გალა პლაციდია (დ. 388–389 ან 392–393 – გ. 27 ნოემბერი, 450) — რომის იმპერატორის, თეოდოსიუს I-ის ქალიშვილი, იმპერატორ ვალენტინიანე III-ის დედა. დიდი როლი ითამაშა რომის საშინაო პოლიტიკაში. იყო ვესტგუთების მეფის ათაულფის დედოფალი 414 წლიდან მის გარდაცვალებამდე 415 წლამდე. 421 წლიდან კონსტანციუს III-ის მეუღლე და რომის იმპერატრიცა. მართავდა მთავრობის ადმინისტრაციას, ვალენტინიანე III-ის ადრეული მეფობის პერიოდიდან გარდაცვალებამდე.

გალა პლაციდია

მონეტაზე გამოსახულია გალა პლაციდია
დაბადების თარიღი 388-89 ან 392-93
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 450
დაკრძალულია რომი
ეროვნება რომაელი
პროფესია რომის იმპერატრიცა
მეუღლე(ები) ათაულფი
კონსტანციუს III
შვილ(ებ)ი თეოდოსიუსი, ვალენტინიანე III, იუსტა გრატა ჰონორია
მშობლები მამა: თეოდოსიუს I
დედა: გალა

ოჯახი რედაქტირება

პლაციდია იყო თეოდოსიუს I-ისა და მისი მეორე ცოლის, გალას ქალიშვილი. [1] დედამისი იყო ვალენტინიან I-ისა და მისი მეორე ცოლის, იუსტინას ქალიშვილი. [2] გალა პლაციდიას დაბადების თარიღი არ არის ზუსტად ცნობილი, მაგრამ ის უნდა დაბადებულიყო ან 388-89 ან 392-93 წლებში. [3] ამ თარიღებს შორის მამამისი იტალიაში იმყოფებოდა უზურპატორის, მაგნუს მაქსიმუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო დედამისი კონსტანტინოპოლში იყო. [4]

მილანის ეპისკოპოსის, ამბროსის წერილში, რომელიც დათარიღებულია 390 წლით, მოხსენიებულია თეოდოსიუსის უმცროსი ვაჟი, სახელად გრატიანუ, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა; დიდი ალბათობით, გრატიანუ უნდა დაბადებულიყო 388-89 წლებში, ამიტომ, გალა პლაციდია სავარაუდოა, რომ დაიბადა 392-393 წლებში. [5] [6] პლაციდიას დედა, გალა 394 წელს გარდაიცვალა. [7]

პლაციდია იყო იმპერატორ არკადიუსისა და ჰონორიუსის უმცროსი ნახევარდა.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

390-იანი წლების დასაწყისში მამამისმა პლაციდიას სახლი აჩუქა, გალა ჯერ კიდევ არასრულწლოვნობის პერიოდში ფინანსურად დამოუკიდებელი იყო. ესწრებოდა მამამისის, თეოდოსიუსის გარდაცვალებას 395 წლის 17 იანვარს. მას ბავშვობაში მიენიჭა „nobilissima puella“-ს (ყველაზე კეთილშობილი გოგონა) ტიტული. [8]

მან თავისი ადრეული წლები გაატარა სტილიქონისა და მისი მეუღლის, სერენას ოჯახში. ვარაუდობენ, რომ იგი დაუფლა ქსოვისა და ქარგვის ხელოვნებას, ასევე, შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში კლასიკური განათლებაც მიიღო. სერენა არკადიუსის, ჰონორიუსისა და პლაციდიას პირველი ბიძაშვილი იყო. ლექსის სერენას დიდება [9] და ზოსიმუსის [10] Historia Nova-ს მიხედვით, სერენას მამა იყო უფროსი ჰონორიუსი, თეოდოსიუს I-ის ძმა.

სტილიქონი იყო დასავლეთ რომის იმპერიის magister militum. ის იყო ერთადერთი ცნობილი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა magister militum in praesenti წოდება 394-დან 408 წლამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში. იგი ხელმძღვანელობდა დასავლეთ რომის იმპერიის ცხენოსან და ქვეით ძალებს. [11] 408 წელს არკადიუსი გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე ვაჟი თეოდოსიუს II, მხოლოდ შვიდი წლის იყო. სტილიქონი გეგმავდა კონსტანტინოპოლში წასვლას და თეოდოსიუსის საქმეების მართვას, მან დაარწმუნა ჰონორიუსი, რომ თავად არ გამგზავრებულიყო აღმოსავლეთ რომში. ცოტა ხნის შემდეგ, ოლიმპიუსმა, „მაგისტერ სკრინიი“ ჰონორიუსს არწმუნებდა, რომ სტილიქონი თეოდოსიუსის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა და რომ მას მისი ტახტიდან ჩამოგდება და ევკერიუსის დაწინაურება სურდა. 408 წლის 22 აგვისტოს სტილიქონი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. ევკერიუსმა რომს შეაფარა თავი, მაგრამ სტილიქონის მსგავსად, დააპატიმრეს და ისიც სიკვდილით დასაჯეს

პირველი ქორწინება რედაქტირება

 
422 წლის მონეტა

სტილიქონის დასჯას მოჰყვა არეულობები, დაიღუპა იტალიის ქალაქებში მცხოვრები ფედერატების ცოლები და შვილები. [12]  ფედერატების უმეტესობა, რომლებიც სტელიქონის ერთგულებად რჩებოდნენ, შეუერთდნენ ვესტგოთთა მეფის ალარიხ I-ის ძალებს. [12] ალარიხი თავის ჯარს რომში გაუძღვა და 408 წლიდან 410 წლის 24 აგვისტომდე რომი ალყაში ჰყავდათ. ზოსიმუსი წერს, რომ პლაციდია ალყის დროს ქალაქში იმყოფებოდა. როდესაც სერენა ალარიხთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს, მთელმა სენატმა, პლაციდიას ჩათვლით მისი სიკვდილით დასჯა მიზანშეწოლილად ჩათვალა. [9]

პლაციდია ალარიხმა რომის დაცემამდე შეიპყრო, იგი ვესტგუთებს თან ახლდა იტალიიდან გალიამდე მიმავალ გზაზე, 412 წელს. მათი მმართველი ათაულფი, ალარიხის შემცვლელი, დაუკავშირდა ჰონორიუსს გალიაში მყოფ დასავლეთ რომის მეტოქე იმპერატორების, იოვინუსისა და სებასტიანუსის წინააღმდეგ. 413 წელს, საერთო ძალებით მათ მოახერხეს ორივეს დამარცხება და სიკვდილით დასჯა.

414 წლის 1 იანვარს, პლაციდიამ და ათაულფმა ნარბონში იქორწინეს. ქორწილი დიდი რომაული დღესასწაულებითა და ბრწყინვალე საჩუქრებით აღინიშნა.

პლაციდიას და ათაულფს ჰყავდათ ერთი ვაჟი, თეოდოსი, რომელიც დაიბადა ბარსელონაში 414 წლის ბოლოს, თუმცა ბავშვი გარდაიცვალა მომდევნო წლის დასაწყისში; მოგვიანებით მისი ცხედარი გადაასვენეს იმპერიულ მავზოლეუმში ძველ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომში. ესპანეთში ათაულფმა სამსახურში აიყვანა ვინმე დუბიუსი ან ერბერუოლფი, ბრძოლის დროს მოკლული, გერმანელი ბელადის, სარუსის მიმდევარი, რომელსაც სურდა მისი მფარველის მოკვლის გამო ათაულფზე შურისძიება. 415 წლის აგვისტოს ან სექტემბერში, ბარსელონას სასახლეში, ათაულფი ბანაობისას მოკლეს. [13]

სარუსის ძმამ, სიგერიხმა, ძმის სიკვდილის გამო შური იძია და ათაულფს 6 შვილი მოუკლა. გალა პლაციდია, ათაულფის ქვრივი, იძულებული გახდა თორმეტ მილზე მეტი ფეხით გაევლო ტყვეთა ბრბოს შორის. შვიდდღიანი მმართველობის შემდეგ, სიგერიხი მოკლეს და ვესტგუთების ლიდერი ვალია, ათაულფის ნაცნობი გახდა. [14]

საჯარო სამსახური რედაქტირება

როგორც მორწმუნე ქრისტიანი, პლაციდია ჩართული იყო სხვადასხვა ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაში. მან აღადგინა და გააფართოვა სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა და იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარი. ასევე, რავენაში ააგო სან-ჯოვანი ევანგელისტა.

მისი მავზოლეუმი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს 1996 წელს. შენობა არასოდეს ყოფილა მისი საფლავი, მაგრამ თავდაპირველად აღმართეს, როგორც სამლოცველო, რომელიც ეძღვნებოდა ლოურენს რომაელს.

პოპულარულ კულტურაში რედაქტირება

 
გალა პლაციდიას თამაშობსკოლეტ რეჯისი ფილმში, ატილა.
  • გალა პლაციდია BBC-ის დოკუმენტურ სერიალში, ძველ რომი: იმპერიის აღზევება და დაცემა ნატაშა ბარერომ განასახიერა.
  • ესპანელმა მუსიკოსმა ჟაუმე პაჰისმა 1913 წელს დაწერა ოპერა, Galla Placídia.
  • გალა პლაციდია განასახიერა კოლეტ რეჯისმა 1954 წელს გადაღებულ ფილმში „ატილა“.
  • ალისა კრიჯმა პლაციდიას როლი მოირგო 2001 წლის ამერიკულ სატელევიზიო მინისერიალში ატილა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • McEvoy, M. A. (2013), Child Emperor Rule in the Late Roman West, AD 367–455, Oxford University Press.
  • Oost, Stewart Irwin (1968), Galla Placidia Augusta, A Biographical Essay, University of Chicago Press.
  • Sivan, Hagith (2011), Galla Placidia: The Last Roman Empress, Oxford University Press.
  • Salisbury, Joyce E. (2015), Rome's Christian Empress: Galla Placidia Rules at the Twilight of the Empire, Johns Hopkins University Press.
  • Doyle, Chris (2017), Honorius: the Fight for the Roman West, Routledge.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Oost, Stewart Irvin. Galla Placidia Augusta: a biographical essay. University of Chicago Press, 1968, p. 47
  2. Williams, Stephen. Theodosius: the Empire at Bay. Routledge, 1994, p.42
  3. Sivan, Hagith. Galla Placidia: The Last Roman Empress. Oxford University Press, 2011, p. 12
  4. Williams (1994), p. 42
  5. Rebenich, S. "Gratian, a Son of Theodosius, and the Birth of Galla Placidia." Historia: Zeitschrift für Alte Geschichte 34 (1985), 372–85
  6. Doyle, Chris. Honorius: the Fight for the Roman West. Routledge. 2017, p. 74
  7. Sivan (2011), p. 12
  8. Mathisen, Ralph W., „Galla Placidia“, Weigel, Richard D., An Online Encyclopedia of Roman Emperors, http://www.roman-emperors.org/galla.htm
  9. 9.0 9.1 Zosimus, Historia Nova, Book five, 1814 translation by Green and Chaplin
  10. Claudian, In Praise of Serena
  11. Prosopography of the Later Roman Empire, vol. 1, p. 1114
  12. 12.0 12.1   Hodgkin, Thomas (1911). Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica (ინგლისური) (11th ed.). Cambridge University Press. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  13. Moorhead & Stuttard 2010.
  14. Olympiodorus Fragment 26