ბრიუგეში (ინგლ. In Bruges) — 2008 წლის ბრიტანული შავი კომედია. რეჟისორი და სცენარის ავტორია მარტინ მაკდონაჰი. მას ფილმის გადაღების იდეა დაებადა ბრიუგეში მოგზაურობის და ამბივალენტური შთაბეჭდილებების შემდეგ, რაც მან ფილმის ორ პერსონაჟის ბრიუგეს მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებებში ასახა. კოლინ ფარელმა მოიპოვა ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.

„ბრიუგეში“

ფილმის ჩეხური პოსტერი
ჟანრი შავი კომედია
დამდგმელი რეჟისორი მარტინ მაკდონაჰი
პროდიუსერი გრეჰემ ბროუდბენტი, პიტერ ჩერნინი
სცენარის ავტორი მარტინ მაკდონაჰი
როლებში კოლინ ფარელი, ბრენდან გლისონი, რეიფ ფაინზი
კომპოზიტორი კარტერ ბერველი
ოპერატორი ეიჯილ ბრილდი
მონტაჟი ჯონ გრეგორი
სტუდია Blueprint Pictures, Film4 Productions, Focus Features, Scion Films
დისტრიბუტორი Universal Studios
გამოსვლის თარიღი 17 იანვარი, 2008
ხანგრძლივობა 107 წთ
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 15 მლნ
შემოსავალი $33 394 440

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რეი და კენი დაქირავებული მვკლელები არიან. რეი ლონდონში დავალებას კარგად ვერ შეასრულებს. ბოროტი შეფი გერი ორთავეს დბრიუგეში გაგზავნის. ბელგიის დედაქალაქში კენი ტურისტივითაა, რეი კი ვერ ერთობა, სანამ ბელგიელ მომხიბვლელ გოგოს არ გაიცნობს. ამასობაში კი გერი კენს ჩუმად რეის მოკვლას დაავალებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება