ბოსნა (ბოსნ. Bosna) — მდინარე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სავის მარცხენა შენაკადი (დუნაის აუზი). სიგრძე 308 კმ, აუზის ფართობი 10,5 ათ. კმ². სათავეს იღებს ტრესკავიცის მთის მასივის კალთებიდან (დინარის მთიანეთი). მიედინება მთებში, ქვემო წელი შუა დუნაის დაბლობზეა. ძირითადი შენაკადებია: კრივაია, სპრეჩა (მარჯვენა), ლაშვა, უსორა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ივლის-სექტემბერში. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 142 მ³/წმ-ია. ბოსნაზე მდებარეობს ქალაქები დობოი და ზენიცა.[1]

ბოსნა
ბოსნ. Bosna
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ქალაქები დობოი და ზენიცა
მარჯვენა შენაკადები კრივაია, სპრეჩა
მარცხენა შენაკადები ლაშვა, უსორა
სათავე ტრესკავიცა
43°49′07″ ჩ. გ. 18°16′12″ ა. გ. / 43.81861° ჩ. გ. 18.27000° ა. გ. / 43.81861; 18.27000
სათავის მდებარეობა დინარის მთიანეთი
შესართავი სავა
45°04′ ჩ. გ. 18°28′01″ ა. გ. / 45.067° ჩ. გ. 18.46694° ა. გ. / 45.067; 18.46694
შესართავის მდებარეობა შუა დუნაის დაბლობი
სიგრძე 308 კმ
აუზის ფართობი 10,5 კმ²
მდინარის სისტემა სავადუნაიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 142 მ³/წმ
ბოსნა — ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნა
ბოსნა
— სათავე, — შესართავი
ბოსნა ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. Босна // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 72.