გაბალა (საფეხბურთო კლუბი)

„გაბალა“ (აზერ. Qəbələ Futbol Klubu, აგრეთვე წარმოითქმის როგორც ქაბალა) — აზერბაიჯანული საფეხბურთო ასოციაციის კლუბი, რომელიც წარმოადგენს გაბალას აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 2006 წლიდან. გაბალა სამჯერ იყო პრემიერლიგის პრიზიორი ხოლო, 2019 წელს, პირველად მოიგო ეროვნული თასი.

„გაბალა“
სრული სახელი Qəbələ İdman Klubu
დაარსდა 1 სექტემბერი, 1995; 24 წლის წინ[1]
სტადიონი გაბალას ქალაქის სტადიონი
(ტევადობა: 4,500)
პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა
2022–23 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბი დაარსდა 1995 წლის 3 ივლისს, „გოი გოლის“ სახელით, გოიგოლში. 2005 წლის პირველ სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გოი გოლი გაბალაში დაარეგისტრირა. ამავე წლის 5 სექტემბერს გუნდი AFFA-ში დარეგისტრირდა. 2006 წლის ზაფხულში გუნდი გოიგოლიდან გაბალაში გადავიდა და მისი სახელი „გილანი“ გახდა. მოგვიანებით, 2007 წლის 31 აგვისტოს, გუნდმა სახელი კვლავ შეიცვალა და გაბალა დაირქვა.[1][2]

2010 წლის 10 მაისს, არსენალის ყოფილი მცველი ტონი ადამსი კლუბის მენეჯერად დაინიშნა (მათ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც იგი წელიწადში 1 მილიონ ფუნტს მიიღებდა).[3][4] აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი გუნდმა მეშვიდე ადგილით დაასრულა.[5][6] 2011 წლის ნოემბერში, ოჯახური პრობლემების გამო, ადამსი გაბალას მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.[7][8]

მიუხედავად ისეთი მენეჯერების დანიშვნისა, როგორიცაა ფატიჰ კავკლაკი და რამიზ მამედოვი, კლუბმა ვერ შესძლო ლიგაში დამაკმაყოფილებელ პოზიციაზე იმღწევა და მრავალი წლის განმავლობაში ცხრილში შუა ადგილებს იკავებდა.[9][10]

2013 წლის 29 მაისს, კლუბთან წელიწადში 1 ილიონი ფუნტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გუნდის ახალ მენეჯერად დაინიშნა იური სემინი.[11][12] იმავე წელს, კლუბმა თავიანთ ისტორიაში პირველად მოახერხა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა, მაგრამ აზერბაიჯანის თასის ფინალში, პენალტების სერიაში, ნეფთჩი ბაქოსთან დანარცხდა.[13][14]

ევროპალიგის 2015-16 წლების სეზონში, ყარაბახისა და ნეფთჩის ჩემდეგ, გაბალა გახდა მესამე კლუბი რომელმაც ევროპალიგის ჯგუფურ ეპატზე გასვლა მოახერხა.

2017–18 წლების აზერბაიჯანის თასის ფინალში, კესლასთან დამარცხების შემდეგ, ხელშეკრულების არ გახანრგძლივების გაამო რომან გრიგორჩუკმა გაბალა დატოვა.[15] 2018 წლის 30 მაისს გაბალამ გამოაცხადა, რომ ორწლიანი კონტრაქტით გუნდის ახალ მენეჯერად სანან გურბანოვი დაინიშნა.[16] 2019 წლის 31 აგვისტოს, სახლში კესლასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, გურბანოვი მენეჯერის თანამდებობიდან გადადგა.[17]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Qəbələ – 10 Azerbaijani. Gabala FK (1 September 2015). ციტირების თარიღი: 1 September 2015.
  2. Establishment of SC Qabala დაარქივებული 23 December 2008 საიტზე Wayback Machine.
  3. Esslemont, Tom (2010-05-11). „Tony Adams' grand plans for Azerbaijan football club“. BBC News. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  4. Английские СМИ назвали цену «чудовищной ошибки» азербайджанского футбольного клуба (რუსული)
  5. Exley, Robert. After Wenger Part Five: The Return of the Prodigal Son. Gooner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  6. Hytner, David (23 July 2011). „Tony Adams is still relishing his Azerbaijan adventure“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  7. Arsenal legend Adams leaves Gabala post. Sports News Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 17 November 2011.
  8. Адамс подал в отставку и покидает Азербайджан. azerisport.com (in Russian). Retrieved 16 November 2011.
  9. Фатих Кавлак отправлен в отставку. Azerisport.com (in Russian). Retrieved 24 September 2012.
  10. Габала рассталась с Рамизом Мамедовым. Azerisport.com (in Russian). Retrieved 2 April 2013.
  11. Послезавтра Семин станет главным тренером Габалы. Azerisport.com (in Russian). Retrieved 20 May 2013.
  12. Yuri Syomin – new head coach of Gabala. gabalafc.az/. ციტირების თარიღი: 29 May 2013.
  13. "Qəbələ" ilk dəfə Avropa Liqasında!. ციტირების თარიღი: 7 May 2014.
  14. Atayev, Oqtay. Neftçi nerve holds in Azerbaijan Cup final. uefa.com. UEFA. ციტირების თარიღი: 22 May 2014.
  15. Qəbələ Roman Qriqorçukla yollarını ayırdı Azerbaijani. Gabala FK (29 May 2018). ციტირების თარიღი: 29 May 2018.
  16. Sənan Qurbanov "Qəbələ"nin yeni baş məşqçisidir Azerbaijani. Gabala FK (30 May 2018). ციტირების თარიღი: 30 May 2018.
  17. AÇIQLAMA Azerbaijani. Gabala FK (31 August 2019). ციტირების თარიღი: 31 August 2019.