ბრაიტონ-ბიჩი (ინგლ. Brighton Beach — ბრაიტონის სანაპირო) — რაიონი ბრუკლინის სამხრეთში, ქალაქ ნიუ-იორკში. სახელი გაითქვა 1970-იან წლებში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან (მეტწილად უკრაინა და რუსეთი) ემიგრირებულთა კომპაქტურად დასახლებულთა ადგილმა. უბნის მოსახლეობა 350 ათასს შეადგენს.

ბრაიტონ-ბიჩის ტიპური ქუჩა

რაიონი ამჟამად ცნობილია ეთნიკური რესტორნებით, კაფეებითა და საკონცერტო (საბანკეტო) დარბაზებით. აქ მდებარეობს რუსულენოვანი საზოგადოების მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი — რადიოსადგურები, ტელესტუდიები, გაზეთის რედაქციები, სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები, ასევე გასართობი ცენტრები. ამავე უბანში ცხოვრობს ნიუ-იორკის ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილიც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება