ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი

ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი (ინგლ. Autonomous Region of Bougainville) — პაპუა-ახალი გვინეის ავტონომიური რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბუკა, მაგრამ იგეგმება დედაქალაქის გადატანა არავაში. ყველაზე დიდი კუნძულია — ბუგენვილი, ასევე მოიცავს კუნძულ ბუკას და სხვადასხვა უფრო პატარა კუნძულებს, კილინაილაუს ჩათვლით.

პროვინცია
ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი
ინგლ. Autonomous Region of Bougainville
დროშა გერბი

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Buka[1]
კოორდინატები 5°59′52″ ს. გ. 155°00′00″ ა. გ. / 5.99778° ს. გ. 155.00000° ა. გ. / -5.99778; 155.00000
დაარსდა 2004[2]
ფართობი 9384 კმ²
მოსახლეობა 249 358 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 26,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+11:00]]

გეოგრაფიულად და ეკოლოგიურად კუნძულები მიეკუთვნება სოლომონის არქიპელაგს, მაგრამ იმყოფება პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ავტონომიურ რეგიონში ძლიერი გავლენა აქვთ სეპარატისტებს.

დასახელება რედაქტირება

კუნძულს სახელი დაერქვა ფრანგი მოგზაურის, პირველი ფრანგული დედამიწის გარშემო შემოვლის ექსპედიციის ხელმძღვანელის ლუი ანტუან დე ბუგენვილის (1729—1811) პატივსაცემად.

ისტორია რედაქტირება

1975 წლის 1 სექტემბერს ჩრდილოეთ სოლომონის კუნძულების რესპუბლიკამ ცალმხრივად გამოაცხადა საკუთარი თავი დამოუკიდებლად ავსტრალიის მართვის ქვეშ არსებული პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიისგან, რომელიც 16 სექტემბერს თვითონ უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1988 წელს სეპარატისტებმა დაიწყეს აჯანყება, ხოლო 1990 წელს გამოაცხადეს ბუგენვილის დამოუკიდებლობა. აჯანყება ჩაახშეს 1997 წელს. დაიწყო მოლაპარაკებები ახალი ზელანდიის მეთვალყურეობით. 2000 წელს შეიქმნა ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი, ასევე რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობა კუნძულის დამოუკიდებლობის შესახებ მომავალში. პირველი ავტონომიური მთავრობის არჩევნები გაიმართა 2005 წლის მაის-ივნისში. პრეზიდენტად აირჩიეს იოსიფ კაბუი. ის გარდაიცვალა 2008 წლის 6 ივნისს.

2005 წლის 24 ივლისს აჯანყებულების ლიდერი ფრენსის ონა, რომელმაც იმ დროს საკუთარი თავი მეფედ გამოაცხადა, გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის (მალარია) შემდეგ. მისმა მემკვიდრეებმა უარი განაცხადეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე და რადიკალურმა სეპარატისტულმა მოძრაობამ გააგრძელა თავისი მოღვაწეობა.

თვითმმართველობის მიღწევა რედაქტირება

1990 წელს ბუგენვილის რევოლუციურმა არმიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობის ადგილობრივი ლიდერის ფრენსის ონას მეთაურობით შეძლო კუნძულიდან უკან დაეხევებინა პაპუა-ახალი გვინეის შეიარაღებული ძალები, რის შემდეგაც გამოაცხადა ბუგენვილის დროებითი მთავრობის შექმნა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა სოლომონის კუნძულების მთავრობამ. პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ მყისიერად დაიწყო კუნძულის ეკონომიკური ბლოკადის განხორციელება და გაგზავნა ჯარი აჯანყების ჩასაქრობად, რამაც გამოიწვია გაჭიანურებული შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის აქტიური ფაზა გრძელდებოდა 1998 წლამდე, როდესაც კუნძულის დიდი ნაწილი გადავიდა მთავრობის კონტროლ ქვეშ. აჯანყების დაწყებიდან 11 წლის შემდეგ, 2001 წელს, პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ მიაღწია ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას ბუგენვილის აჯანყებულთა მთავრობასთან, ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას ბუგენვილის შესახებ, რომლის თანახმადაც ბუგენვილი ხდებოდა პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ჩარჩოებში ბუგენვილზე ავტონომიური მთავრობის შექმნით და ბუგენვილის მომავალი პოლიტიკური სტატუსის შესახებ რეფერენდუმის გამართვის პირობით 10-დან 15-წლამდე ვადით. 2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთვალყურეობით პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ დაამტკიცა ბუგენვილის კონსტიტუცია, რაც გახდა ბუგენვილის აღიარებული ავტონომიური მთავრობის შექმნის საფუძველი. ბუგენვილზე სამოქალაქო ომის დროს 10 და მეტი წლის განმავლობაში დაიღუპა 15 000-დან 20 000-მდე ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 40 000-ზე მეტი ადამიანი.

პოლიტიკა რედაქტირება

კუნძულზე ძლიერია სეპარატისტული მოძრაობა. ბუგენვილის დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ სოლომონის კუნძულების რესპუბლიკის სახელით უშედეგოდ გამოცხადდა ორჯერ: 1975 წელს და 1990 წელს. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 15 ათასი ადამიანი.

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1975 წლის 15 აგვისტოს ოპოზიციური პარტიების — ბუგენვილის სახალხო მთავრობის (ინგლ. Bougainville Interim Government [BIG]) და ბუგენვილის რევოლუციური არმიის (ინგლ. Bougainville Revolutionary Army [BRA]) მიერ.

მოლაპარაკებები 1997 წელს დამთავრდა იმით, რომ კუნძულმა მიაღწია ავტონომიას (ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი).

საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად 1998 წლის დასაწყისში ჩატარდა არჩევნები, მაგრამ პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა, მიუხედავად მეკამუის მთავრობის მშვიდობიანი განწყობილებისა, მას არ სცნობს. არჩევნების შედეგებმა გაყო BIG-ის ლიდერისა (ის გახდა ფრენსის ონა) და სახელმწიფოს ლიდერის (ის გახდა ჯოზეფ კაბუი) პოსტები.

ამასთან რეგიონის ახლად შექმნილმა მთავრობამ მიიღო ფართე უფლებამოსილება ავტონომიის ფარგლებში — საკუთარი კონსტიტუციის მიღება (The constitution of the Autonomous region of Bougainville. დაარქივებული 2013-12-20 საიტზე Wayback Machine. ), ფულის ემისია, მართლწესრიგის დაცვის ძალების შექმნა[3].

ეკონომიკა რედაქტირება

ბუგენვილზე — მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სპილენძის საბადოა. მუშავდება 1972 წლიდან. ჰიდროთერმული სპილენძ-პორფირებული. მადნის მარაგი 915 მილიონ ტონაზე მეტია, სპილენძის საშუალო შემცველობაა 0,46 %. მადანი ასევე შეიცავს ოქროს (0,51 გრამი/ტონა), ვერცხლს (1,2 გრამი/ტონა).

მეკამუის რესპუბლიკის მთავრობის და ერთიანი ბუგენვილის პარტიის (ინგლ. Unique Bougainville [UB]), რომელიც შეიქმნა ბუგენვილის სახალხო მთავრობისა და ბუგენვილის რევოლუციური არმიის გაერთიანებით, გაფართოებულ სხდომაზე — მიღებული იქნა ბუგენვილის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება — მიიღეს კანონი ეროვნული რეზერვის და ბუგენვილის სარეზერვო ბანკის შექმნის (Banque Nationale de Réserve Bougainville [BNR Bougainville]) შესახებ. ბუგენვილის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს ერთიანი ბუგენვილის პარტიის თავმჯდომარე — Alex B. Tsvetkoff. «ეს არის უმთავრესი გადაწყვეტილება მთელი ბუგენვილის ხალხისა, რომელიც ახლა მუხლებიდან დგება და თავს ამაყად მაღლა სწევს თავისი დამოუკიდებელი მომავლის შესახვედრად» — წარმოთქვა ბუგენვილის სარეზერვო ბანკის პირველმა თავმჯდომარემ (ინგლ. Banque Nationale de Réserve Bougainville [BNR Bougainville]).

2006 წლის 24 ოქტომბერს ბუგენვილის ავტონომიური რეგიონის მთავრობამ უფლება მისცა ბუგენვილის კომერციული განვითარების ბანკს (Commercial Development Bank http://cdbankcorp.com/) განეხორციელებინა ცენტრალური ბანკის ფუნქციები ავტონომიის ტერიტორიაზე.

Commercial Development Bank დაარსდა 2005 წელს და ფლობს საკმარის საკუთარ აქტივებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს CDBank-ს გაუწიოს საბანკო მომსახურება კომერციული, ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის ბუგენვილზე.

კომერციული განვითარების ბანკი აქტიურად აფინანსებს სახელმწიფო და სოციალურ პროექტებს, ასევე მონაწილეობს სპილენძის მოპოვების განახლების პროგრამაში[4].

სქოლიო რედაქტირება