გალკაიო

ქალაქი სომალში. მუდუგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი

გალკაიო (სომალ. Gaalkacyo, არაბ. جالكعيو, იტალ. Gallacaio, ასევე იტალ. Rocca Littorio[1]) — ქალაქი სომალის ცენტრალურ ნაწილში. მუდუგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი[1][2]. ფაქტობრივად ქალაქი გაყოფილია ორ ზონად — ჩრდილოეთი ნაწილი ეკუთვნის პუნტლენდის სახელმწიფოს, ხოლო სამხრეთი — გალმუდუგის სახელმწიფოს.[3][4]

ქალაქი
გალკაიო
სომალ. Gaalkacyo
არაბ. جالكعيو
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი მუდუგის რეგიონი
კოორდინატები 6°46′11″ ჩ. გ. 47°25′51″ ა. გ. / 6.76972° ჩ. გ. 47.43083° ა. გ. / 6.76972; 47.43083
მმართველი Abdirahman Mohamud Haji Hassan
ცენტრის სიმაღლე 297 მეტრი
მოსახლეობა 137 667 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
გალკაიო — სომალი
გალკაიო

ისტორია რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისამდე იყო ჰობიოს სასულთნოს ნაწილი, ხოლო შემდეგ — იტალიის სომალის ნაწილი[5]. სომალის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა მუდუგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია რედაქტირება

გალკაიო მდებარეობს სომალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთში, 217 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ ჰობიოდან, 219 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით გაროუედან და 358 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით კარდოდან[6].

ქალაქის კლიმატი ხასიათდება, როგორც ცხელი და მშრალი. ყველაზე უფრო გრილი თვეებია — ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ამ პერიოდის საშუალო მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 23 °C-დან 25 °C-მდე. გაზაფხულობით საშუალო ტემპერატურა იწევს მაღლა; აპრილში იწყება წვიმების სეზონი. ყველაზე ცხელი თვეა — ივლისი, რომლის საშუალო მაქსიმუმი აღწევს 41 °C-ს. სექტემბრისთვის სიცხე ცოტათი იკლებს. ნალექების საშუალო წლიური ნორმაა — დაახლოებით 133 მმ[7].

მოსახლეობა რედაქტირება

2005 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 137 667 ადამიანს.[8]. ის უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია სომალური კლანებით — მაჯირტინით და დაროდით (ჩრდილოეთში) და ჰაბარ-გიდირის და ჰავიეს კლანებით (სამხრეთში). გალკაიო ისტორიულად სხვადასხვა კლანების დაპირისპირების ადგილია.

ინფრასტრუქტურა რედაქტირება

ქალაქს ემსახურება აბდულაჰი იუსუფის სახელობის აეროპორტი. ავტოგზით შეერთებულია სომალის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებთან — გაროუე და ბოსასო. ქალაქში არსებობს რამდენიმე სკოლა, ასევე პუნტლენდის უნივერსიტეტის ფილიალი. გალკაიო ვაჭრობის მთავარი ცენტრია რეგიონში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Dr Badal Kariye Ba Bsit Ma Mba & Phd, The Kaleidoscopic Lover: The Civil War in the Horn of Africa & My Itinerary for a Peaceful Lover, (AuthorHouse: 2010), p.116.
  2. Kurian, George Thomas (1983). Geo-data: the world almanac gazetteer. Gale Research Co.. ISBN 0-8103-1605-6. 
  3. Abdul Latif Dahir, Suleiman Abdullahi (3 April 2011). „Galkayo: A peaceful island in Somalia“. Africa Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  4. „Somalia: Puntland businessman elected new Galkayo mayor“. Garowe Online. 27 August 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  5. Issa-Salwe, Abdisalam M.. The Majeerteen Sultanates. Mudug Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 9 June 2013.
  6. Gaalkacyo, Somalia. Weather-Forecast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-16. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
  7. Gaalkacyo, Somalia - Weather. AccuWeather. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-16. ციტირების თარიღი: 2013-04-03.
  8. "Regions, districts, and their populations: Somalia 2005. UNDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 7 July 2015.