გაიუს ფლამინიუსი (ლათ. Gaius Flaminius) (? — გ. ძვ. წ. 217) — რომის პოლიტიკური მოღვაწე პლებეების გვარიდან. ძვ. წ. 232 წელს სახალხო ტრიბუნი, ძვ. წ. 220 წელს ცენზორი, ძვ. წ. 223 და 218 წლებში კონსული. მთელი რიგი კანონების გატარებით ხელი შეუწყო რომის საზოგადოების დემოკრატიზაციას, რითაც ოპტიმატების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ეწეოდა აგრეთვე ფართო სამშენებლო საქმიანობას. რომში ააგო ფლამინიუსის ცირკი, ფლამინიუსის გზა, რომელიც რომს აკავშირებდა იტალიის ადრიატიკის სანაპიროსთან. ძვ. წ. 223 წელს გალიაში, მდინარე ადუაზე, ინსუბრების ტომები გაანადგურა. დაიღუპა ჰანიბალთან ბრძოლაში (მეორე პუნიკური ომი) ტრაზიმენუსის ტბასთან.

ლიტერატურა რედაქტირება