ბოჰოლის პროვინცია

ბოჰოლის პროვინცია — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში. შედგება მთავარი კუნძულისა და 75 პატარა კუნძულისგან.[2] პროვინციის დედაქალაქია ტაგბილარანი. ბოჰოლის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ია. ბოჰოლი ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით.[3]

ადმინისტრაციული ერთეული
ბოჰოლის პროვინცია
ინგლ. Bohol
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Tagbilaran
შიდა დაყოფა ალბუკერკე (ბოჰოლი), ალისია (ბოჰოლი), ანდა (ბოჰოლი), ანტეკერა (ბოჰოლი), ბაკლაიონი, ბალილიანი, ბატუანი (ბოჰოლი), ბიენ-უნიდო, ბილარი (ბოჰოლი), ბუენავისტა (ბოჰოლი), კალაპე, კანდიხაი, კარმენი (ბოჰოლი), კატიგბიანი, კლარინი (ბოჰოლი), კორელია (ბოჰოლი), კორტესი (ბოჰოლი), დაგოოი (ბოჰოლი), დანაო (ბოჰოლი), დაუისი, დიმიაო, დუერო (ბოჰოლი), გარსია-ერნანდესი, ხეტაფე (ბოჰოლი), გინდულმანი, ინაბანგა, ხაგნა, ლილა (ბოჰოლი), ლოაი (ბოჰოლი), ლობოკი, ლოონი (ბოჰოლი), მაბინი (ბოჰოლი), მარიბოხოკი, პანგლაო (ბოჰოლი), პილარი (ბოჰოლი), პრესიდენტ-კარლოს-პ.-გარსია (ბოჰოლი), საგბაიანი, სან-ისიდრო (ბოჰოლი), სან-მიგელი (ბოჰოლი), სევილია (ბოჰოლი), სიერა-ბულიონესი, სიკატუნა (ბოჰოლი), Tagbilaran, ტალიბონი, ტრინიდადი (ბოჰოლი), ტუბიგონი, უბაი (ბოჰოლი) და ვალენსია (ბოჰოლი)
კოორდინატები 9°54′00″ ჩ. გ. 124°12′00″ ა. გ. / 9.90000° ჩ. გ. 124.20000° ა. გ. / 9.90000; 124.20000
მმართველი Erico Aristotle Aumentado
დაარსდა 25 მარტი, 1565 და 22 ივლისი, 1854
ფართობი 4820.95 კმ²
მოსახლეობა 1 394 329 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 38
საფოსტო ინდექსი 6300–6346
ოფიციალური საიტი http://www.bohol.gov.ph/
ბოჰოლის პროვინცია — ფილიპინები
ბოჰოლის პროვინცია

პირველი კლასის პროვინცია 3 საკონგრესო რაიონად იყოფა. პროვინციაში ერთი შემადგენელი ქალაქი, 47 მუნიციპალიტეტი და 1 109 ბარანგაი მდებარეობს.[4]

პლაჟებისა და კურორტების გამო პროვინცია ტურისტული დანიშნულების ადგილია.[5] ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ყავისფერი შეფერილობის მქონე კირქვოვანი წარმონაქმნები, შოკოლადის ბორცვებია. მათი ნახვა უმაღლესი წერტილიდან და საჰაერო ტურების მეშვეობითაა შესაძლებელი. ტაგბილარანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პანგლაოს კუნძული წყალქვეშ ყვინთვის ცნობილი ცენტრია. სამხრეთ სანაპიროებზე არაერთი კურორტი და დაივინგ-ცენტრი მდებარეობს.

ბოჰოლი კარლოს გარსიას, ფილიპინების რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტის (1957-1961) მშობლიური პროვინციაა. პრეზიდენტი ტალიბონში დაიბადა.[6]

2013 წლის 15 ოქტომბერს ბოჰოლი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა, რომლის ეპიცენტრიც საგბაიანიდან 6 კმ-ით სამხრეთით მდებარეობდა. მიწისძვრამ, რომელმაც სებუს სამხრეთ ნაწილსაც დიდი ზიანი მიაყენა, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 374 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად ბოჰოლის კულტურული მემკვიდროების რამდენიმე ტაძარი დაზიანდა.[7][8]

2017 წლიდან პროვინციის მთავრობამ მთელი პროვინცია იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელის ნომინაციაზე წარადგინა.[9]

გეოგრაფია რედაქტირება

 
ბოჰოლის შოკოლადის ბორცვები

ბოჰოლის სამხრეთით სებუ მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ლეიტე, სამხრეთით, ბოჰოლის ზღვის გადაღმა — მინდანაო. ბოჰოლს სებუსგან სებუს სრუტე გამოყოფს. ორივე კუნძულს საერთო ენა აქვს, თუმცა ბოჰოლანური და სებუანური მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ბოჰოლის კლიმატი ძირითადად მშრალია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან ოქტომბრამდე ფიქსირდება. კუნძულის შიდა ნაწილი უფრო გრილია, ვიდრე სანაპირო ზოლი.[10]

ფიზიკური რედაქტირება

პროვინციის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ი. ბოჰოლის ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით. მთავარი კუნძული 70-ზე მეთი პატარა კუნძულითაა გარშემორტყმული, რომელთაგანაც ყველაზე დიდი კუნძული პანგლაოა.

ბოჰოლის რელიეფი ძირითადად მთა-ბორცვიანია. კუნძულის ნახევარზე მეტი კირქვითაა დაფარული. კუნძულის შიდა ნაწილი ფართო პლატოა, პერიფერიებზე კი უფრო დაბალი მთებია.

 
ბოჰოლის პოლიტიკური რუკა

კარმენის მახლობლად შოკოლადი ბორცვები მდებარეობს. კონუსური ფორმის ბორცვების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. ბორცვებზე გაზრდილი ბალახი ზაფხულში ყავისფერ შეფერილობას იღებს და ბორცვები შოკოლადის კონუსებს ემსგავსება. ბორცვები დიდი გამყინვარების დროს მარჯნის რიფებისგან დარჩენილი კირქვოვანი წარმონაქმნებია. შოკოლადის ბორცვები ფილიპინების ერთ-ერთ ბუნებრივ საოცრებად მიიჩნევა და ბოჰოლს ხშირად „ფილიპინების ძვირფას ქვას“ უწოდებენ. ბორცვები ბოჰოლის გერბზეა გამოსახული.

ბოჰოლში 114 წყარო, 172 ნაკადული და ოთხი მთავარი მდინარე მოედინება.[11] უდიდესი მდიანრე ინაბანგაა, რომელიც პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. კუნძულის ცენტრალურ და შუა-სამხრეთ ნაწილში მდინარე ლობოკი მიედინება; მდინარე აბატანი პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხოლო მდინარე იპილი ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება. პროვინციაში ერთადერთი ბუნებრივი ტბა კუნძულ კაბილაოს ტბაა, რომელსაც დანაოს ან ლანაოსაც ეძახიან.[12]

კუნძულზე უამრავი ჩანჩქერი და გამოქვაბული მდებარეობს, მათ შორის მაგ-ასოს ჩანჩქერი ანტექერაში. მაგ-ასო ადგილობრივთა ენაზე „კვამლს“ ნიშნავს. წყალი ცივია და ხშირად დილაობით ისეთი ნისლი წარმოიქმნება, ჩანჩქერი იფარება.

ბოჰოლის უდიდესი დაბლობის ტყე, რომელიც კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ბილარის მახლობლად მდებარეობს, რაჯაჰ-სიკატუნის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის.

კლიმატი რედაქტირება

 
მზის ჩასვლა ტაგბილარანის ნავსადგურში

ნოემბრიდან აპრილამდე პროვინციაში ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონები ქრის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს პერიოდი წელიწადის ყველაზე რბილი პერიოდია. საშუალო დღიური ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F), ხოლო ღამით 25 °C (77 °F). ზაფხულის სეზონი მაისიდან ივლისამდე გრძელდება და მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობაა დამახასიათებელი. აგვისტოდან ოქტომბრამდე პროვინციაში სამხრეთ-დასავლეთი მუსონები ჭარბობს. ეს სეზონი ცვალებადია და უნალექო კვირებს წვიმიანი დღეები ცვლის.ბოჰოლში წელიწადის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაწვიმდეს, თუმცა ძლიერი წვიმები ძირითადად ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ბოჰოლის პროვინცია მთავარ კუნძულსა და 75 პატარა კუნძულს მოიცავს. პროვინცია 47 მუნიციპალიტეტს,[13] 1 შემადგენელ ქალაქს და 1 109 ბარანგაის მოიცავს.[14]

ეკონომიკა რედაქტირება

კუნძულის ეკონომიკაში წამყვან როლს ტურიზმი ასრულებს. ტურისტთა რაოდენობის ზრიდს კვალდაკვალ ტაგბილარანის აეროპორტი ბოჰოლი-პანგლაოს საერთაშორისო აეროპორტმა ჩაანაცვლა, რომლის ინაუგურაციაც 2018 წლის 27 ნოემბერს გაიმართა.[15]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Bohol Island Philippines. Bohol Philippines Travel Guide. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2009.
  3. The Island-Province of Bohol bohol.gov.ph Retrieved 15 November 2006.
  4. Bohol Profile Executive Brief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-10.
  5. Socio-economic Profile დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. bohol.gov.ph
  6. Bountiful Bohol aenet.org Retrieved 15 November 2006.
  7. Philippines quake hits Cebu and Bohol BBC News. Retrieved on 15 October 2013
  8. Powerful quake kills 74 people, destroys heritage churches in Bohol, Cebu GMA News Online. Retrieved on 15 October 2013
  9. http://www.boholchronicle.com.ph/2017/10/18/chocolate-hills-positioned-to-be-phs-1st-unesco-global-geopark/
  10. Bohol: Growth Rate Made a Sudden Leap to 2.95 Percent (Results from the 2000 Census of Population and Housing, NSO). Philippine Statistics Authority (September 10, 2002). ციტირების თარიღი: December 14, 2018.
  11. (2003) Tubod : the heart of Bohol. Manila: National Commission for Culture and the Arts. ISBN 9718140360. 
  12. A Glimpse of Loon. Municipality of Loon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 May 2019.
  13. City and Municipalities of Bohol. Bohol Philippines (August 10, 2018). ციტირების თარიღი: October 18, 2018.
  14. Province: BOHOL. Philippine Standard Geographic Code (PSGC). Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
  15. Rey, Aika (November 27, 2018). „Duterte inaugurates Bohol-Panglao International Airport“. Rappler. ციტირების თარიღი: October 4, 2019.