გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ასევე ცნობილია როგორც „ხალხთა სიმდიდრე“შოტლანდიელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსის, ადამ სმიტის წიგნი. პირველად გამოქვეყნდა 1776 წელს და პირველი წიგნია, რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ იქმნება სიმდიდრე საზოგადოებაში, ხალხთა სიმდიდრე თანამედროვე კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად ითვლება.

„გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“
An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations

ავტორი ადამ სმიტი
ქვეყანა
ენა ინგლისური
ჟანრი ეკონომიკური, ფილოსოფიური
გამომცემელი William Strahan და Thomas Cadell
გამოცემის თარიღი 1776
წინამორბედი Lectures on Jurisprudence

მთავარი იდეა რედაქტირება

წიგნში მოცემული ადამ სმითის ეკონომიკური შეხედულებები ემყარება დაკვირვებას, რომლის მიხედვით ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია. მისივე აზრით ეკონომიკა იმართება ავტომატურად, უხილავი ხელის მეშვეობით. სმითი წერს:

 
„ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე.“

სმითის აზრით, ისევე როგორც ისააკ ნიუტონის ფიზიკაში მიზიდულობის კანონი იყო მოძრაობის მიზეზი, ასევე პირადი ინტერესი წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მამოძრავებელ ძალას. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელი ნებისმიერი კანონები, სმითის აზრით, არ ესმის ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებები. სმითისვე აზრით, საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით ადამიანი, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ პირადი მისწრაფებები განაპირობებენ ადამიანთა ყველა ქმედებას და როგორც ამ ქმედებათა შედეგი, აყალიბებენ სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში.

სმითი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის პირადი ინტერესები მხოლოდ მაშინ განაპირობებენ საზოგადოებრივ სიკეთეს, როდესაც იგი კეთდება კონკურენტულ ბაზარზე და რომ საზოგადოებას ამისგან სარგებელი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმდიდრე ინახება ქვეყნის შიგნით. ეს ორი პირობა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმიტის მიხედვით, ადამიანები ყოველთვის არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესით.[1]

უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს რედაქტირება

უხილავ ხელს ფასის მექანიზმის მეშვეობით ბაზრები ჰარმონიამდე მიჰყავს, საერთო წონასწორობის მდგომარეობაში, ხოლო ეკონომიკას წარმართვას ისე, რომ ზრდის ხალხთა სიმდიდრეს.[2] მყიდველები და გამყიდველები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის, ბაზარზე ახდენენ გაცვლა-გამოცვლას იმ პირობით, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება.[3] ამ ყველაფრის გამო ბაზარზე მყარდება წონასწორობა, ამისათვის კი აუცილებელია საბაზრო საქმიანობა კონკურენტულ ბაზრებზე მიმდინარეობდეს.

სმითი აცხადებს, რომ უხილავი ხელი ყოველთვის წარმართავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მისდაუნებურად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას, ისე რომ ეს არც არის წინასწარ განზრახული. მაგრამ არსად არსებობს მინიშნება, რომ ინდივიდუალური კერძო ინტერესები ყოველთვის, ყველა შემთხვევაში განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. სმითი არასოდეს თვლიდა, რომ არსებობს ბაზრის უნივერსალური კეთილი წესრიგი.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wealth of Nations, გვ. 346, 123, 907
  2. Grampp 1948, გვ. 334; Gordon 1968 წ. 8: 548; Hahn 1982; Coase 1994, გვ. 82-83
  3. Wealth of Nations, გვ. 26-27
  4. Kennedy. 2008; Fleischacker 2004, 139