრედი უზის და ფულს ცინცლავს. წართმეული ფულით ფრედი პლიაჟზე გაიქცევა და დროს ატარებს. ანდრე მოტყუებულ ქვრივს დააყენებს თავზე და ისიც პოლიციაში უჩივლებს. ანდრე ფრედის დააშინებს რომ ქალის მოტყუებისთვის ამ ქალაქში კასტრაციაა და ლოურენსის დახმარებით დატოვებს ქალაქს. გზაში შემთხვევით ლოურენსის „მოტყუებული“ ქალისგან, ფანი ეუბანკსისგან, გაიგებს რომ ჯეიმსონი აფერისტია, უკან დაბრუნდება, მდიდრულ ვილაზე დაადგება და შანტაჟით დაემუქრება, თუ მასაც არ გაიყვანს აფერისტობების წილში. ლოურენსი გუნდში აიყვანს და ამეცადინებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაღალ წრეში. აფიორულ საქმეებში ფრედს ძირითადად დამამცირებელ როლებს მისცემენ, ბოლოს კი ლოურენსი გასამრჯელოს გარეშე დატოვებს, რომ გამეცადინე ეგ არის შენი გასამრჯელოო. ნაწყენი ფრედი დატოვებს მათ, თუმც რამდენიმე დღეში ისევ გამოჩნდება ქალაქში და ლოურენსი დაენიძლავება, ვინც უფრო დიდ აფიორას განახორციელებს გამარჯვებულიც იქნება და ქალაქიც მას დარჩებაო. მათ რომელიმე ქალბატონს 50 ათასი დოლარი უნდა დასცინცლონ და ასეთად სასტუმროში ახალშემოსულ, მდიდრულად ჩაცმულ, დაბნეულ ქალს აირჩევენ.

საღამოს კაზინოში მოთამაშე „მსხვერპლს“, რომელიც ჯანეტ ქოგეითის სახელით ჩაეწერება, პირველი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და ინვალიდის ეტლში მჯდომი ფრედი გაეცნობა, ქალს გულს აუჩუყებს და არარსებული ბებიისთვის 2 ათას დოლარს დასტყუებს. ასევე დასძენს, რომ ფეხზე წამოსადგომად ლიხტენშტაინში ექიმ ემილ შაფჰაუზენთან მკურნალობს და ამისთვის 50 ათასი დოლარი სჭირდება. ლოურენსი ფრედის გეგმაზე ყველაფერს შეიტყობს და ქალს როგორც საფრანგეთში დასასვენებლად ჩამოსული ფრედის ექიმ ემილ შაფჰაუზენად გაეცნობა. ლოურენსი ფრედის და ჯანეტს საკუთარ ვილაში წაიყვანს და კონკურენტს სიცოცხლეს გაუმწარებს. ქალს ეტყვის რომ სამკურნალო თანხა 50 ათასი მას მისცეს. ამასთან ფრედის ვითომ სამკურნალო კურსს უტარებს, ეტყვის რომ მისი ავადმყოფობა ფსიქოლოგიურია და გართობებით უშველიან. ქალი მომდევნო კვირისთვის დაპირდება თანხას, რადგანაც სინამდვილეში მდიდარი არაა, ჩვეულებრივად ცხოვრობს და ამისთვის საკუთარი ქონება უნდა გაყიდოს. ამასობაში ფრედი ჯანეტს სიყვარულში გამოუტყდება და ვითომ „ფეხზე“ წამოდგება. ლოურენსს შეეცოდება ჯანეტი, თანხაზე უარს ეტყვის, ფრედის ნიძლავს გაუუქმებს და ქალს ეროპორტში გააცილებს.

სასტუმრო ოთახში მარტო დარჩენილ ფრედის მოულოდნელად აეროპორტიდან დაბრუნებული ჯანეტი დაადგება, ეტყვის რომ უყვარს და ჩაეხუტება. რამდენიმე საათის შემდეგ აუზში მოცურავე ლოურენსს შეატყობინებენ რომ ფრედი და ჯანეტი ერთად ნახეს. მას ეგონება რომ ნიძლავი წააგო, მაგრამ ამ დროს ატირებული ჯანეტი შემოვა. აქვითინებული ეტყვის რომ ფრედიმ მოატყუა, 50 ათასი დოლარიც მოპარა, რომელიც დილას მისთვის გამოუგზავნეს. ლოურენსი ქალს საკუთარ 50 ათასს ჩანთაში ჩაუდებს და ანდრეს დაურეკავს, რათა ფრედი დააკაოს. თვითონ კი ჯანეტს თვითმფრინავში ჩასვავს. ტრაპზე ასვლამდე ქალი ჩანთას უკან დაუბრუნებს, თქვენს ფულს ვერ ავიღებო და გაფრინდება. ამასობაში ანდრე მოვა და ხალათში ჩაცმულ, ბორკილდადებულ ფრედის მოიყვანს. ფრედი ეტყვის რომ სასტუმროში ჯანეტმა გაძარცვა. ლოურენსი დაეჭვდება, ჯანეტის დაბრუნებულ ჩანთას გახსნის და იქ ფრედის ტანსაცმელს იპოვნის. აფერისტები მიხვდებიან რომ ქალმა გააცურა.

ლოურენსი ერთი კვირით თავის მდიდრულ ვილაზე წაიყვანს ფრედის და როცა უნდა დაემშვიდობოს, ჯანეტი, ბერძენ მილიონერთან ერთად დაადგება. ბერძენს სასტუმროებში 16 მილიონის დაბანდება სურს და ქალი ბიჭებს სასტუმროს მეპატრონეებად წარუდგენს. ყველანი ვილაში შევლენ, ქალი კი ორივე აფერისტს შუაში ჩაუდგება და ჩაულაპრაკებს რომ მაგრად იხალისა მათი გაცურებით და სამაგიეროდ ახალი საქმე უშოვნა.

მსახიობები რედაქტირება

მსახიობი როლი
მაიკლ კეინი ლოურენს ჯეიმისონი
სტივ მარტინი ფრედი ბენსონი
გლენ ჰიდლი ჯანეტ ქოლგეითი
ანტონ როჯერსი ინსპექტორი ანდრე
ბარბარა ჰარისი ფანი იუბენკსი
იან მაკდერმიდი არტური
დანა აივი მისის რიდი
ნიკოლ კალფმანი ლედი მანქანაში

ჯილდოები რედაქტირება

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
ოქროს გლობუსი 1989 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მაიკლ კეინი ნომინაცია
Chicago Film Critics Association Awards 1989 საუკეთესო მსახიობი ქალი გლენ ჰიდლი გამარჯვებული

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება