ბუტირკა (ქართ. Буты́рка) — რუსული მუსიკალური ჯგუფი, ჩამოყალიბებული 2001 წელს, ვორონეჟში, რომელიც მოღვაწეობს ბლატნაია პესნიას ჟანრში. მის შემადგენლობაში შედიან: ოლეგ სიმონოვი (კლავიშებიანი), ანდრეი ბიკოვი (ვოკალი), ალექსანდრე გოლოშაპოვი (ბას-გიტარა), ანდრეი ჟურავლიოვი (გიტარა) და იური აკიმოვი (დრამერი).

ბუტირკა

ბუტირკა 2012 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა 2001, ვორონეჟი,რუსეთი
ჟანრ(ებ)ი რუსული შანსონი, ბლატნაია პესნია, ქალაქური რომანსი
აქტიური 2001-დღემდე
წევრები
  • ოლეგ სიმონოვი
  • ანდრეი ჟურავლიოვი
  • იური აკიმოვი
  • ანდრეი ბიკოვი
  • ალექსანდრე გოლოშაპოვი
ყოფილი წევრები
  • ვლადიმერ ჟდამიროვი
  • ტაგირ ალიაუტდინოვი
  • ალექსანდრე კალუგინი
  • ვადიმ გლუხოვი
  • მიხეილ ბორისოვი
საიტი gruppabutyrka.ru
ბუტირკა ვიკისაწყობში

ბუტირკა ითვლება რუსული შანსონის ერთ-ერთ პოპულარულ შემსრულებლად[1] და აქტიურად ატარებს კონცერტებს როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.[2]

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 2001 წელს, ვორონოჟში, ალექსანდრე აბრამოვის მიერ,[3] აგრეთვე ცნობილია სიმღერებით: „Запахло весной“, „Подружка с центра“, „Запах воска“, „Шарик“, „Не трогай осень“, „Икона“, „Отсижу за чужие грехи“, „За ростовскую братву“, „Тает снег“, „Аттестат“, „А для вас я никто“ და სხვა.

2013 წლის დეკემბერში ვოკალისტმა ვლადიმირ ჟდამიროვმა დატოვა ჯგუფი და შეუდგა სოლო კარიერას. მას შემდეგ ჯგუფის ყველა სიმღერას ასრულებდა ახალი ვოკალისტი მიხეილ ბორისოვი. 2014 წელს ჟდამიროვმა გამოსცა პირველი სოლო ალბომი За забором Весна.[4]

2015 წელს ბორისოვმა დატოვა ჯგუფი, რის შემდეგაც ბუტირკას შეუერთდა სოლისტი ანდრეი ბუკოვი.[5]

დისკოგრაფია რედაქტირება

  • 2002 — Первый альбом
  • 2002 — Второй альбом
  • 2004 — Весточка
  • 2005 — Икона
  • 2007 — Пятый альбом
  • 2009 — Шестой альбом
  • 2010 — Улица свободы
  • 2010 — Хулиган
  • 2014 — Вернусь домой
  • 2015 — Свиданка
  • 2017Новое и лучшее

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება