გაგიკ II ბაგრატუნი (სომხ. Գագիկ Բ; დ. 1025 — გ. 1079) — ანისის სამეფოს უკანასკნელი ბაგრატუნი მეფე. ტახტი ეკავა 1041–1045 წლებში, აშოტ IV-ის ვაჟი.

გაგიკ II
Գագիկ Բ
ანისის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1041
მმართ. დასასრული: 1045
წინამორბედი: აშოტ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1025
გარდ. თარიღი: 1079/1080
დინასტია: ბაგრატუნები
მამა: აშოტ IV
რელიგია: სომხეთის სამოციქულო

გაგიკ II დაიბადა 1025 წელს. ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ, 1041 წელს, 16 წლის ასაკში. გაგიკის ტახტზე ასვლიდან ცოტა ხანში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX-მ სამშვიდობო მოლაპარაკებების საბაბით, გაგიკი კონსტანტინოპოლში მიიწვია. მან არავის თხოვნას არ მოუსმინა და იმპერატორთან შესახვედრად გაემართა. იმპერატორმა კონსტანტინემ მას უთხრა, რომ უნდა დაეთმო ტახტი და გადაეცა ანისის სამეფო ბიზანტიისთვის. გაგიკ II-მ უარი განაცხადა ამაზე. იმპერატორი განრისხდა და იგი დააპატიმრეს.

კონსტანტინე IX ყველაფერს აკეთებდა, რომ უდრეკი გაგიკი როგორმე დაეთანხმებინა ტახტისა და ანისის სამეფოს ბიზანტიის იმპერიისთვის დათმობაზე. საბოლოოდ, მან ეს მოახერხა. 1045 წელს გაგიკმა ანისის ტახტზე უარი განაცხადა.

გაგიკი ტახტის გარეშე განაგრძობდა ცხოვრებას. 1080 ან 1079 წელს იგი მოკლეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • F. Macler, Armenia, The Kingdom of the Bagratides, The Cambridge Ancient History, vol. IV, p. 162