ბრაიან ჰაროლდ მეი (ინგლ. Brian Harold May; დ. 19 ივლისი, 1947) — ინგლისელი მუსიკოსი და ასტროფიზიკოსი, ცნობილი როგორც ჯგუფ „Queen-ის“ გიტარისტი. ბრაიანი იყენებს გიტარა „Red Special“-ს, რომელიც მამამისის დახმარებით დაამზადა. ბრაიანმა შექმნა სიმღერები „Now I'm Here“, „'39“, „Tie Your Mother Down“, „We Will Rock You“, „Who Wants to Live Forever“, „Hammer to Fall“, „Save Me“, „Fat Bottomed Girls“, „I Want It All“, და „Too Much Love Will Kill You“.

ბრაიან მეი

ბრაიან მეი 2022 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბრაიან ჰაროლდ მეი
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1947 (1947-07-19) (76 წლის), ლონდონი, ინგლისი
დაბ. ადგილი Hampton[1] [2] [3]
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ასტროფიზიკოსი, მწერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბანჯო, ბას გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, ვოკალი, არფა
აქტიური 1963–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hollywood, Parlophone
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Red Special
საიტი brianmay.com
ბრაიან მეი ვიკისაწყობში

ბრაიანმა დაიკავა 39-ე ადგილი ჟურნალ როლინგ სტოუნის რეიტინგში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“.[4]

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრაიან მეი დაიბადა ლონდონში, 1947 წლის 19 ივლისს, ჰაროლდ და რუთ მეის ოჯახში. ბრაიანმა 7 წლის ასაკში მამის ხელმძღვანელობით დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა და ამასთან, ფორტეპიანოზე დაკვრაშიც მეცადინეობდა. ბრაიანმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1964 წელს, ჩამოაყალიბა ჯგუფი „1984“. ამ დროისთვის მან, მამამისის დახმარებით, შეძლო დაემზადებინა საკუთარი გიტარა "Red Special" რასაც 2 წელი მოანდომა. ბრაიანმა გიტარის მასალად ტროპიკული ხის, მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. 1966 წელს მან სკოლა დაამთავრა ათი "O" და ოთხი "A" ქულით ("A" ითვლება შეფასების უმაღლეს ხარისხად, "O" - ჩვეულებრივ დონედ და ა.შ.) და 1967 წლიდან სწავლა განაგრძო უმაღლეს სასწავლებელში - "იმპერიულ კოლეჯში". "იმპერიულ კოლეჯში" ბრაიანთან ერთად სწავლობდა ტიმ სტაფელი, რომელიც ბრაიანთან ერათად უკრავდა ჯგუფ 1984-ში (რომელიც დაიშალა და მისგან მხოლოდ ბრაიან მეი და ტიმ სტაფელი დარჩნენ). ბრაიანმა და ტიმმა "იმპერიულ კოლეჯში" ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი Smile (ღიმილი). მათ დასარტყამ ინსტრუმენტზე შემსრულებლად აიყვანეს როჯერ ტეილორი. მალე შეუერთდათ ფრედი მერკური, რომელმაც ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა Queen.

2023 წლის 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ ბრაიან მეი რაინდად აკურთხა ბუკინგემის სასახლეში.[5]

Red Special რედაქტირება

ბრაიანმა, მამამისის დახმარებით დაამზადა საკუთარი გიტარა - Red Special, რასაც 2 წელი მოანდომა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გიტარა. ბრაიანს, გიტარაზე მუშაობის პროცესში, ბევრი სხვადასხვა კონსტრუქციის მოსინჯვა მოუხდა. გიტარის მასალად ტროპიკული ხის - მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საგანგებო ექოპლექსი გააკეთა. თუ სტანდარტული მარყუჟის შენელება მაქსიმუმ 30 წამია, ბრაიანმა შესძლო სამჯერ გაეხანგრძლივებინა იგი. ამას თან ერთვოდა თავად მუსიკოსის კარგი ტექნიკა და დაკვრის თავისებურებული სტილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან მეი დაკვრისას იყენებს ექვსპენსიან მონეტას. თავისი გიტარით იგი გამოსცემს ვიოლინოს, სინთეზატორის, საყვირისა და სხვა ინსტრუმენტების ხმებს.

დისკოგრაფია რედაქტირება

სოლო დისკოგრაფია
თანამშრომლობა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119303191 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. MusicBrainz artist ID
  3. filmportal.de — 2005.
  4. http://www.rollingstone.com/music/lists/100-greatest-guitarists-of-all-time-19691231/brian-may-19691231
  5. „Brian May knighted by King at Buckingham Palace“. BBC News (ინგლისური). 15 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Corey, Irwin. (12 July 2022) Hear Brian May's New Space-Inspired Song 'Floating in Heaven' en. ციტირების თარიღი: 12 July 2022