გაბრო (იტალ. gabbro) — შავი ან მუქი ნაცრისფერი, ფუძე შედგენილობის სრულკრისტალური სიღრმული ინტრუზიული ქანი. დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიცავს ფუძე პლაგიოკლაზსა და პიროქსენს. მეორეხარისხოვანი მინერალებია ამფიბოლი, ოლივინი, მაგნეტიტი და ტიტანომაგნეტიტი. განლაგებულია დაიკის, შტოკის, სილის, ლაკოლითისა და ლოპოლითის სახით. ზოგიერთი გაბროს სხეულის გამოსავლის ფართობი რამდენიმე ათასეული კვადრატული კილომეტრია. გაბროს გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება რკინოვანი თიხები, ოხრა და იშვიათად დაბალხარისხიანი კაოლინი. გაბროს გაკრიალებულ ფილაქნებს იყენებენ მოსაპირკეთებელ დეკორატიულ მასალად. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

გაბრო
გაბრო
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა პლაგიოკლაზი
პიროქსენი
გამოიყენება მშენებლობაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება