ბოტანიკური ბაღიფართობი, რომელიც წარმოადგენს კარგად მოვლილ მცენარეთა ფართო სპექტრს, სადაც თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. აქ შეიძლება შევხვდეთ ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებს, როგორიცაა: კაქტუსები და სუკულენტები, ბაღჩები, სპეციალური მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში, ასევე შეიძლება განთავსებული იყოს სათბურები, ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებით გაშენებული, როგორიცაა: ტროპიკული, ალპური ან სხვა ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს ტურებს, საგანმანათლებლო ჩვენებებს, გამოფენებს, წიგნის ოთახებს, ღია ცის ქვეშ თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს და სხვა გართობებს.

პიზის ბოტანიკური ბაღი, პიზის უნივერსიტეტის მფლობელობაში. ლუკა გინის სახელობის, პირველი ბოტანიკური ბაღი. დაარსებულია 1544 წელს.

ხშირად, ბოტანიკურ ბაღებს ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტები ან სხვა სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად, დაკავშირებულნი არიან ჰერბარიუმთან და სამეცნიერო კვლევით პროგრამებთან მცენარეთა სისტემატიკაში ან ბოტანიკური მეცნიერების სხვა ასპექტში. პრინციპში, მათ როლს წარმოადგენს შეინარჩუნონ ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ რესურსებზე და სპეციალურ ინტერესებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ბაღში. თანამედროვე ბოტანიკური ბაღების წარმოშობა შეიძლება დავუკავშიროთ ევროპულ შუა საუკუნეების სამკურნალო ბაღებს, რომელიც ცნობილია როგორც სამკურნალო ბაღების სახელწოდებით. პირველი ასეთი ბაღი დაარსდა იტალიური რენესანსის პერიოდში, მე-16 საუკუნეში. ამდაგვარი ადრეული დაინტერესება სამკურნალო მცენარეების მიმართ მე-17 საუკუნეში, ევროპის გარედან ახალი მცენარეების შემოტანის და მათი კვლევის ინტერესით შეიცვალა, როგორც კი ბოტანიკის მიმართულება, თანდათანობით, მედიცინისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. მე-18 საუკუნეში შემუშავებულ იქნა ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის სისტემები იმ ბოტანიკოსების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ჰერბარიუმზე და ზოგადად იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც ბაღებთან იყვნენ ასოცირებულნი. ეს სისტემები ხშირად, წარმოდგენილნი არიან ბაღებში საგანმანათლებლო მიზნით, იმის საჩვენებლად თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი „ბაღის კალაპოტები“. ევროპული იმპერიალიზმის სწრაფ ზრდასთან ერთად, გვიან მე-18 საუკუნეში ბოტანიკური ბაღები დაარსებულ იქნა ტროპიკებში, სადაც ბოტანიკური ეკონომიკის მიმართულება გახდა მთავარი აქცენტი, რომლის ცენტრიც იყო კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები, ლონდონის მახლობლად. წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღები, როგორც კულტურული და სამეცნიერო ორგანიზაციები, პასუხობდნენ ბოტანიკისა და მებაღეობის ყველა ინტერესებს. დღესდღეობით, ბოტანიკური ბაღების უმეტესობა წარმოადგენს ზემოთხსენებული თემების ნაზავს და უფრო მეტიც: საზოგადოებასთან მტკიცე კავშირების ქონით, იქმნება შესაძლებლობა, რომ სტუმრებს მიეწოდოთ ინფორმაცია გარემოს დაცვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ვეხებით 21 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვასთან და მათ მდგრადობასთან.

განმარტებანი რედაქტირება

 
ბრაუნშვაიგის ბოტანიკური ბაღი, გერმანია
ამაზონის ვიქტორია, ამაზონის გიგანტური წყლის შროშანი

მსოფლიო მასშტაბით, ძირითადი ბოტანიკური ბაღების როლი იმდენად ფართოა, რომ საჭიროა მათი განმარტებითი სახელმძღვანელოების გამოყენება. ქვემოთ მოცემული განმარტებები შემუშავებულ იქნა 1976 წელს კორნელის უნივერსიტეტში, ლიბერთი ჰაიდი ბეილის ჰორტორიუმის თანამშრომლების მიერ. იგი მოიცავს იმ ზოგიერთ დეტალებს, რომელიც ბოტანიკური ბაღების მთელ რიგ ფუნქციებთან და საქმიანობებთან არის დაკავშირებული: [1]

ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს კონტროლირებულ და თანამშრომლებით დაკომპლექტებულ დაწესებულებას, რომლის მიზანია მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შენარჩუნება, მათი მეცნიერული მართვის ფარგლებში განათლებისა და კვლევის მიზნით, ისეთ ბიბლიოთეკებთან, ჰერბარიუმთან, ლაბორატორიებთან და მუზეუმებთან ერთად, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ღონისძიებების გასატარებლად. თითოეული ბოტანიკური ბაღი ბუნებრივად ავითარებს საკუთარი ინტერესების განსაკუთრებულ სფეროებს, რომელიც დამოკიდებულია მის პერსონალზე, ადგილმდებარეობაზე, მოცულობაზე, სახსრების ხელმისაწვდომობაზე და მისი წესდების პირობებზე. იგი შეიძლება მოიცავდეს სათბურებს, საცდელ ნიადაგებს, ჰერბარიუმს, სანაშენეს და სხვა დარგებს. მას გააჩნია როგორც სამეცნიერო, ასევე მცენარეთა მომვლელი პერსონალი და მათი აზრების გამოხატვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას პუბლიკაციების გამოცემა წარმოადგენს.

ეს ფართო ცნება შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდა:[1]

ბოტანიკური ბაღი, შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაწესებულება, სამთავრობო ექსპლუატაციაში მყოფი, ან შედიოდეს რომელიმე კოლეჯის ან უნივერსიტეტის შემადგენლობაში. თუ ის საგანმანათლებლო დაწესებულების განყოფილებას წარმოადგენს, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სწავლების პროგრამასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არსებობს მეცნიერული მიზნებისთვის და არ შეიძლება იგი შეზღუდული ან ჩანაცვლებული იყოს სხვა მოთხოვნებით. ის არ წარმოადგენს მხოლოდ ლანდშაფტს ან ორნამენტულ ბაღს, თუმცა იგი შეიძლება იყოს ამავდროულად ხელოვნების ნიმუშიც. უმთავრეს მიზანს მაინც, მცენარეთა დაცვა და ბოტანიკის შესახებ ცოდნის გავრცელება წარმოადგენს.

ბოტანიკური ბაღების ქსელი რედაქტირება

 
ბოტანიკური ბაღი ოოტი,ინდოეთი

დღესდღეობით, მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანაში (ძირითადად ზომიერ რეგიონებში), 1800-მდე ბაღი და დენდრარიუმი არსებობს, რომელთაგან 400 ევროპაში, 200 ჩრდილოეთ ამერიკაში, 150 რუსეთში[2] და დანარჩენი, მზარდი რაოდენობით, აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. [3] ეს ბაღები წელიწადში, დაახლოებით 150 მილიონამდე მნახველს იზიდავენ. ასე რომ, არცაა გასაკვირი, რომ მრავალი ადამიანი, ამ საოცარი მცენარეების სილამაზის ნახვას, სწორედ ბოტანიკურ ბაღებში ეზიარა.[4]

ისტორიულად, ბოტანიკური ბაღები, ერთიმეორეს უზიარებდნენ სხვადასხვა მცენარეებს, ამ მცენარეთა თესლების სიების (ასეთ სიებს მე-18 საუკუნეში ლათინურად Index Semina ეწოდებოდათ), გამოქვეყნების საშუალებით. ის წარმოადგენდა ბოტანიკურ ბაღებს შორის მცენარეთა და ინფორმაციათა გაცვლის საშუალებას. მსგავსი სისტემა დღესაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს უფრო მეტი ყურადღება, გენეტიკური მეკობრეობის შესაძლებლობასა და ინვაზიური სახეობების გადაცემაზე მახვილდება.[5]

ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო ასოციცია[6] ჩამოყალიბებულ იქნა 1954 წელს, როგორც მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც შედის საერთაშორისო ბიოლოგიურ მეცნიერებათა კავშირში. სულ ახლახან, BGCI-ის მიერ უზრუნველყოფილ იქნა კოორდინირება, რომლის მისიასაც წარმოადგენს – „ბოტანიკური ბაღების მობილიზება და პარტნიორების ჩართვა მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვაში, ხალხთა და ზოგადად, პლანეტის კეთილდღეობისათვის“.[7] BGCI-ში ჩართულია დაახლოებით 700 წევრი – უმეტესად ბოტანიკური ბაღები – მსოფლიოს 118 ქვეყანაში, რომლებიც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ მცენარეთა კონსერვაციის გლობალურ სტრატეგიას ისევე როგორც, მთელი რიგი რესურსებითა და პუბლიკაციებით, ასევე საერთაშორისო კონფერენციებისა და საკონსერვაციო პროგრამების საშუალებით. კომუნიკაცია ხდება ასევე რეგიონალურადაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ამერიკის საჯარო ბაღების ასოციაცია,[8] ავსტრალაზიაში კი – ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბოტანიკური ბაღები.[9]

მომავალი რედაქტირება

 
ედემის პროექტი დაარსებული 2000 წელს, კორნვოლი, ინგლისი,
მოიცავს თანამედროვე ბოტანიკურ ბაღს, რომელიც იკვლევს თემას მდგრადობასთან დაკავშირებით.

ბოტანიკურ ბაღებს აშენებენ დღესაც, როგორიცაა მაგალითად, პირველი ბოტანიკური ბაღი ომანში, რომელიც ყველაზე ფართო ბაღი იქნება მთელ მსოფლიოში. როდესაც ის დასრულდება, მასში განთავსდება მასშტაბური ღრუბლიანი ტყე, რომელიც უზარმაზარ შუშის სახლში[2] იქნება მოთავსებული. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში ადგილი ჰქონდა ბოტანიკური ბაღების შესანიშნავ განვითარებას, მათ შორის არის ჰაინანის ტროპიკულ ეკონომიკურ მცენარეთა ბოტანიკური ბაღი,[10] სამხრეთ ჩინეთის ბოტანიკური ბაღი გუანჯოუში, სიშუანგბანას ტროპიკულ მცენარეთა ბოტანიკური ბაღი და სიამინის ბოტანიკური ბაღი,[11] მაგრამ ამვდროულად, ძალიან ბევრი ბაღი დახურულ იქნა განვითარებული ქვეყნებში, ფინანსური მხარდაჭერის არქონის გამო. ეს ეხება განსაკუთრებით იმ ბაღებს, რომლებიც იმყოფებიან უნივერსიტეტების მფლობელობაში.[4]

ამ ბოლო დროს, ძირითადი აქცენტი კეთდება საზოგადოების ინფორმირებაზე, იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ემუქრება დღეს ეკოსისტემებს დედამიწაზე არსებული ჭარბი მოსახლეობისგან. ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს საუკეთესო კომუნიკაციის საშუალებას მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. საგანმანათლებლო პროგრამებს შეუძლიათ განავითარონ და აამაღლონ საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერება, მათი განათლებით იმ მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც გარემოს კონსერვაციას და მის მდგრადობასთან არის დაკავშირებული.[12]

ფოტო გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bailey და Bailey 1978, p. 173
  2. 2.0 2.1 The History of Botanic Gardens. BGCI.org. BGCI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-26. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  3. 东亚植物园. East Asia Botanic Gardens Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  4. 4.0 4.1 Huxley 1992, p. 375
  5. Heywood 1987, p. 11
  6. International Association of Botanic Gardens (IABG). BGCI.org. Botanic Gardens Conservation International. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  7. Mission statement. BGCI.org. Botanic Gardens Conservation International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-28. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  8. American Public Gardens Association. publicgardens.org. American Public Gardens Association. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  9. Welcome to BGANZ. BGANZ.org.au. Botanic Gardens Australia and New Zealand Inc (2011). ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  10. Hainan Botanical Garden of Tropical Economic Plants. BGCI.org. Botanic Gardens Conservation International. ციტირების თარიღი: 2011-11-08.
  11. Heywood 1987, p. 12
  12. Drayton 2000, p. 269 – 274

ლიტერატურა რედაქტირება

  • Aitken, Richard; Looker, Michael (2002). The Oxford Companion to Australian Gardens. Oxford University Press. ISBN 0195536444. 
  • Bailey, Liberty Hyde; Bailey, Ethel Z. (1978). Hortus Third. Macmillan. ISBN 0025054708. 
  • Dalley, Stephanie (1993). „Ancient Mesopotamian Gardens and the Identification of the Hanging Gardens of Babylon Resolved“. Garden History. 21 (1): 113.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Day, Jo (2010). „Plants, Prayers, and Power: the story of the first Mediterranean gardens“. O’Brien, Dan. Gardening Philosophy for Everyone. Chichester: Wiley-Blackwell. pp. 65–78. ISBN 9781444330212.
  • Desmond, Ray (2007). The History of the Royal Botanic Gardens Kew. Kew Publishing. ISBN 9781842461686. 
  • Drayton, Richard (2000). Nature's Government: Science, Imperial Britain, and the 'Improvement' of the World. Yale University Press. ISBN 0300059760. 
  • Guerra, Francisco (1966). „Aztec Medicine“. Medical History. 10 (4): 315–338. PMC 1033639. PMID 5331692.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Heywood, Vernon H. (1987). „The changing rôle of the botanic gardens“. In Bramwell, David et. al. (eds) (ed.). Botanic Gardens and the World Conservation Strategy. London: Academic Press. pp. 3–18. ISBN 0121254623.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: რედაქტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Heutte, Fred (1872). „A New Concept: the Commercial Botanical Garden“. American Horticulturalist. 51 (2): 14–17.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Hill, Arthur W. (1915). „The History and Functions of Botanic Gardens“. Annals of the Missouri Botanical Garden. 2 (1/2): 185–240. doi:10.2307/2990033. JSTOR 2990033.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Holmes, Edward M. (1906). „Horticulture in Relation to Medicine“. Journal of the Royal Horticultural Society. 31: 42–61.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Huxley, Anthony (ed. in chief) (1992). The New Royal Horticultural Society Dictionary of Gardening. Macmillan. ISBN 1561590010. 
  • Hyams, Edward; MacQuitty, William (1969). Great Botanical Gardens of the World. Bloomsbury Books. ISBN 0906223733. 
  • Monem, Nadine K. (ed.) (2007). Botanic Gardens: A Living History. Black Dog. ISBN 904772729 Invalid ISBN. 
  • Minter, Sue (2000). The Apothecaries' Garden. Sutton Publishing. ISBN 9780750924498. 
  • Mueller, Ferdinand von (1871). The objects of a botanic garden in relation to industries : a lecture delivered at the Industrial and Technological Museum. Mason, Firth & McCutcheon. 
  • Ogilvie, Brian W. (2006). The Science of Describing: Natural History in Renaissance Europe. University of Chicago Press. ISBN 9780226620879. 
  • Simmons, John B. et al. (eds) (1976). Conservation of Threatened Plants. Plenum Press. ISBN 0306328011. 
  • Taylor, Patrick (2006). The Oxford Companion to the Garden. Oxford University Press. ISBN 9780198662556. 
  • Toby Evans, Susan (2010). „The Garden of the Aztec Philosopher-King“. O’Brien, Dan. Gardening Philosophy for Everyone. Chichester: Wiley-Blackwell. pp. 207–219. ISBN 9781444330212.
  • Williams, Roger L. (2011). „On the establishment of the principal gardens of botany: A bibliographical essay by Jean-Phillipe-Francois Deleuze“. Huntia. 14 (2): 147–176.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Wyse Jackson, Peter S.; Sutherland, Lucy A. (2000). International Agenda for Botanic Gardens in Conservation. Botanic Gardens Conservation International. ციტირების თარიღი: 2009-11-30.  დაარქივებული 2009-03-27 საიტზე Wayback Machine.
  • Young, Michael (1987). Collins Guide to the Botanical Gardens of Britain. Collins. ISBN 0002182130.