სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბროდვეი.

ბროდვეის თეატრი (ინგლ. Broadway theatre; შემოკლ. ბროდვეი) — კომერციული თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებული ჟანრი. ტერმინი მიუთითებს თეატრალურ წარმოდგენებზე 40 მსხვილ პროფესიულ თეატრში 500 ან მეტი ადგილით, რომლებიც თეატრალურ უბანში მდებარეობს (ასევე ერთი თეატრი ლინკოლნ-ცენტრში), მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. ლონდონის უესტ-ენდის თეატრთან ერთად ბროდვეის თეატრი ინგლისურენოვან მსოფლიოში კომერციული თეატრის უმაღლეს დონეს წარმოადგენს.

თეატრები 45-ე ქუჩის გასწვრივ

ბროდვეის თეატრალური უბანი ნიუ-იორკის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბროდვეის ლიგის თანახმად, ბროდვეის წარმოდგენებზე 2009-2010 წლის სეზონზე $1.02 მილიარდის ღირებულების ბილეთები გაიყიდა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. განსი, ენდრიუ."Broadway Grossed Over $1 Billion in 2009-2010" playbill.com, 24 მაისი, 2010