ბოსუმტვი (ინგლ. Lake Bosumtwi) — ერთადერთი ბუნებრივი წარმოშობის ტბა განაში, აშანტის რეგიონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე, ძველ დარტყმით კრატერში, რომლის დიამეტრია 10,5 კმ.[1] აშანტის ადმინისტრაციულ ცენტრ კუმასიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გაწოლილია 27 კმ-ში.[2] ტბის სიგრძეა — 8,6 კმ, სიგანე — 8,1 კმ, ზედაპირის ფართობი — 49 კმ². საშუალო სიღრმე — 45 მ, მაქსიმალური — 81 მ.

ბოსუმტვი
ინგლ. Lake Bosumtwi
ბოსუმტვი
ბოსუმტვი
კოორდინატები: 6°30′26″ ჩ. გ. 1°24′24″ დ. გ. / 6.50722° ჩ. გ. 1.40667° დ. გ. / 6.50722; -1.40667
მდებარეობა განის დროშა განა
სიმაღლე ზღვის დონიდან 150 
სიგრძე 8,6 კმ
სიგანე 8,1 კმ
ფართობი 49 კმ²
საშუალო სიღრმე 45 
მაქსიმალური სიღრმე 81 
ბოსუმტვი — განა
ბოსუმტვი

ბოსუმტვის ტბის კრატერის ასაკი 1,07 მლნ. წლით განისაზღვრება. ბოსუმტვის კრატერი მოქცეულია დასავლეთაფრიკის ფარის კრისტალურ ქანებში. ტბის დანალექი ქანები იძლევა წარმოდგენის შესაძლებლობას პალეოკლიმატის შესახებ. 2004 წელს 540 მ სიღრმის რამდენიმე ჭაბურღილიდან მოიპოვეს გეოლოგიური მასალები. კრატერის თავისებურებას მეტეორიტის დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ტექტიტები წარმოადგენს, რომლებიც გაფანტული იყო დასავლეთით 1000 კმ-ზე (თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორია).

ტბის კრატერის ფარგლებში დაახლოებით 30-მდე სოფელია, რომელთა საერთო მოსახლეობა 70 000 აღწევს. აშანტი ხალხი ბოსუმტვის წმინდა ტბად მიიჩნევს. ტრადიციული რწმენის თანახმად, მკვდრების სულები ტბაზე მოდიან, რათა გამოეთხოვონ ღმერთ ასასე იას. ამის გამო, თევზის დაჭერა ტბაში ნებადართულია მხოლოდ ხის ფიცრებით. თევზის სახეობებიდან გვხვდება ენდემური ციქლიდი Hemichromis frempongi და თითქმის ენდემური ციქლიდები Tilapia busumana და Coptodon discolor. ბოსუმტვი პოპულარული რეკრეაციული ზონაა.[3][4]

სქოლიო რედაქტირება

  1. ბოსუმტვი. LakeNet. წაკითხვის თარიღი 2007-02-18.
  2. Lake Bosumtwi Encyclopædia Britannica.
  3. Tilapia busumana Fishbase.
  4. Hemichromis frempongi Fishbase.