ბუროსი (შვედ. Borås) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გიოტალანდის ლენში, ბუროსის მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 66 273 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქი
ბუროსი
შვედ. Borås
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 57°43′00″ ჩ. გ. 12°56′00″ ა. გ. / 57.71667° ჩ. გ. 12.93333° ა. გ. / 57.71667; 12.93333
დაარსდა 1621
ფართობი 31,40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 143±1 მეტრი, 143 მეტრი
მოსახლეობა 66 273 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 111 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 033
საფოსტო ინდექსი 50110–50899
ოფიციალური საიტი boras.se
ბუროსი — შვედეთი
ბუროსი

ისტორია რედაქტირება

ბუროსი 1621 წელს მეფე გუსტავ II ადოლფმა დააარსა, რისი მიზეზიც ადგილობრივ მოვაჭრეთათვის სავაჭრო ადგილების კანონიერად მიცემა იყო. დაარსების შემდეგ ის სწრაფად ვითარდებოდა და ერთი საუკუნის თავზე მოსახლეობამ 2 000 კაცს მიაღწია.

ქალაქი რამდენიმეჯერ გაანადგურა ხანძარმა — 1681, 1727, 1822 და 1827 წლებში. უძველესი ნაგებობაა ეკლესია, რომელიც ყველა ხანძარს უვნებლად გადაურჩა.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.