ბრაიან ჯეი სინგერი (ინგლ. Bryan Jay Singer; დ. 17 სექტემბერი, 1965) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, კინომწარმებელი კომპანია Bad Hat Harry Productions-ის დამაარსებელი.

ბრაიან სინგერი

სინგერი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2015 წელს
მშობლიური სახელი Bryan Singer
დაბადების სახელი ბრაიან ჯეი სინგერი
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1965 (1965-09-17) (58 წლის)[1]
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • პრდიუსერი
  • სცენარისტი

პირველი ფილმი გადაიღო უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ 1988 წელს. მისმა ფილმმა „Public Access“ (1993) მიიღო სანდენსის კინოფესტივალის პრიზი 1993 წელს. სინგერმა კრიტიკოსების დიდი შექება დაიმსახურა 1990-იან წლებში შექმნილი ნეო-ნუარული ფილმისთვის „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ (1995), სადაც მონაწილებოდნენ მსახიობები: გებრიელ ბირნი, კევინ სპეისი, სტივენ ბოლდუინი და ბენისიო დელ ტორო. 1998 წელს გადაიღო სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია „ნიჭიერი მოსწავლე“, ხოლო სახელი გაითქვა მაღალბიუჯეტიანი სუპერგმირული ფილმით „იქს-ადამიანები“ (2000), რისთვისაც გადაეცა სატურნის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის. ამას მოჰყვა გაგრძელება „იქს-ადამიანები 2“ (2003) და „სუპერმენის დაბრუნება“ (2006). შემდეგში გადაიღო მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაფუძნებული თრილერი „ვალკირია (2008). 2011 წელს იყო „იქს-ადამიანები: პირველი კლასის“ თანასცენარისტი და თანაპროდიუსერი, აგრეთვე ფილმ „ჯეკი — გოლიათების მკვლელის“ რეჟისორი 2013 წელს, ისევე როგორც იქს-ადამიანების ორი ფილმის „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები (2014) და „იქს-ადამიანები: აპოკალიპსი“ (2016) რეჟისორი. 2018 წელს იყო ბიოგრაფიული დრამატული ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორი (2018).

1997-2019 წლებში რამდენიმე მამაკაცმა სინგერს ბავშვობისას მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი,[2][3][4] თუმცა მან ყველა ბრალდება უარყო, შედეგად რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო. ბრალდებების გამო, 2017 წლის დეკემბერში სინგერი მოიხსნა ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორის პოსტიდან, აგრეთვე უარი ეთქვა „წითური სონიას“ რიმეიკის რეჟისორობაზე.[5][6][7]

ფილმები რედაქტირება

წელი სახელი მშობლიური სახელი როლი
რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი მსახიობი
1988 „ლომის თხრილი“ Lion's Den დიახ დიახ დიახ დიახ
1993 „Public Access“ Public Access დიახ დიახ დიახ
„ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ The Usual Suspects დიახ დიახ
1998 „ნიჭიერი მოსწავლე“ Apt Pupil დიახ დიახ
2000 „იქს-ადამიანები“ X-Men დიახ ისტორია
2002 „ვარსკვლავური გზა: შურისგება“ Star Trek: Nemesis დიახ
2003 „იქს-ადამიანები 2“ X2 დიახ აღმასრულებელი ისტორია კამეო
2006 „სუპერმენის დაბრუნება“ Superman Returns დიახ დიახ დიახ
„აიხედე ცაში: სუპერმენის გასაოცარი ისტორია“ Look, Up in the Sky: The Amazing Story of Superman დიახ
2007 „Color Me Olsen“ Color Me Olsen დიახ
„ფული ან სული“ Trick 'r Treat დიახ
2008 „ვალკირია“ Valkyrie დიახ დიახ
2011 „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ X-Men: First Class დიახ ისტორია
2013 „ჯეკი — გოლიათების მკვლელი“ Jack the Giant Slayer დიახ დიახ
„შენ გინდა, რომ მე მოგკლა?“ Uwantme2killhim? დიახ
2014 „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ X-Men: Days of Future Past დიახ დიახ კონცეფცია კამეო
„შეპყრობილი: დებრა ლოგანი The Taking of Deborah Logan დიახ
2016 „იქს-ადამიანები: აპოკალიპსი“ X-Men: Apocalypse დიახ დიახ დიახ კამეო
2018 „ბოჰემური რაფსოდია` Bohemian Rhapsody დიახ დიახ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bryan Singer biography. Filmreference.com. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2013.
  2. French, Alex; Potter, Maximillian (მარტი, 2019). 'Nobody Is Going to Believe You'. The Atlantic. ციტირების თარიღი: January 23, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Feldman, Dana; Kelsey, Eric. 'X Men' director hit by sex abuse lawsuit weeks before premiere. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2014.
  4. Satoodeh, Ramin. „Bryan Singer Allegations Part of Upcoming Sex Abuse Documentary“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  5. Wiseman, Andreas. (11 თებერვალი, 2019) Millennium’s ‘Red Sonja’ Movie Put On Back Burner Amid Bryan Singer Controversy. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2019.
  6. Tatiana Siegel. Powerful Friends: After Kevin Tsujihara, More Executives Pushed to Cast Actress Charlotte Kirk (13 მარტი, 2019).
  7. Pulver, Andrew. (2019-03-15) Bryan Singer reportedly fired from Red Sonja remake. ციტირების თარიღი: 2019-03-16