ბუდუ ზივზივაძე (დ. 10 მარტი, 1994, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.[2][3]

ბუდუ ზივზივაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბუდუ ზივზივაძე
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1994 (1994-03-10) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო[1]
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარლსრუე
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2009–2011 35-ე სკოლა
2011–2012 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 დინამო თბილისი 1 (0)
2012–2014   დინამო-2 50 (47)
2015 ტორპედო ქუთაისი 8 (0)
2015-2017 სამტრედია 44 (29)
2017–2019 ესბიერგი 13 (1)
2018   დინამო თბილისი 35 (22)
2019 ტორპედო ქუთაისი 20 (13)
2019–2020 მეზოკოვეშდი 32 (8)
2020–2023 ფეჰერვარი 53 (12)
2022   უიპეშტი 12 (11)
2023– კარლსრუე 36 (11)
ეროვნული ნაკრები
2010–2011 საქართველო 17 წლ. 3 (0)
2012–2013 საქართველო 19 წლ. 9 (2)
2014–2016 საქართველო 21 წლ. 4 (0)
2017– საქართველო 25 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

საკლუბო კარიერა რედაქტირება

 
თბილისის „დინამოში“ 2014 წელს.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა. თავის ადრეულ წლებს[1] ბუდუ ზივზივაძე ასე იხსენებს:

 
„...„ქუთაისელი ვარ. 8 წლიდან „იმედის“ საფეხბურთო სკოლაში „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ხუნდაძე მავარჯიშებდა. მან შემაყვარა ფეხბურთი და მისი ანი-ბანი მასწავლა. 15 წლისა ნაკრების შერჩევებზე მომიწვიეს, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილმა შემნიშნა და 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან მიმიყვანა. მისგან ასევე ბევრი ვისწავლე. 17 წლისა თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის სელექციონერმა თემურ უგრეხელიძემ დუბლებში მიმიწვია. პირველად გიორგი დევდარიანმა მათამაშა, დასრულებულ სეზონში კი რამაზ მუმლაძე მენდობოდა, პირველ ლიგაში მათამაშებდა და კარგი პრაქტიკაც მივიღე.“

2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

2013–14 წლების სეზონში დინამო-2-ის 21 მატჩში 23 გატანილი გოლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მისი პროფესიონალური დებიუტი „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წლის 11 სექტემბერს რუსთავის „მეტალურგთან“ გასვლით მატჩში შედგა, როდესაც მეორე ტაიმში თანაგუნდელის ნაცვლად შემოვიდა მინდორზე.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.

2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავასთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

„ესბიერგში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბმა 2019 წლის 29 იანვარს გამოაცხადა, რომ მან კლუბი დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი ორმხრივი თანხმობით შეწყდა.

ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ზივზივაძე ეროვნული ლიგის ოთხფაზიანი ჩემპიონატის მე-2 ნაწილის საუკეთესო მოთამაშედ 9 მატჩში რვა გოლის გატანის შემდეგ დასახელდა. ამჯერად ტორპედოელთა რიგებში მან სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.

2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.

2020–2023 წლებში ასევე, უნგრულ საფეხბურთო კლუბ „ფეჰერვარის“ რიგებში განაგრძო თამაში, სადაც 53 მატჩში 12-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

2022 წელს იჯარით კვლავ უნგრული კლუბის — „უიპეშტის“ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.[4][5]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

2010 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში, „სევენს სტეიდიუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ზივზივაძემ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.[6]

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან ქალაქ ზენიცაში, „ბილინო პოლეზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 2022 წლის 25 მარტს გაიტანა. შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. სულ 2022 წელს ზივზივაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში ითამაშა და სამი გოლი შეაგდო.

2023 წელს ზივზივაძემ ნაკრებში 8 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორი ამხანაგური მონღოლეთის და ტაილანდის ნაკრებ გუნდებთან, ხოლო 6 მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც ერთი გოლი გაიტანა 2023 წლის 12 სექტემბერს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრების კარში.

2024 წლის 21 მარტს თბილისში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. დინამო არენაზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე, ლევან შენგელიას პასით ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[7]

სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

განახლდა: 19 იანვარი, 2024
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბილისი-2 2012–13 19 14 19 14
2013–14 21 23 21 23
2014–15 10 10 10 10
სულ 50 47 50 47
დინამო თბილისი 2014–15 1 0 1 0
ტორპედო ქუთაისი 2014–15 8 0 2 0 10 0
სამტრედია 2015–16 29 16 5 2 34 18
2016 14 13 2 1 2 1 18 15
სულ 43 29 7 3 2 1 52 33
ესბიერგი 2016–17 7 0 2 1 9 1
2017–18 4 0 4 0
სულ 11 0 2 1 13 1
  დინამო თბილისი 2018 35 22 3 4 2 2 40 28
სულ 36 22 3 4 2 2 41 28
ტორპედო ქუთაისი 2019 20 13 1 0 1[ა] 0 22 13
სულ 28 13 3 0 1 0 32 13
მეზოკოვეშდი 2019–20 32 8 6 2 38 10
ფეჰერვარი 2020–21 31 9 4 3 3 0 38 11
2021–22 12 2 2 0 14 2
  უიპეშტი 2021–22 12 11 2 0 14 11
ფეჰერვარი 2022–23 10 1 6 6 16 7
სულ 53 12 4 3 11 6 68 21
კარლსრუე 2022–23 10 1 10 1
2023–24 17 5 1 0 18 5
სულ 27 6 1 0 28 6
სულ ჯამში 292 148 28 13 15 9 1 0 336 170

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
 
საქართველო
2017 2 0
2018 2 0
2021 4 0
2022 7 3
2023 8 2
2024 2 2
ჯამში 25 7

სანაკრებო მატჩები და გოლები რედაქტირება

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 23.01.2017 დუბაი უზბეკეთი   2–2   საქართველო ამხანაგური [8]
2 25.01.2017 დუბაი იორდანია   1–0   საქართველო ამხანაგური   46' [9]
3 01.06.2018 შვაცი საქართველო   1–0   მალტა ამხანაგური   71' [10]
4 05.06.2018 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი   1–0   საქართველო ამხანაგური   62' [11]
5 28.03.2021 თბილისი საქართველო   1–2   ესპანეთი მსოფ. შეს.   62' [12]
6 31.03.2021 სალონიკი საბერძნეთი   1–1   საქართველო მსოფ. შეს.   63' [13]
7 02.06.2021 პლოიეშტი რუმინეთი   1–2   საქართველო ამხანაგური   81' [14]
8 06.06.2021 ენსხედე ნიდერლანდები   3–0   საქართველო ამხანაგური   65' [15]
9 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა   0–1   საქართველო ამხანაგური   49' [16]
10 29.03.2022 ტირანა ალბანეთი   0–0   საქართველო ამხანაგური   83' [17]
11 05.06.2022 რაზგრადი ბულგარეთი   2–5   საქართველო ერთა ლიგა   52'   67' [18][19]
12 09.06.2022 სკოპიე მაკედონია   0–3   საქართველო ერთა ლიგა   52'   71' [20][21]
13 12.06.2022 თბილისი საქართველო   0–0   ბულგარეთი ერთა ლიგა   80' [22]
14 23.09.2022 თბილისი საქართველო   2–0   მაკედონია ერთა ლიგა   78' [23]
15 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი   1–2   საქართველო ერთა ლიგა   61' [24]
16 25.03.2023 ბათუმი საქართველო   6–1   მონღოლეთი ამხანაგური   90'+1'   64' [25]
17 28.03.2023 ბათუმი საქართველო   1–1   ნორვეგია ევრ. შეს.   59' [26]
18 17.06.2023 ლარნაკა კვიპროსი   1–2   საქართველო ევრ. შეს.   88' [27]
19 20.06.2023 გლაზგო შოტლანდია   2–0   საქართველო ევრ. შეს.   56' [28]
20 12.09.2023 ოსლო ნორვეგია   2–1   საქართველო ევრ. შეს.   90+1'   67' [29]
21 12.10.2023 თბილისი საქართველო   8–0   ტაილანდი ამხანაგური   46' [30]
22 15.10.2023 თბილისი საქართველო   4–0   კვიპროსი ევრ. შეს.   58' [31]
23 16.11.2023 თბილისი საქართველო   2–2   შოტლანდია ევრ. შეს.   69' [32]
24 21.03.2024 თბილისი საქართველო   2–0   ლუქსემბურგი ევრ. შეს.   40'63'   86' [33]
25 26.03.2024 თბილისი საქართველო   0–0   საბერძნეთი ევრ. შეს.   75'[ა] [34]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მიღწევები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

თემატური საიტები
AFS · ESPN · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sports.ru · Sportline.ge · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
lelo.ge
ვიდეო
Croco․ge · News Makers

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
  2. „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი დაადასტურა! // lelo.ge
  3. ბუდუ ზივზივაძე დღეიდან მეორე ბუნდესლიგაში... // lelo.ge
  4. Nationalspieler Zivzivadze stürmt im Wildpark // kicker.de
  5. KSC Mannschaftsfoto 2023/24 // Karlsruher SC
  6. უზბეკეთი 2–2 საქართველო // Nakrebi.ge
  7. საქართველო 2–0 ლუქსემბურგი // Nakrebi.ge
  8. Uzbekistan 2–2 Georgia / Friendlies // soccerway
  9. Jordan 1–0 Georgia / Friendlies // soccerway
  10. Georgia 1–0 Malta / Friendlies // soccerway
  11. Luxembourg 1–0 Georgia / Friendlies // soccerway
  12. Georgia 1–2 Spain / WC Qualification Europe // soccerway
  13. Greece 1–1 Georgia / WC Qualification Europe // soccerway
  14. Romania 1–2 Georgia / Friendlies // soccerway
  15. Netherlands 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
  16. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
  17. Albania 0–0 Georgia / Friendlies // soccerway
  18. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  19. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  20. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  21. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  22. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
  23. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  24. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  25. Mongolia 6–1 Malta / Friendlies // soccerway
  26. Georgia 1–1 Norway / UEFA European Championship Qualifiers // soccerway
  27. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  28. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  29. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  30. Georgia 8–0 Thailand / Friendlies // soccerway
  31. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024 // soccerway
  32. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024 // soccerway
  33. Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024 // soccerway
  34. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers // soccerway