ბორჩალო (ყოფ. ქურდვაჭარი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავს დებედის ხეობას. სახელდება მომდინარეობს XVII საუკუნეში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან.

ბორჩლოს მაზრა თბილისის გუბერნიაში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

ქურდვაჭარი რედაქტირება

მხარის უძველესი სახელწოდებაა ქურდვაჭარი, ქურდვაჭრისხევი. წყაროებში პირველად იხსენიება VIII საუკუნეში ქურდისხევის ფორმით. მასზე გადიოდა მნიშნელოვანი გზა, რომელიც საქართველოს სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან აკავშირებდა, რაც ზრდიდა რეგიონის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას. ხეობის ცენტრი იყო გაგის ციხე. XII საუკუნის ბოლოს თამარ მეფემ ხეობა ზაქარია ვარამის ძეს უბოძა და მას შემდეგ ის მხარგრძელთა საგამგეო იყო. XIII საუკუნიდან მონღოლთა შემოსევების შედეგად გაპარტახდა და მომთაბარეთა საძოვრებად იქცა. XV საუკუნიდან დასახლდნენ თურქმანული ტომები.

ბორჩალო რედაქტირება

1604 წელს შაჰ აბას I-მა აქ სახანო შექმნა და დაასახლა ბორჩალუს თურქმანული ტომი. ამიერიდან რეგიონს ეწოდა ბორჩალო. მისი ცენტრი იყო აღჯაყალა, ყოფილი გაგის ციხე. ბორჩალო XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოს დაუბრუნდა. რუსეთის იმპერიის ფარგლებში 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბა შულავერში.

ბორჩალოური ხალიჩები რედაქტირება

ბორჩლოში ისტორიულად ჩამოყალიბებულია ხალიჩების ქსოვის განსაკუთრებული სკოლა:

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 574.
  • მუსხელიშვილი, დ. აღჯაყალა-გაგის ციხე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული ტ 1, 1960