ბუკოვინა (სიტყვასიტყვით „ბუკების ქვეყანა“, „ბუკეთი“; უკრ. Буковина, რუმ. Bucovina) — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ევროპაში. დღესდღეობით ჩრდილოეთი ბუკოვინა უკრაინის ჩერნოვიცის მხარის შემადგენლობაშია ხოტინსკის, კელმენეცკის, სოკირიანსკის, ნოვსელიცკისა და გერცაევსკის რაიონების გამოკლებით, ხოლო სამხრეთი ბუკოვინა — ჟუდეცი და სუჩავა — რუმინეთის ნაწილია.

ბუკოვინის გამყოფი ხაზი და ჰერცის ოლქი

ისტორია რედაქტირება

ჩრდილოეთ ბუკოვინა I ათასწლეულში დასახლებული იყო აღმოსავლეთ სლავური ტომებით ტივერებით და თეთრი ხორვატებით, ხოლო სამხრეთ ბუკოვინა ვლახელებითა და სლავებით. X-XII საუკუნეში შედიოდა კიევის რუსეთის შემადგენლობაში. XIII საუკუნესა და XIV საუკუნის I ნახევარში შედიოდა გალიჩ-ვოლინის სამთავროში, ხოლო XIV-XV საუკუნეში მოლდოვის სამთავროში. XVI საუკუნის დასაწყისიდან 1774 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში იყო, შემდეგ 1918 წლამდე ავსტრია-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა. 1812 წლის ბუქარესტის ხელშეკრულების თანახმად ჩრდილოეთ ბუკოვინის ნაწილი რუსეთის იმპერიას გადაეცა. 1918 წელს რუმინეთში შევიდა. 1940 წელს რუმინეთ-სსრკ-ის ხელშეკრულებით ჩრდილოეთ ბუკოვინა გადაეცა სსრკ-ს და მის ტეერიტორიაზე შეიქმნა ჩერნოვიცის ოლქი.

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

ჩერნოვიცის მხარეში 2001 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერა 76 ეთნიკურ ჯგუფს გამოყოფს. ყველაზე მსხვილი 7 ეთნოჯგუფი შემდგენაირად ინაწილებს ადგილებს: უკრაინელები (75,0 %), რუმინელები (12,7 %), მოლდოველები (7,3 %), რუსები (4,1 %), პოლონელები (0,3 %), ბელარუსები (0,2 %) და ებრაელები (0,2 %).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება