გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (£) = 100 პენსს
ფისკალური წელი 1 აპრილი - 31 მარტი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO, ევროპის კავშირი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ერთა თანამეგობრობა
სტატისტიკა
მშპ რანგი 6-ე (2010)
მშპ $2178 მილიარდი (2010) [1]
მშპ ზრდა 1,7% (2010)
მშპ/სულზე $32 798
მშპ სექტორით მომსახურება (77.1%) მრეწველობა (22.1%) სოფლის მეურნეობა (0.9%), , (2010)
ინფლაცია 4,8% (აპრილი 2011)
სამუშაო ძალა 31.45 მილიონი (2010)
უმუშევრობა 7.6% (2011)
ღარიბი მოსახლეობა 14% (2006)
მთავარი მრეწველობა მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, მეტალურგია, ნავთობმრეწველობა, ქიმიური მრეწველობა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $405,6 მილიარდი (2010)
მთავარი პარტნიორები აშშ 14,71%, გერმანია 11.06%, საფრანგეთი 8%, ნიდერლანდები 7.79%, ირლანდია 6.89%, ბელგია 4.65%, ესპანეთი 4%, (2009)
იმპორტი $546,5 მილიარდი (2010)
მთავარი პარტნიორები გერმანია 12.87%, აშშ 9.74%, ჩინეთი 8,88%, ნიდერლანდები 6.94%, საფრანგეთი 6,64%, ბელგია 4.86%, ნორვეგია 4.84%, ირლანდია 4% (2009)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი $39 მილიარდი (2006), მშპ-ს 42,2%
შემოსავლები $688,9 მილიარდი (2003)
ხარჯები $746,1 მილიარდი (2003)
ეკონ. დახმარება ODA $4,2 მლრდ (2004) რედ.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[2]

გაერთიანებული სამეფო არის ევროპის კავშირისა და დიდი რვიანის წევრი. ინფლაციის, ფასების დონისა და უმუშევრობის დონეების მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მიიჩნევა ყველაზე ძლიერად ევროპაში.

ეკონომიკური პოლიტიკა რედაქტირება

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი პროგრესი განაპირობა სახელმწიფოს ფრთხილმა მოპყრობამ ეკონომიკისადმი. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ტეტჩერიზმის ფარგლებში მოხდა ბევრი სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაცია. სახელმწიფოს მოქნილმა რეგულირებამ შედეგად მოიტანა ნაციონალური მაკროეკონიმიკური მაჩვენებლების სტაბიულობა, ინფლაციისა და უმუშევრობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები. შიდა სტაბიულურობამ საშუალება მისცა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას, გამკლავებოდა უკანასკნელი წლების რეცესიებს. ბოლო სამი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაეცა პროდუქციის წარმოების დონე კვარტალურად, ხოლო მშპ-ს ზრდა არ შეჩერებულა ბოლო 4 წელია (უკანასკნელი ორმაცდაათწლეულის მანძილზე ეს თავისებური რეკორდია).

ტექნიკური პროგრესი და მზარი კონკურენცია მსოფლიოს ბაზრებზე ქმნიან ახალ გამოწვევებს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისთვის და ბიზნესიც სულ აწყდება ახალ პრობლემებს. ასეთ პირობებში მთავრობა ნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებელ ატრიბუტებად მიიჩნევს მოქნილი და დინამიური შრომის, საქონლისა და კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას..[3]

ეკონომიკის სტრუქტურა რედაქტირება

მომსახურების სფერო რედაქტირება

ბრიტანეთის ეკონომიკის წამყვანი სექტორია მომსახურების სფერო (მშპ-ს 74%), რომლის ზრდის ტემპმა 2006 წელს (3,6%) გაასწრო მთლიანად მშპ-ს ზრდის ტემპს (2,8%). წამყვანი მდგომარეობა მასში უჭირავს ფინანსურ სექტორს (მპშ-ს 27%), რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სპეციალიზაციას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში. ლონდონი მსოფლიოს უდიდესი ფინანსური ცენტრი. შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი სიდიდით მეხუთე ფინანსური ცენტრია ევროპაში.

მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი. ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოს 27 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში.[4] ამ სფეროში დასაქმებულია 2,1 მილიონი კაცი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად დაახლოებით 76 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტოლია. ჯერ კიდევ 1840 წელს მღვდელმა კუკმა ქალაქ მელბურნიდან დააარსა მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტო. უკვე ერთი წლის შემდეგ სააგენტომ 500-მდე ადამიანისთვის მოაწყო ტურები ლონდონში, ხოლო 1844-1846 წლებში - ინგლისისა და შოტლანდიის სხვადასხვა ადგილებში.

1990-იანი წლების დასაწყისიდან აღმავლობას განიცდის ”შემოქმედებითი მომსახურების” სფერო, როგორებიცაა რეკლამა, ტელევიზია, დიზაინი. კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით ეს დარგი 1997 წლიდან 6%-ით გაიზარდა.

მრეწველობა რედაქტირება

მნიშვნელობით მეორე ნაწილი ბრიტანული ეკონომიკისა არის მრეწველობა მშპ-ს 18,6%-ით (2006 წლიდან შემცირდა 0,1%-ით) და დასაქმებული სამუშaო ძალის 16%-ით. მრეწველობას წამყვანი როლი აქვს ექსპორტში - მთლიანი ექსპორტის 83% (2003).

მრეწველობის უდიდესი დარგია ავტოინდუსტრია. ბრიტანეთში წარმოდგენილები არიან BMW, ფორდი, General Motors, ჰონდა, ნისანი, ტოიოტა. ასევე მცირე სპეციალიზირებული საწარმოები მანქანათმშებნებლობაში და მსოფლიოს წამყვანი საწარმოები სამოქალაქო ავიაციის დარგში. მნიშვნელოვანი დარგებია ელექტრონიკა, აუდიო- და ოპტიკური ხელსაწყოების წარმოება, ასევე ქიმიური მრეწველობა, სამთო მრეწველობა (მშპ-ს 2,2%, შემცირდა 9,2%-ით), გადამამუშავებელი მრეწველობა (მშპ-ს 14,7%, ზრდა 1,4%), მშენებლობა (მშპ-ს 6,1%, ზრდა 1,1%).[5]

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება პროდუქტიულობით, მაღალი მექანიზაციითა და სუბსიდირების მაღალი დონით. მას მეექვსე ადგილი უჭირავს ევროპის კავშირის ქვეყნებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიხედვით. სოფლის მეურნეობაზე მოდის მშპ-ს 1% (შემცირდა 1,8%-ით), თუმცა ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნის ორ მესამედს. სასოფლო-სამურნეო მიწები (18,5 მლნ ჰექტარი) შეადგენენ სახელმწიფოს ტერიტორიის 77%-ს. სამუშაო ძალის 2%-ზე ნაკლები ამუშავებს ნედლეულის 60%-ზე მეტს.

სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი უჭირავს მეცხოველეობას, მათ შორის: მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა. მეცხოველეობა, ტრადიციულად, მდინარეების ხეობებშია თავმოყრილი. ინგლისი მსოფლიოში ცხვრის მატყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მემცენარეობაში მნიშვნელოვანი პროდუქციაა ხორბალი, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი, ბოსტნეული კულტურები. ძირითდი სამიწათმოქმედო რეგიონებია აღმოსავლეთ- და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი. ზღვისპირა ქალაქებში განვითარებულია თევზჭერა, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია მეთევზეობაში.

რეგიონული დაყოფა რედაქტირება

ბრიტანული ეკონომიკის მწარლოებლურობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. სულ გამოყიფა 12 რეგიონი

რანგი რეგიონი მშპ ერთ სულ მოსახლეზე
1 ლონდონი £ 27.445
2 სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი £ 18.564
3 შოტლანდია £ 16.284
4 აღმოსავლეთ ინგლისი £ 15.976
5 სამხრეთ-დასავლეთ ინგლისი £ 15.789
6 დასავლეთ მიდლანდი £ 15.152
7 აღმოსავლეთ მიდლანდი £ 14.994
8 ჩრდილო-დასავლეთ ინგლისი £ 14.953
9 იორკშირი და ჰამბერი £ 14.953
10 ჩრდილოეთ ირლანდია £ 13.430
11 ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისი £ 13.184
12 უელსი £ 13.084

ენერგეტიკა რედაქტირება

ქვეყანა ფლობს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის დიდ რესურსებს. ბუნებრივი რესურსების დამუშავებაზე მოდის მშპ-ს 10%. ნავთობის მრეწველობაში მომუშავე British Petroleum ყველაზე მწარმოებლური კომპანიაა ბრიტანეთში და სიდიდით მეორე კომპანიაა ევროპაში.

ელექტროენერგიის 86% მიიღება თბოელექტროსადგურებით, დანარჩენი - ბირთვული და ქარის ენერგიებით, წყლის ენერგიის გამოყენება უმნიშვნელოა (2%). თბოსადგურების უმრავლესობა მუშაობს ქვანახშირზე, უკანასკნელ წლებში იყენებნ ასევე ნავთობსაც. მსხვილი თბოსადგურები, უმეტესად, განლაგებულია ლონდონის ახლოს და მდინარე ტრენტზე. ჰიდროელექტროსადგურები განლაგებულია შოტლანდიის მთიანეთში. ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება ბუნებრივი აირი, 2 ტრილიონი მ3 მარაგით, თუმცა ბუნებრივი აირის ექსპორტი უმნიშვნელოა.

გაერთიანებული სამეფო შეუერთდა კიოტოს ოქმს, 2020 წლისთვის უნდა აშენდეს ახალი თაობის ატომური ელეტროსადგური, ხოლო 12 ძველი სადგურის დემონტაჟი უნდა დამთავრდეს 2035 წლამდე.[6]

ვალუტა რედაქტირება

გაერთიანებული სამეფოს ვალუტაა გირვანქა სტერლინგი. პრემიერ ტონი ბლერის მთავრობა ცდილობდა ევროს ზონასთან შეერთებისთვის მიეღწია და ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნაც სურდა. 1997 წელს ეს საკითხი გადაიდო, რადგანაც არ ჩანდა, თუ რა შედეგებს მოიტანდა ამ იდეის განხორციელება ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. ფინანსთა მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა, წამოაყენა 5 კრიტერიუმი, რომელთა დადგენაც აუცილებელი წინაპირობაა ევროს ზონაში გაერთიანებული სამეფოს შესვლისათვის:

  1. რამდენად ახლოსაა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ევროს ზონის ეკონომიკასთან?
  2. შესაძლო პრობლემების შემთხვევაში, იქნება თუ არა ეკონომიკა მოქნილი?
  3. რა გავლენა ექნება ევროს შემოღებას ბრიტანეთის საფინანსო ინსტიტუტებზე?
  4. როგორ აისახება ევროს შემორება ბრიტანეთის საინვესტიციო გარემოზე?
  5. შეუწყობს თუ არა ხელს ევროს ზონაში შესვლა ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას?

გორდონ ბრაუნმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გაახმოვანა მთავრობის მხარდაჭერა ევროს, როგორც ნაციონალური ვალუტის შემოღების მიმართ. 2003 წლის გამოკვლევების მიხედვით გაერთიანებულმა სამეფოს განიცადა არსებითი პროგრესი ევროს ზონასთან დაახლოების თვალსაზრისით. მიუხედავად მისა, თავრობა მივიდა დასკვნმადე, რომ ნაციონალური ეკონომიკა ვერ მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას ევროპის სავალუტო ზონაში შესვლასთან დაკავშირებულ შესაძლო ნეგატიურ მოვლენებზე. ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ დროსათვის ევროს შემოღების წინააღმდეგია.

გირვანქა სტერლინგის გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურია ევროს მიმართ, რაც ასახავს ევროს ზონის ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკების სინქრონიზაციას. გირვანქა სტერლინგი მყარია აშშ დოლარის მიმართ, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ იმით, რომ ინგლისის ბანკი ინარჩუნებს მაღალ სარეზერვო ნორმას, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპით. 2006 წელს ნომინალური (მოკლევადიანი) საპროცენტო განაკვეთების დინამიკამ (4,4%-დან 5,1%-მდე) გაასწრო აშშ-ს ანალოგიურ მაჩვენებელს (4,3%-დან 5,0%-მდე), რამაც შეიტანა თავისი წვლილი ბრიტანული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარებაში.[5]

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები რედაქტირება

გაერთიანებული სამეფოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობაა, ტრანსპორტი და ქიმიკატები. ექსპორტირებული საწარმოო პროდუქციის რაოდენობა 6-ჯერ აღემატება ექსპორტირებული ნედლეულის რაოდენობას. გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა აშშ. 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან 7 ევროპის კავშირის წევრია.

70-იანი წლებიდან ნავთობის მოპოვებამ ჩრდილოეთის ზღვაში არა მარტო შეამცირა ნავთობპროდუქტების იმპორტი, არამედ მოიტანა მნიშვნელოვანი მოგება საგარეო ვაჭრობაში.

ბრიტანეთი ახორციელებს მსოფლიო ექსპორტის 10%-ს საბანკო, სადაზღვევო, საბროკერო, საკონულატაციო და კომპიუტერული პროგრამირების მომსახურების სფეროში. გაერთიანებული სამეფო დომინანტია ფინანსური მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე. აქ იმართება საერთაშორისო ობლიგაციებით ხუთი ვაჭრობიდან სამი, საერეთაშორისო აქტივებით ხუთი ვაჭრობიდან ორი. ლონდონი ლიდერობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების აქტივების მართვაში. გაერთიანებულ სამეფოშია უმნიშვნელოვანესი სასაქონლო და საფონდო ბირჟები: ლონდონის საფონდო ბირჟა, ლონდონის მეტალების ბირჟა, ნავთობის საერთაშორისო ბირჟა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გადასახადები გაერთიანებულ სამეფოში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  2. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  3. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური პოლიტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2009-07-23.
  4. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია, 2005 (PDF-ფაილი დაარქივებული 2007-08-09 საიტზე Wayback Machine. ,
  5. 5.0 5.1 ნაციონალური ეკონომიკის საერთო დახასიათება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2009-07-23.
  6. დიდი ბრიტანეთი აშენებს ახალ ატომურ სადურებს 10 იანვარი 2008