ბრისტოლის უნივერსიტეტი

ბრისტოლის უნივერსიტეტიუნივერსიტეტი ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. ბრისტოლის უნივერსიტეტი შედის ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში.[8] გაზეთ „ტაიმსის“ 2010 წლის რეიტინგული შეფასების მიხედვით, ბრისტოლი შედის ბრიტანეთის მოწინავე 10 უნივერსიტეტის სიაში[9], ხოლო მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არის კერძო და ექვემდებარება საკუთარ კრიტერიუმებს) ბრისტოლი არის მსოფლიოს 61-ე უნივერსიტეტი; ამ სიაში ბრიტანეთის მხოლოდ 4 სხვა უნივერსიტეტი: ოქსფორდი, კემბრიჯი, ედინბურგი, უნივერსიტეტის კოლეჯი ლონდონი და მანჩესტერი შედის.[10] 2011 წელს, QS World University Rankings-ის მიერ 2011 შემოთავაზებულ რეიტინგში, ბრისტოლი მსოფლიოს საუნივერსიტეტო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.[11]

ბრისტოლის უნივერსიტეტი
დევიზი Vim promovet insitam
დაფუძნდა 1909 სამეფო ქარტია
1876 უნივერსიტეტის კოლეჯი
ტიპი საჯარო
კანცლერი ბარონესა ჰეილი, რიჩმონდის ბარონესა
ვიცე-კანცლერი პროფესორი ერიკ თომასი
სტუდენტი 27 513[1]
მისამართი University of Bristol, Senate House, Tyndall Avenue, Bristol, BS8 1TH
მდებარეობა ბრისტოლი
ქალაქი ბრისტოლი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ტელეფონი +44-117-928-9000 და +44-1179289000
კავშირები Coimbra Group, რასელის ჯგუფი[2] , ORCID[3] [4] , Jisc[5] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , arXiv[7] , Bluetooth Special Interest Group და Partnership of a European Group of Aeronautics and Space Universities
აფილაცია რასელის ჯგუფი
ბრისტოლის უნივერსიტეტი — გაერთიანებული სამეფო
ბრისტოლის უნივერსიტეტი
https://www.bristol.ac.uk/

ბრისტოლი არის რასელის ჯგუფის[12], კოიმბრას ჯგუფის[13] და მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის[14] წევრი, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბრისტოლის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, პროფესორი ერიკ თომასია. უნივერსიტეტში ამჟამად დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს. თითო ადგილზე აპლიკანტთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბრისტოლის უნივერსიტეტი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია.[15] 2005 წელს ჟურნალ „The Scientist“-ის მიერ ბრისტოლის უნივერსიტეტი დასახელდა ამერიკის გარეთ ნომერ მეხუთე და ბრიტანეთის ნომერ პირველ საუკეთესო დამსაქმებელ ადგილად მკვლევართათვის; ეს ნომინაცია 3,500 საერთაშორისო მკვლევარის აზრზე იყო დამყარებული.[16]

გამოჩენილი სტუდენტები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.bristol.ac.uk/university/facts/
  2. http://russellgroup.ac.uk/
  3. https://orcid.org/members/001G000001fELxGIAW-university-of-bristol
  4. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  5. https://www.jisc.ac.uk/membership
  6. https://eua.eu/about/member-directory.html
  7. Our Members / Tier 3
  8. ელიტარული უნივერსიტეტები ცდილობენ არაპრივილეგირებულთა მიღების გაზრდას
  9. კვირის ტაიმსის უნივერსიტეტების რეიტინგი
  10. მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
  11. QS World University Rankings-ის 2011 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგი
  12. რასელის ჯგუფის ქსელური გვერდი
  13. კოიმბრას ჯგუფის ოფიციალური ქსელური გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
  14. მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის ოფიციალური საიტი
  15. ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფილი, გაზეთი ტაიმსი
  16. ბრისტოლის უნივერსიტეტი 'საუკეთესო სამუშაო ადგილის' რეიტინგში მაღლა დგას