ბუხარისახლის კედელში დატანებული აგურის ან ქვის ღია (უკარო), კვამლსადენიანი ღუმელი. მისი ძირი, ცეცხლის სანთები ადგილი — ყვერბია. ზოგჯერ საკვამურის შუა ტანიდან დაშვებულია საქვაბე, ანუ საკიდელი. ბუხრის „შუბლი“ თაღოვანია, წინ წამოწეული და ხშირად რელიეფური ჩუქურთმით („სიცოცხლის ხის“ და სხვა მოტივით) შემკული. ბუხრის თავი — „ფიდონი“ თაროსებრია და სანთლის, ჭრაქის და სხვათა დასადგმელად იყენებენ. ქართულ საცხოვრებელში ბუხარი არსებითად იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც შუა სახლში მოთავსებული კერა (შუაცეცხლი). ბუხრის დიდი ღირსებაა ის, რომ იგი ხელს უწყობს შენობის კარგ ვენტილაციას. მისი ნაკლია დიდძალი საწვავის ხარჯვა და გათბობის დაბალუნარიანობა. ბუხარი გავრცელებულია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით კავკასიასა და ჩრდილოეთის ქვეყნებში. თანამედროვე საცხოვრებლებში ბუხარი ზოგჯერ დეკორაციულ დანიშნულებას ასრულებს.

თანამედროვე საშინაო ბუხარი

ლიტერატურა რედაქტირება

 
ბუხარი ღია ცის ქვეშ