ბორჯომი (საფეხბურთო კლუბი)

ტერმინს „ბორჯომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ბორჯომი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი, დაარსდა 1936 წელს, ქალაქ ბორჯომში. საშინაო მატჩებს ატარებს სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველის, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე.

საფეხბურთო კლუბი ბორჯომი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ბორჯომი
დაარსდა 1936
სტადიონი ჯემალ ზეინკლიშვილის სტადიონი
ბორჯომი, საქართველო
(ტევადობა: 4,000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა ვლადიმერ ხაჩიძე
ლიგა ლიგა 3
2023 მე-11
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბი დაარსდა 1936 წელს როგორც „თორი“ ბორჯომი. თავიდან თამაშობდა ადგილობრივ ჩემპიონატში, 1993-94 წლების სეზონში შედგა დებიუტი პირველ ლიგის აღმოსავლეთის ჯგუფში, სადაც 1997 წლამდე ასპარეზობდა. 2000-2002 წლებში ასევე გამოდიოდა პირველ ლიგაში, შემდეგ დაქვეითდა და 2004 წლამდე მეორე ლიგაში გამოდიოდა. 2004 წლის ზაფხულში კლუბს „ბორჯომი“ დაერქვა და პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდა. კლუბისთვის საუკეთესო 2005-06 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც სეზონი მე-5 ადგილზე დაამთავრა, 2007-08 წლების სეზონში შეძლო თასის ნახევარფინალში გასვლა. 2008-09 წლების სეზონში მე-11 ადგილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა პირველ ლიგაში. მეორე ლიგის 2013-14 წლების სეზონში პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ პირველ ლიგაში აღზევდა და ასპარეზობა B ჯგუფში განაგრძო.

სახელწოდება რედაქტირება

  • 1936—2004: თორი ბორჯომი
  • 2004 წლიდან დღემდე: ბორჯომი

ტიტულები რედაქტირება

სეზონები რედაქტირება

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი შენიშვნა მწვრთნელი
1993-94 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 13 34 12 5 17 48 59 41
1994-95 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 10 30 9 4 17 47 70 31
1995-96 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 19 36 5 4 27 31 78 19
1996-97 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 7 38 21 4 13 51 52 67
2000-01 პირველი ლიგა
2001-02 პირველი ლიგა 12 22 2 1 19 16 68 7 დაქვეითდა
2002-03 რეგიონული ლიგა ცენტრი
2003-04 რეგიონული ლიგა ცენტრი აღზევდა
2004-05 პირველი ლიგა 2 30 22 3 5 74 36 69 1-ლი ეტპაი აღზევდა
2005-06 უმაღლესი ლიგა 5 30 19 2 9 50 26 59 1/4 ფინალი
2006-07 უმაღლესი ლიგა 10 26 8 6 12 29 35 30 1/4 ფინალი
2007-08 უმაღლესი ლიგა 9 26 9 4 13 32 39 31 ნახევარფინალი
2008-09 უმაღლესი ლიგა 11 1/32 ეტაპი დაქვეითდა
2013-14 მეორე ლიგა აღმოსავლეთი 1 30 24 5 1 107 25 77 აღზევდა
2014-15 პირველი ლიგა

ბომბარდირები რედაქტირება

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2013-2014 პაატა ბაკარანძე   საქართველო 14
2009-2009 ირაკლი კიკნაძე   საქართველო 8

გამოჩენილი ფეხბურთელები რედაქტირება