ბუაკე (ფრანგ. Bouaké) — სიდიდით მეორე ქალაქი კოტ-დ’ივუარში. ვალე-დუ-ბანდამის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 536 719 ადამიანს.[1][2] აქ მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საკვლევ ინსტიტუტ „ბრინჯის აფრიკული ცენტრის“ შტაბ-ბინა და რომის კათოლიკური ეკლესიის ბუაკეს არქიეპარქიის ცენტრი.

ქალაქი
ბუაკე
ფრანგ. Bouaké
გერბი

ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ოლქი ვალე-დუ-ბანდამა
კოორდინატები 7°41′00″ ჩ. გ. 5°01′00″ დ. გ. / 7.68333° ჩ. გ. 5.01667° დ. გ. / 7.68333; -5.01667
დაარსდა 1899
ფართობი 71,788 კმ²
ცენტრის სიმაღლე 312
მოსახლეობა 536 719 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 7476,44 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
ოფიციალური საიტი mairiebke.e-monsite.com
ბუაკე — კოტ-დ’ივუარი
ბუაკე

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კოსუს წყალსაცავიდან, 350 კმ-ში ჩრდილოეთით აბიჯანიდან, ზღვის დონიდან 312 მეტრ სიმაღლეზე[3]. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც აბიჯანს აკავშირებს ბურკინა-ფასოსთან.

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა 1899 წელს ფრანგული კოლონიური ძალების მიერ, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე[4]. 1912 წელს ქალაქში გაიყვანეს რკინიგზა. ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიიღო 1914 წელს.

ეკონომიკა რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი გარკვეულწილად დაკავშირებულია ვაჭრობასთან ან სოფლის მეურნეობასთან. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ბამბა, თამბაქო, სიზალი, ბრინჯი, იამსი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები[4]. ქალაქში ასევე არსებობს სამრეწველო საწარმოები, განსაკუთრებით განვითარებულია საფეიქრო წარმოება.

განათლება რედაქტირება

ქალაქში ფუნქციონირებს 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი[5], ვეტერინარული ინსტიტუტი და სხვა სასწავლო დაწესებულებები[4].

ცნობილი მაცხოვრებლები რედაქტირება

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  2. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
  3. Bouake, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-06.
  4. 4.0 4.1 4.2 Bouake. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
  5. Bienvenue à l'Université de Bouaké. Université de Bouaké. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
  6. Bouaké — Côte d’Ivoire დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. ვილნევ-სიურ-ლოს ოფიციალური საიტი