გამბარ აბდულ-ოღლუ ზულალოვი (აზერ. Qəmbər Zülalov; დ. 1895, შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია — გ. 1976, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი-ჰანენდე და მსახიობი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1958).

გამბარ ზულალოვი
აზერ. Qəmbər Zülalov
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1895(1895)
დაბ. ადგილი შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1976(1976)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ოპერის მომღერალი, მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1917–1976

გამბარ ზულალოვი დაიბადა 1895 წელს, შუშის მაზრის ქალაქ შუშაში. 1898 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გამბარზე და მის უფროს ძმა ალიზე მზრუნველობა ითავა მისმა ბიძამ აბდულბაგი ზულალოვმა (ბიულბიულჯანმა). რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ აშხაბადში, თურქმენეთში, თავიანთი ბიძის გვერდით. გამბარ ზულალოვმა მომღერლის კარიერა 1917 წელს ქალაქ შუშაში დაიწყო. ჰქონდა სასიამოვნო ხმა, რბილი და საშუალო ტემბრი.

რაღაცა პერიოდის განმავლობაში შუშაში მღეროდა, ასევე ასრულებდა საოპერო პარტიებს რამდენიმე სამოყვარულო სპექტაკლში. 1919 წელს ბაქოში ჩავიდა.

1926–1975 წლებში გამბარი აზერბაიჯანის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. აქ მან შეასრულა მეჯნუნის, ფაშის, ნადირის პარტიები უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერებში „ლეილა და მეჯნუნი“, „ასლი და ქერემი“, „ქოროღლი“.

1958 წლის 26 აპრილს „ოპერის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Bir nəslin hekayəti. Flora Xəlilzadə. «Azərbaycan», 14 avqust 2012