გაიუს ლუტაციუს კატულუსი

გაიუს ლუტაციუს კატულუსი (ლათ. C·LVTATIVS·C·F·CATVLVS) რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და საზღვაო ძალების მეთაური პირველ პუნიკურ ომში. კონსული ძვ. წ. 242 წელს და სიცილიაში პროკონსული ძვ. წ. 241 წელს. მისი მეთაურობით რომაელებმა დაამარცხეს კართაგენის ფლოტი ეგატის კუნძულებთან ბრძოლაში, რამაც განაპირობა რომის გამარჯვება ომში.