ბრაზილიის გერბიბრაზილიის სახელმწიფოებრივი სიმბოლო. შეიქმნა 1889 წლის 19 ნოემბერს, ბრაზილიის რესპუბლიკის შექმნიდან 4 დღის შემდეგ.

ბრაზილიის გერბი

გერბი შედგება ცენტრალური ემბლემისგან, რომელიც შემოსაზღვრულია ბრაზილიის ორი უმნიშვნელოვანესი კულტურის - ყავის (მარცხნივ) და თამბაქოს ტოტებისაგან.

ცენტრში, ლურჯ წრეში, გამოსახულია თანავარსკვლავედი სამხრეთის ჯვარი. ლურჯი წრის გარშემო გამოსახული 27 ვარსკვლავი აღნიშნავს ბრაზილიის 26 შტატსა და 1 ფედერალურ რაიონს.

ლურჯი ლენტის პირველ ხაზზე დაწერილია ბრაზილიის ოფიციალური სახელწოდება (República Federativa do Brasil - ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა), ხოლო მეორე ხაზზე ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის თარიღი (1889 წლის 15 ნოემბერი).